1. დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა კორპუსი (შემდგომში − ექსპერტთა კორპუსი) შედგება ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტის, კურიკულუმის ექსპერტის, კვების დარგში ექსპერტისა და სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების ექსპერტისგან.
2. დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტი (შემდგომ –
ექსპერტი) არ შეიძლება იყოს ცენტრის თანამშრომელი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ცენტრში კალენდარული წლის განმავლობაში დასაქმებულია 3 თვეზე ნაკლები ვადით კონკრეტული მოცულობის სამუშაოს შესასრულებლად.
3. ექსპერტთა შერჩევის, საქმიანობისა და ექსპერტთა კორპუსის წევრობის შეწყვეტის წესი მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც ქვეყნდება საჯაროდ.
4. ექსპერტთა ეთიკის კოდექსი მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც ქვეყნდება საჯარო