1. ავტორიზაციის მინიჭების შესახებ ან ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება დაწესებულების სტატუსის მაძიებლის მიერ ავტორიზაციის განაცხადის წარდგენიდან 180 კალენდარული დღის ვადაში.
2. დაწესებულებამ ყოველი მომდევნო ავტორიზაციისას, დაწესებულების სტატუსის უწყვეტობის მიზნით ცენტრში ავტორიზაციის განაცხადის წარდგენისას უნდა გაითვალისწინოს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადა იმგვარად, რომ ადმინისტრაციული წარმოებისთვის განსაზღვრული 180-კალენდარულ დღიანი ვადა დაეთმოს ამ წესით გათვალისწინებული ავტორიზაციის პროცესის ეტაპების განხორციელებას. აღნიშნულის გაუთვალისწინებლობით გამოწვეულ შედეგებზე პასუხისმგებლობა ეკისრება დაწესებულება