1. დაწესებულების სტატუსის მაძიებლად ცნობიდან 60 კალენდარული დღის ვადაში ცენტრი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და დაწესებულების სტატუსის მაძიებელში ვიზიტის შესახებ.
2. ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობაში შედიან ექსპერტთა კორპუსის წევრები.
3. იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულების სტატუსის მაძიებელს ერთდროულად სურს პროგრამის განხორციელება სხვადასხვა მისამართზე, ცენტრი უფლებამოსილია ვიზიტის შესახებ ბრძანებით შექმნას ერთი ან რამდენიმე ექსპერტთა ჯგუფი.
4. ექსპერტთა ჯგუფს ხელმძღვანელობს ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარე.
5. ვიზიტის ხანგრძლივობა, ექსპერტთა ჯგუფის წევრთა რაოდენობა და ასანაზღაურებელი დღეების რაოდენობა განისაზღვრება ცენტრის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, შესასრულებელი სამუშაოს მოცულობისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, ექსპერტთა შერჩევის, საქმიანობისა და ექსპერტთა კორპუსის წევრობის შეწყვეტის წესის შესაბამისად.
6. ექსპერტთა ჯგუფის საქმიანობის კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში ეფექტიანად წარმართვისა და შეფასების ერთიანი მიდგომის დაცვის მიზნით, ცენტრი უფლებამოსილია ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტზე მიავლინოს ცენტრის თანამშრომელ