1. აკრედიტაციის საფასურის გადახდის
შემდეგ ცენტრი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს აკრედიტაციის
ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და აკრედიტაციის
მაძიებელ დაწესებულებაში ვიზიტის შესახებ.
2. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრი
ვალდებულია,განაცხადოს თვითაცილება, თუ მას აქვს ინტერესთა კონფლიქტი აკრედიტაციის
მაძიებელ იმ დაწესებულებასთან, რომელშიც უნდა განახორციელოს ვიზიტი.
3. აკრედიტაციის
მაძიებელი დაწესებულება უფლებამოსილია, ცენტრში წარადგინოს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის
აცილება ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობიდან 2 დღის ვადაში.
4. დაწესებულება ვალდებულია,დაასაბუთოს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრის
აცილება. აცილების საფუძველი შეიძლება გახდეს აკრედიტაციის
ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარის ან/და წევრის ინტერესთა კონფლიქტი.
5. ამ დებულების მიზნებისა
თვის ინტერესთა კონფლიქტად მიიჩნევა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი გარემოებების არსებობა.
6. ცენტრი აცილების განცხადებას განიხილავს 3 დღის ვადაში. აცილების განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ცენტრი იღებს გადაწყვეტილებას აკრედიტაციის
ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობის ცვლილების შესახებ.
7. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრის
აცილების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, აკრედიტაციის
ექსპერტთა ჯგუფი ახორციელებს ვიზიტს.

8. ვიზიტის ხანგრძლივობა და აკრედიტაციის
ექსპერტთა ჯგუფის წევრთა რაოდენობა დაწესებულების პროგრამების რაოდენობისა და რესურსების მოცულობის შესაბამისად განისაზღვრება ცენტრის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი