1. აკრედიტაციის პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

ა) სააკრედიტაციო განაცხადის წარდგენა;

ბ) დაწესებულების აკრედიტაციის მაძიებლად ცნობა;

გ) აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნა;

დ) აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის მიერ აკრედიტაციის მაძიებლის თვითშეფასების ანგარიშის და მასზე თანდართული დოკუმენტაციის წინასწარი შესწავლა და ვიზიტის დღის წესრიგის შემუშავება;

ე) სააკრედიტაციო ვიზიტის განხორციელება;

ვ) აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის შედგენა და ცენტრში წარდგენა;

ზ) აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის აკრედიტაციის მაძიებლისთვის გაცნობა;

თ) აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტზე აკრედიტაციის მაძიებლის უკუკავშირის ცენტრში წარდგენა დასკვნის პროექტში არსებულ ფაქტობრივ უზუსტობებთან დაკავშირებით;

ი) აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის მიერ დასკვნის საბოლოო სახით ჩამოყალიბება და ცენტრში წარდგენა;

კ) აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის აკრედიტაციის მაძიებლისთვის გაცნობა;

ლ) სააკრედიტაციო განაცხადის, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნისა და ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტზე აკრედიტაციის მაძიებლის მიერ ცენტრში წარმოდგენილი უკუკავშირის მოხელის პროფესიული განვითარების საბაზისო პროგრამის აკრედიტაციის საბჭოს (შემდგომში – საბჭო) წევრებისთვის გაგზავნა;

მ) აკრედიტაციის საკითხზე ზეპირი მოსმენის გამართვა და საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღება;

ნ) ცენტრის მიერ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოქვეყნება.

2. საბჭოს მიერ აკრედიტაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მიიღება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად. ამასთან, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის (აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნისათვის, პროგრამის აკრედიტაციის სტანდარტებთან მიმართებით შესაბამისობის შემოწმებისათვის, აკრედიტაციის საბჭოს მიერ საკითხის განხილვისათვის ან/და სხვა მსგავსი საფუძვლიდან გამომდინარე) აუცილებელია კანონმდებლობით გათვალისწინებულზე მეტი ვადა, ცენტრს ადმინისტრაციული წარმოების დაწყებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში გამოაქვს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების ვადის განსაზღვრის შესახებ, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 3 თვე