1. ცენტრი აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის თითოეულ წევრს უგზავნის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტაციას.

2. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარე თვითშეფასების შევსებული ანგარიშისა და მასზე თანდართული დოკუმენტაციის შესწავლისა და აკრედიტაციის სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით, უზრუნველყოფს ჯგუფის წევრებს შორის მოვალეობების განაწილებას.

3. სააკრედიტაციო ვიზიტის განხორციელებამდე აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფი შეისწავლის თვითშეფასების შევსებულ ანგარიშსა და მასზე თანდართულ დოკუმენტაციას, რომლის საფუძველზეც შეიმუშავებს ვიზიტის დღის წესრიგს და წინასწარ ათანხმებს მას ცენტრთან. ცენტრი ვიზიტის დღის წესრიგის შეთანხმების პროცესში ითვალისწინებს დაწესებულების არგუმენტირებულ მოსაზრებებს. ცენტრი უგზავნის დაწესებულებას დღის წესრიგის საბოლოო ვერსია