1. აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობა ფასდება სამდონიანი სკალის საშუალებით: „შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“, „მეტწილად შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან” და „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან“.
2. პროგრამა „შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“, თუ პროგრამა ამ სტანდარტის ყველა კომპონენტთან მიმართებით შეფასებულია, როგორც „შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“ ან არაუმეტეს ერთ კომპონენტთან მიმართებით შეფასებულია, როგორც „მეტწილად შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“, ხოლო დანარჩენ კომპონენტებთან მიმართებით – როგორც „შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“.
3. პროგრამა „მეტწილად შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან”, თუ პროგრამა ამ სტანდარტის ერთზე მეტ კომპონენტთან მიმართებით შეფასებულია, როგორც „მეტწილად შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან”, ხოლო არცერთ კომპონენტთან მიმართებით არ არის შეფასებული, როგორც „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან“.
4. პროგრამა „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან”, თუ პროგრამა ამ სტანდარტის ერთ-ერთ კომპონენტთან მიმართებით მაინც შეფასებულია, როგორც „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან