1. საბჭო იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) აკრედიტაციის შესახებ;

ბ) აკრედიტაციაზე უარის თქმის შესახებ;

გ) აკრედიტაციის გაუქმების შესახებ.

2. თუ საბჭოს მიერ აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასებისას პროგრამა:

ა) ამ დებულების მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრულ სტანდარტებთან მიმართებით შეფასდა, როგორც „შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“, საბჭო იღებს გადაწყვეტილებას აკრედიტაციის შესახებ;

ბ) ამ დებულების მე-3 და/ან მე-4 მუხლით განსაზღვრულ სტანდარტებთან მიმართებით შეფასდა, როგორც „მეტწილად შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან” და არცერთ მათგანთან მიმართებით არ შეფასდება, როგორც „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან“, საბჭო იღებს გადაწყვეტილებას აკრედიტაციის შესახებ და დაწესებულებას განუსაზღვრავს ვადას მიღებული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე ანგარიშის წარსადგენად, რაც აისახება საბჭოს სხდომის ოქმში;

გ) ამ დებულების მე-3 და/ან მე-4 მუხლით განსაზღვრულ სტანდარტებთან მიმართებით შეფასდა, როგორც „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან“, საბჭო იღებს გადაწყვეტილებას აკრედიტაციაზე უარის თქმის/აკრედიტაციის გაუქმების შესახებ.

3. აკრედიტაციის ვადა 5 წელია.

4. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტით.

5. საბჭოს წევრი არ არის უფლებამოსილი, თავი შეიკავოს ხმის მიცემისგან.

6. საბჭო ვალდებულია დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

7. საბჭო უფლებამოსილია დაწესებულებას მისცეს რეკომენდაციები.

8. გადაწყვეტილება მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე. გადაწყვეტილების გამოქვეყნებასთან ერთად ცენტრის ვებგვერდზე ქვეყნდება ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა.

9. ცენტრი აკრედიტებული პროგრამების შესახებ ინფორმაციას აწვდის ბიუროს აკრედიტაციის მინიჭებიდან ერთი კვირის ვადაში, ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე ინფორმაციის  განთავსების მიზნით.

10. საბჭო უფლებამოსილია, დასაბუთებული არგუმენტაციის შემთხვევაში, განსაზღვროს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების ძალაში შესვლის თარიღი.

თავი IV

აკრედიტაციის პირობების შემოწმე