1. პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამის აკრედიტაციის (შემდგომში – აკრედიტაცია) განაცხადის განხილვის საფასური შეადგენს 500 ლარს.

2. აკრედიტაციის საფასური მოიცავს აკრედიტაციის პროცესთან დაკავშირებულ ფაქტობრივ ადმინისტრაციულ (სახელფასო, საოფისე და საბჭოს სხდომის ჩატარებასთან დაკავშირებული ხარჯები) ხარჯებს, აკრედიტაციის ექსპერტთა ანაზღაურებისა და მივლინების (საჭიროების შემთხვევაში) ხარჯებსა და დამატებული ღირებულების გადასახადს.

3. პროგრამის აკრედიტაციის საფასურის ოდენობა შეადგენს 2233 ლარს მივლინების საჭიროების გარეშე, ხოლო 3008 ლარს მივლინების საჭიროების შემთხვევაში.

4. „პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამის აკრედიტაციის დებულების“ 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დაწესებულება იხდის მონიტორინგის საფასურს, რომელიც შეადგენს 450 ლარს მივლინების საჭიროების გარეშე, ხოლო 760 ლარს მივლინების საჭიროების შემთხვევაში.

5. აკრედიტაციის საფასური გადაიხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, ცენტრის საბანკო ანგარიშზე შეტანის გზით. აკრედიტაციის განაცხადის განხლვისა და აკრედიტაციის საფასურები განმცხადებელს არ უბრუნდება, გარდა, ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

6. აკრედიტაციის საფასური სრულად ბრუნდება, თუ დაწესებულება ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტას მოითხოვს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნამდ