1. საბჭოს უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება ერთი წლით. საბჭო შედგება მინიმუმ 5 წევრისგან, რომელთაგან ერთი წევრი არის ბიუროს წარმომადგენელი, ხოლო სხვა წევრები შეიძლება იყვნენ საჯარო მოხელეები, აკადემიური წრის ან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. საბჭოს წევრებს ნიშნავს და ათავისუფლებს ბიუროს უფროსი.

2. საბჭოს წევრს შეიძლება უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდეს:

ა) პირადი განცხადების საფუძველზე;

ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას;

გ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარების ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შემთხვევაში, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

დ) სხდომებზე სისტემატურად გამოუცხადებლობის შემთხვევაში, თუკი ეს აფერხებს საბჭოს საქმიანობას;

ე) ამ დებულების მე-18 მუხლით გათვალისწინებული ნორმების დარღვევის შემთხვევაში.

3. საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა დასტურდება ბიუროს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ბიუროს უფროსი ერთი თვის ვადაში ნიშნავს ახალ წევრს უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადი