1. პროგრამა ფასდება სტანდარტის კომპონენტთან მიმართებით, როგორც „შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“, თუ პროგრამა სრულად უზრუნველყოფს სტანდარტის კომპონენტის დაკმაყოფილებას.

2. პროგრამა ფასდება სტანდარტის კომპონენტთან მიმართებით, როგორც „მეტწილად შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“, თუ პროგრამა მეტწილად უზრუნველყოფს სტანდარტის კომპონენტის დაკმაყოფილებას და არსებობს სუსტი მხარეები, რომელთა მოკლევადიან პერიოდში (არაუმეტეს 6 თვე) დასაძლევად დაწესებულებას აქვს მზაობა და შესაბამისი რესურსებით უზრუნველყოფილი გეგმა.

3. პროგრამა ფასდება სტანდარტის კომპონენტთან მიმართებით, როგორც „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან“, თუ პროგრამა ვერ უზრუნველყოფს მინიმუმ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ დონეზე სტანდარტის კომპონენტის დაკმაყოფილება