1. თვითშეფასების შევსებული ანგარიშისა და მასზე თანდართული დოკუმენტაციის შესწავლისა და სააკრედიტაციო ვიზიტის შედეგად დგება აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტი და წარედგინება ცენტრს.
2. დასკვნის პროექტი აღწერს პროგრამის შესაბამისობას აკრედიტაციის სტანდარტებთან.
3. ცენტრი ადგენს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის ფორმალურ შესაბამისობას ამ დებულების მე-9 მუხლის პირველი და ამ მუხლის მე-8 პუნქტებით გათვალისწინებულ ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილ მოთხოვნებთან. შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში დასკვნის პროექტი ეგზავნება დაწესებულებას.
4. საჭიროების შემთხვევაში, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის ფორმალური შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფს უკან უბრუნდება დასკვნის პროექტი.
5. აკრედიტაციის სტატუსის მაძიებელი დასკვნის პროექტის გაცნობიდან 2 სამუშაო დღის ვადაში ცენტრში წერილობით წარადგენს უკუკავშირს დასკვნის პროექტში არსებულ ფაქტობრივ უზუსტობებთან დაკავშირებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც ეგზავნება ექსპერტთა ჯგუფს და საბჭოს.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული უკუკავშირის წარდგენის შემთხვევაში, მისი გაცნობის შემდგომ ან წარუდგენლობის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდგომ, ექსპერტთა ჯგუფი აყალიბებს დასკვნას საბოლოო სახით და წარუდგენს ცენტრს.
7. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას ცენტრი უგზავნის დაწესებულებას.
8. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის ფორმა და მისთვის დადგენილი მოთხოვნები მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი