1. აკრედიტაციის პირობების შემოწმების მიზნით, დაწესებულება, რომელიც ახორციელებს პროგრამას, ვალდებულია ცენტრს პირველი და ყოველი მომდევნო აკრედიტაციის მინიჭებიდან სამწლიანი ვადის გასვლიდან ერთი თვის ვადაში წარუდგინოს თვითშეფასების ანგარიში.

2. თვითშეფასების ანგარიშის წარდგენა ხდება ელექტრონული ფორმით (ხელმოწერილი და დასკანერებული).

3. თვითშეფასების ანგარიშის ფორმას ამტკიცებს ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი