1. დაწესებულების თვითშეფასების მიზნებია:

ა)  დაწესებულების პირობების შესაბამისობის შეფასება ავტორიზაციის სტანდარტებთან;

ბ) დაწესებულების უწყვეტი განვითარების ხელშეწყობა მტკიცებულებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების მექანიზმების გამოყენების გზით.

2. დაწესებულება ვალდებულია, განახორციელოს ყოველწლიური თვითშეფასება.

3. თვითშეფასების ფორმა და განხორციელების წესი მტკიცდება სსიპ − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის (შემდგომში − ცენტრი) დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც ქვეყნდება საჯაროდ.

4. დაწესებულების მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით თვითშეფასების განუხორციელებლობა ან განხორციელებული თვითშეფასების შესწავლის შედეგები შესაძლოა, გახდეს ცენტრის მიერ მონიტორინგის განხორციელების საფუძველი, რაც ხორციელდება ამავე წესის 31-ე მუხლის შესაბამისა