1. ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების მიერ ავტორიზაციის გავლის, აგრეთვე დაწესებულების ავტორიზაციის შეჩერებისა და შეწყვეტის დროებითი წესი (შემდგომში − წესი) „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების“ შესახებ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ გარდამავალ პერიოდში ადგენს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული იურიდიული პირისათვის ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების (შემდგომში − დაწესებულება) სტატუსის მოპოვების მიზნით ავტორიზაციის სტანდარტებს, ავტორიზაციის სტანდარტების დაკმაყოფილების პირობებსა და პროცედურას, ასევე ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით მონიტორინგის განხორციელების პროცედურას.
2. ამ წესის მიზნებისთვის, მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია, ამ წესით განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს ან/და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს შორის უფლებამოსილებების გამიჯვნის მიზნით, საჭიროებისამებრ, განსაზღვროს აღნიშნული უფლებამოსილების მათ შორის განაწილების საკითხ