1. პროგრამა –
ადრეული ან/და სკოლამდელი ასაკის ბავშვისთვის და მისი მშობლისთვის/კანონიერი წარმომადგენლისთვის მიწოდებული მომსახურება, რომლის განხორციელების უფლებასაც მოიპოვებს დაწესებულება კონკრეტულ მისამართზე. სხვადასხვა მისამართზე ან/და სხვადასხვა ენაზე განხორციელებული პროგრამა ითვლება ცალკე პროგრამად.

2. პროგრამის სახეებია:

ა) ადრეული აღზრდისა და განათლების პროგრამა –
ადრეული ასაკის (დაბადებიდან 2 წლამდე) ბავშვისთვის და მისი მშობლისთვის/კანონიერი წარმომადგენლისთვის მიწოდებული მომსახურება, რომლის საგანმანათლებლო კომპონენტი (კურიკულუმი) ხელს უწყობს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტებით დადგენილი მისაღწევი შედეგების მიღწევას;

ბ) სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროგრამა –
სკოლამდელი ასაკის (2 წლიდან ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში შესვლამდე) ბავშვისთვის  და მისი მშობლისთვის/კანონიერი წარმომადგენლისთვის მიწოდებული მომსახურება, რომლის საგანმანათლებლო კომპონენტი (კურიკულუმი) ხელს უწყობს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტებით, მათ შორის სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტით დადგენილი მისაღწევი შედეგების მიღწევას;

გ) სასკოლო მზაობის პროგრამა –
სკოლამდელი ასაკის (5 წლიდან ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში შესვლამდე) ბავშვისთვის  და მისი მშობლისთვის/კანონიერი წარმომადგენლისთვის მიწოდებული მომსახურება, რომელიც მომზადებულია სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტის საფუძველზე და რომელიც ხელს უწყობს ამ სტანდარტით დადგენილი შედეგების მიღწევას.

3. ავტორიზაციის განაცხადში დაწესებულების სტატუსის მაძიებელი უნდა უთითებდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მინიმუმ 1 პროგრამას, რომლის განხორციელების უფლების მოპოვებაც სურს ავტორიზაციის მინიჭების შემთხვევაშ