1. ამ წესით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოებების პროცესში შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული ან/და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი:
ა) ითანხმებს საჯარო დაწესებულების მიერ წარმოდგენილ ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ თვითშეფასების შევსებულ ფორმასა და მასზე თანდართულ დოკუმენტაციას (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ბ) უფლებამოსილია დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის (შემდგომ - ექსპერტთა ჯგუფი) ვიზიტის პროცესში საჯარო დაწესებულებაში მიავლინოს თანამშრომელი;
გ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სამდივნოსგან (შემდგომ-ავტორიზაციის საბჭოს სამდივნო) იღებს ექსპერტთა ჯგუფის დასკვნასა და საჯარო დაწესებულების არგუმენტირებულ პოზიციას (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დ) ავტორიზაციის საბჭოს სამდივნოსგან იღებს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს (შემდგომ-ავტორიზაციის საბჭო) სხდომაზე დასწრების მოწვევას, საჯარო დაწესებულებასთან დაკავშირებული საკითხის განხილვის შემთხვევაში;
ე) მონაწილეობს საჯარო დაწესებულებასთან დაკავშირებული საკითხის განხილვისას ავტორიზაციის საბჭოს სხდომაში და სარგებლობს სათათბირო ხმის უფლებით.
2. მუნიციპალიტეტის მერი ითანხმებს ავტორიზაციით განსაზღვრულ ვადაში, საჯარო დაწესებულების მიერ ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით დადგენილი ბავშვების ზღვრული რაოდენობის არა უმეტეს 30%-ით გაზრდილი ოდენობისათვის მომსახურების გაწევის შემთხვევებს იმ პირობის დაცვით, რომ უზრუნველყოფილი იქნება „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების“ შესახებ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები, რაც ასახული უნდა იქნეს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დროებითი მართვის საინფორმაციო სისტემაში.
3. მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული ან/და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი უფლებამოსილია, მის მიერ დაფუძნებული დაწესებულებისთვის ავტორიზაციის შეწყვეტის/შეჩერების/უარის თქმის შემთხვევაში, აღნიშნულ დაწესებულებაში რეგისტრირებული/ჩარიცხული ბავშვების მშობლებს/კანონიერ წარმომადგენლებს ერთჯერადად შესთავაზოს მომსახურების მიწოდება თავის დაფუძნებულ სხვა დაწესებულებებში ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ბავშვების ზღვრულ რაოდენობაზე გადაჭარბებით, რაც არ გამოიწვევს ამ წესის 23-ე მუხლის „ბ-დ“ ქვეპუნქტებით დადგენილ შედეგებს.
ავტორიზაციის მიზანი, ავტორიზაციის სტანდარტები და შეფასების პრინციპე