1. დაწესებულება/დაწესებულების სტატუსის მაძიებელი ფასდება სტანდარტის კომპონენტთან მიმართებით, როგორც „შესაბამისობაშია სტანდარტის კომპონენტის მოთხოვნებთან“, თუ დაწესებულებაში/დაწესებულების სტატუსის მაძიებელში არსებული რესურსები, დამკვიდრებული პრაქტიკა/სისტემა და მიღწეული შედეგები (ახალი დაწესებულების შემთხვევაში – მიღწევადი მოსალოდნელი შედეგები) სრულად უზრუნველყოფს სტანდარტის კომპონენტის მოთხოვნების დაკმაყოფილებას, მიღწეული დონის შენარჩუნებას და შემდგომ განვითარებას. ამასთან, შესაძლო მცირედი გამოწვევები გავლენას არ ახდენს მისი საქმიანობის ხარისხზე.
2. დაწესებულება/დაწესებულების სტატუსის მაძიებელი ფასდება სტანდარტის კომპონენტთან მიმართებით, როგორც „მეტწილად შესაბამისობაშია სტანდარტის კომპონენტის მოთხოვნებთან“, თუ დაწესებულებას /დაწესებულების სტატუსის მაძიებელს გააჩნია უფრო მეტი ძლიერი, ვიდრე სუსტი მხარე, რომელიც მნიშვნელოვნად არ აუარესებს მისი საქმიანობის ხარისხს. დაწესებულებაში/დაწესებულების სტატუსის მაძიებელში არსებული რესურსები და დამკვიდრებული პრაქტიკა/სისტემა მეტწილად უზრუნველყოფს კომპონენტის მოთხოვნების დაკმაყოფილებას და მას შეუძლია შესაბამისი შედეგების დემონსტრირება. დაწესებულებას/დაწესებულების სტატუსის მაძიებელს, სუსტი მხარე(ებ)ის დასაძლევად, მოკლევადიან პერიოდში (არა უმეტეს 12 თვისა), დასაძლევად აქვს მზაობა და რესურსებით უზრუნველყოფილი, სტანდარტებთან შესაბამისობის გეგმა.
3. დაწესებულება/დაწესებულების სტატუსის მაძიებელი ფასდება სტანდარტის კომპონენტთან მიმართებით, როგორც „ნაწილობრივ შესაბამისობაშია სტანდარტის კომპონენტის მოთხოვნებთან“, თუ იგი მეტწილად ვერ აკმაყოფილებს კომპონენტის მოთხოვნებს და აქვს ისეთი სუსტი მხარე(ებ)ი, რომელთა დასაძლევადაც საჭიროა მნიშვნელოვანი რესურსების მობილიზება, თუმცა დაწესებულებას/დაწესებულების სტატუსის მაძიებელს აქვს მზაობა და განსაზღვრულ პერიოდში (არა უმეტეს 24 თვისა) სუსტი მხარე(ებ)ის დასაძლევად რესურსებით უზრუნველყოფილი სტანდარტებთან შესაბამისობის გეგმა.
4. დაწესებულება/დაწესებულების სტატუსის მაძიებელი ფასდება სტანდარტის კომპონენტთან მიმართებით, როგორც „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის კომპონენტის მოთხოვნებთან“, თუ იგი არსებული რესურსებითა ან/და პრაქტიკით ვერ უზრუნველყოფს მინიმუმ ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ დონეზე სტანდარტის კომპონენტის მოთხოვნების დაკმაყოფილებას და დაწესებულების/დაწესებულების სტატუსის მაძიებლის სუსტი მხარე(ებ)ი საფრთხეს უქმნის მისი საქმიანობის ხარისხს და ვერ უზრუნველყოფს მის განვითარებას, მათ შორის, არ აქვს არც რესურსები ამ სუსტი მხარეების გამოსასწორებლად.
ავტორიზაციის საბ