1. ავტორიზაციის საბჭოს წევრი საკუთარი ფუნქციების შესრულებისას უნდა იყოს დამოუკიდებელი, ობიექტური და მიუკერძოებელი.
2. ავტორიზაციის საბჭოს წევრმა უნდა შეინარჩუნოს ნეიტრალურობა ნებისმიერ სიტუაციაში და არ უნდა მოექცეს დაინტერესებული მხარეების გავლენის ქვეშ, მათი სტატუსის მიუხედავად.
3. ავტორიზაციის საბჭოს წევრმა არ უნდა გაასაჯაროოს და არ გამოიყენოს პირადი ინტერესისთვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოპოვებული ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია.
4. ავტორიზაციის საბჭოს წევრი ორიენტირებული უნდა იყოს თანამშრომლობაზე და არ უნდა ცდილობდეს პრივილეგირებულ პოზიციაში თავის წარმოდგენას; საჯაროდ ეჭვქვეშ არ უნდა აყენებდეს ექსპერტის, დაწესებულების/დაწესებულების სტატუსის მაძიებლის წარმომადგენლის, ავტორიზაციის საბჭოს წევრისა და სააპელაციო საბჭოს წევრის კომპეტენტურობას, მიუხედავად იმისა, ეთანხმება თუ არა მათ პოზიციას.
5. ავტორიზაციის საბჭოს წევრი ვალდებულია საკითხის განხილვის დაწყებამდე განაცხადოს დაწესებულებასთან/დაწესებულების სტატუსის მაძიებელთან არსებული ინტერესთა კონფლიქტისა და თვითაცილების შესახებ. ინტერესთა კონფლიქტად მიიჩნევა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი გარემოების არსებობა.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტის არსებობისას, ავტორიზაციის საბჭოს წევრი არ მონაწილეობს ავტორიზაციის საბჭოს სხდომაზე განსახილველი საკითხის განხილვის, გადაწყვეტილების მიღებისა და კენჭისყრის პროცესებში. ავტორიზაციის საბჭოს წევრი ასევე არ არის უფლებამოსილი, რომ ავტორიზაციის საბჭოს სხდომაზე წარადგინოს დაინტერესებული მხარის − დაწესებულების/დაწესებულების სტატუსის მაძიებლის ან ექსპერტთა ჯგუფის პოზიცია.
7. ზეპირი მოსმენის გამართვამდე, განსახილველ საკითხზე არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სრულყოფილად შესწავლისა და შეფასების მიზნით, ავტორიზაციის საბჭოს თითოეული წევრი ვალდებულია წინასწარ შეისწავლოს ამ წესის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია. ავტორიზაციის საბჭოს წევრი უფლებამოსილია, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია და მისი შესწავლის მიზნით, ავტორიზაციის საბჭო უფლებამოსილია გადადოს საკითხის განხილვა ადმინისტრაციული წარმოების დარჩენილი ვადების გათვალისწინები