1. ინსპექტირების  პროცესში არ შეიძლება მონაწილეობდეს უფლებამოსილი პირი, რომელიც:

ა) ამ საქმეში მონაწილეობს ან მონაწილეობდა, როგორც მხარე, მხარის წარმომადგენელი ან დაინტერესებული პირი;

ბ) საქმეში მონაწილე სუბიექტის ან მისი წარმომადგენლის ოჯახის წევრია;

გ) თვითონ ან მისი ოჯახის წევრი ფლობს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს იმ საწარმოში, რომლის მიმართაც ხორციელდება ინსპექტირება;

დ) არსებობს სხვა გარემოება, რომელიც საეჭვოს ხდის მის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობას.

2. უფლებამოსილი პირი ვალდებულია სააგენტოს დირექტორს აცნობოს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული გარემოების შესახებ და განაცხადოს თვითაცილება. თვითაცილების შესახებ განცხადება დასაბუთებული უნდა იყოს.

3. ინსპექტირების ობიექტს, რომელიც მიიჩნევს, რომ არსებობს კონკრეტული უფლებამოსილი პირის აცილების საფუძველი, უფლება აქვს სააგენტოს დირექტორს წარუდგინოს დასაბუთებული განცხადება ამ უფლებამოსილი პირის აცილების შესახებ.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული განცხადება უფლებამოსილი პირის აცილების შესახებ  წარდგენილი უნდა იქნეს  5  სამუშაო დღის განმავლობაში, რომელიც აითვლება ინსპექტირების დაწყების შესახებ ინფორმაციის შეტყობიდან ან იმ დღიდან, როდესაც ინსპექტირების ობიექტისთვის ცნობილი გახდა აცილების საფუძვლის არსებობის შესახებ.

5. აცილების ან თვითაცილების საკითხს წყვეტს სააგენტოს დირექტორ