1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნით, უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია ინსპექტირების ობიექტს ჩამოართვას ახსნა-განმარტება. ინსპექტირების ობიექტს უფლება აქვს საკუთარი ინიციატივით, წერილობითი ფორმით წარუდგინოს უფლებამოსილ პირს ახსნა-განმარტება.

2. უფლებამოსილი პირისთვის ახსნა-განმარტების მიცემაზე ინსპექტირების ობიექტის უარი, ამ ვალდებულების შესრულებისათვის თავის არიდება, არაჯეროვანი შესრულება ან/და ახსნა-განმარტების მისაცემად სააგენტოში დაბარებული ინსპექტირების ობიექტის დადგენილ დროს არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა, უთანაბრდება ინფორმაციის მიუწოდებლობას.

3. ახსნა-განმარტების მიცემისას, ინსპექტირების ობიექტი, თავისუფალი თხრობით გადმოსცემს ინფორმაციას საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების შესახებ. უფლებამოსილ პირს უფლება აქვს შეკითხვა დაუსვას ინსპექტირების ობიექტს ახსნა-განმარტების მიცემის ნებისმიერ მომენტში.

4. ახსნა-განმარტების მიღება შეიძლება განხორციელდეს წერილობით ან ზეპირად – სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში, სხვა ადგილზე ან დისტანციური ფორმით. ზეპირი ფორმით ახსნა-განმარტების ჩამორთმევა შეიძლება განხორციელდეს ტელეფონის ან კომუნიკაციის სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით.

5. ახსნა-განმარტების ზეპირად ჩამორთმევის, ასევე ახსნა-განმარტების ჩამორთმევის მიზნით, ინსპექტირების ობიექტის სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში ან სხვა შესაბამის ადგილას ზეპირი კომუნიკაციის ფორმით გამოძახებისას, უფლებამოსილი პირი ვალდებულია ამ წესის 22-ე მუხლის შესაბამისად, შეადგინოს აუდიო, ვიდეო-აუდიო ან წერილობითი ოქმ