1. ინსპექტირების პროცესში შექმნილი აუდიო და ვიდეო-აუდიო ჩანაწერი (აუდიო, ვიდეო-აუდიოოქმი) ან წერილობითი ოქმი წარმოადგენს ამ თავით გათვალისწინებული მტკიცებულების ფიქსაციისა და პირის ინფორმირებულობის მიზნით ზეპირი კომუნიკაციის განხორციელების დამადასტურებელ დოკუმენტს.
2. ამ თავით გათვალისწინებულ შემთხვევებში უფლებამოსილი პირი ვალდებულია შეადგინოს აუდიო, ვიდეო-აუდიო ან წერილობითი ოქმი. აუდიო ან ვიდეო-აუდიოოქმი დგება შესაბამისი მოქმედების მიმდინარეობისას, ხოლო წერილობითი ოქმი დგება შესაბამისი ზეპირი კომუნიკაციის დასრულებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.
3. თუ აუდიო ან ვიდეო-აუდიოოქმი დგება ისეთ მოქმედებაზე, რომელშიც გარდა უფლებამოსილი პირისა, მონაწილეობს სხვა პირიც, აუდიო ან ვიდეო-აუდიოოქმის შედგენა დასაშვებია მხოლოდ კომუნიკაციის მონაწილე ყველა პირის თანხმობით. კომუნიკაციის მონაწილე ყველა პირის თანხმობა უნდა დაფიქსირდეს აუდიო ან ვიდეო-აუდიოოქმში.
4. კომუნიკაციის მონაწილე პირის მიერ აუდიო ან ვიდეო-აუდიოოქმის შედგენაზე უარის თქმის შემთხვევაში, უფლებამოსილი პირი ადგენს წერილობით ოქმს.
5. უფლებამოსილი პირის მიერ ოქმის შედგენისას გამოყენებული უნდა იქნეს აუდიოჩამწერი/ვიდეოკამერა თარიღისა და დროის ავტომატური რეჟიმით, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში, თარიღი და დრო უნდა დაფიქსირდეს სხვა საშუალებებით (მაგ.: თარიღის ხმამაღლა დასახელებით ან სხვა).
6. აუდიო ან ვიდეო-აუდიოოქმი უნდა შეიცავდეს:
ა) კომუნიკაციის მონაწილე პირის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიერ გამოხატულ თანხმობას ან უარს თანხმობაზე აუდიო ან ვიდეო-აუდიოოქმის შედგენაზე და შესაბამისად აუდიო ან ვიდეო-აუდიო ჩაწერაზე;
ბ) საქმის დასახელებას, რომელზეც დგება აუდიო ან ვიდეო-აუდიოოქმი, ან/და იმ გარემოების/ქმედების შესახებ ინფორმაციას, რომელზეც დგება ოქმი;
გ) ოქმის შემდგენი უფლებამოსილი პირისა და კომუნიკაციის მონაწილე პირის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახელს, გვარსა და თანამდებობას (ასეთის აუცილებლობის შემთხვევაში);
დ) აუდიო ან ვიდეო-აუდიოოქმის შედგენის დროსა და ადგილს;
ე) იმ მოქმედების დასახელებას, რომელთან დაკავშირებითაც დგება ოქმი;
ვ) კომუნიკაციის ტექნიკური საშუალების დასახელებას (ასეთის არსებობის შემთხვევაში). თუ კომუნიკაცია ხორციელდება ტელეფონის საშუალებით, ტელეფონის ნომერს, რომელზეც განხორციელდა კომუნიკაცია.
7. წერილობითი ფორმით შედგენილი ოქმი უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) სააგენტოს დასახელებას;
ბ) ოქმის შედგენის დროსა და ადგილს;
გ) საქმის დასახელებას, რომელზეც დგება აუდიო ან ვიდეო-აუდიოოქმი, ან/და იმ გარემოების/ქმედების შესახებ ინფორმაციას, რომელზეც დგება ოქმი;
დ) ოქმის შემდგენი უფლებამოსილი პირისა და კომუნიკაციის მონაწილე პირის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ვინაობას;
ე) კომუნიკაციის ტექნიკური საშუალების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დასახელებას. თუ კომუნიკაცია განხორციელდა ტელეფონის საშუალებით, ტელეფონის ნომერს, რომელზეც განხორციელდა კომუნიკაცია;
ვ) შესაბამისი მოქმედების დროს განხორციელებულ ღონისძიებებს, მოპოვებულ მტკიცებულებებსა და კომუნიკაციის მონაწილეების მიერ გამოთქმულ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და სხვა საკითხებს მოქმედებისა და საქმის სპეციფიკის გათვალისწინებით;
ზ) ოქმის შემდგენი უფლებამოსილი პირის ხელმოწერას;
თ) ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამის მოქმედებაში მონაწილე მხარის პოზიციას ოქმის შინაარსთან დაკავშირებით, ხოლო უარის თქმის შემთხვევაში, აღნიშვნას ამის თაობაზე. თუ პირი უარს აცხადებს ოქმის ხელმოწერაზე, მას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, განმარტოს ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმის მიზეზი, რომელიც ასევე აღინიშნება ოქმში.
8. ინსპექტირების ობიექტის ახსნა-განმარტებებთან, ნივთიერი მტკიცებულების დათვალიერებასთან, ადგილზე შემოწმებასთან და ზეპირ გამოკითხვასთან დაკავშირებით წერილობითი ფორმით შედგენილი ოქმი, გაცნობისა და ოქმში მოყვანილი შესაბამისი გარემოებების დადასტურების მიზნით, უფლებამოსილი პირის მიერ წარედგინება მასში მონაწილე პირებს. ოქმის წარდგენის შემთხვევაში, შესაბამის პირს უფლებამოსილი პირის მიერ განესაზღვრება ვადა ოქმის გასაცნობად (არაუმეტეს 5 სამუშაო დღისა) და განემარტება, რომ უფლება აქვს, გამოთქვას შენიშვნა, დამატება ან შესწორება, რომელიც ოქმში აისახება. პირის მიერ ოქმის გაცნობაზე უარის თქმის შემთხვევაში, ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერ