1. ინსპექტირების ფარგლებში მტკიცებულებად შეიძლება მიჩნეულ იქნეს:

ა) ინსპექტირების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია და დოკუმენტი;

ბ) ნივთიერი მტკიცებულება;

გ) სამართალდამრღვევის აღიარება;

დ) ფაქტების კონსტატაციის მასალები;

ე) აუდიოჩანაწერი;

ვ) ვიდეოჩანაწერი;

ზ) ფოტო;

თ) საჯარო წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაცია და დოკუმენტი;

ი) უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ მომზადებული/გამოცემული/დამოწმებული დოკუმენტი;

კ) ალკოტესტის ან/და ნარკოტესტის შედეგების ამსახველი ქვითარი;

ლ) ინსპექტირების ოქმი;

მ) ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, ინფორმაცია ან მასალა, რომელსაც მნიშვნელობა ექნება საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენისთვის.

2. უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია მტკიცებულების მოპოვების მიზნით გამოიყენოს ერთი ან რამდენიმე შემდეგი მეთოდი:

ა) ინსპექტირების ობიექტისთვის ახსნა-განმარტებების ჩამორთმევა;

ბ) ინსპექტირების შედეგად მოპოვებული ინფორმაციისა და დოკუმენტის გამოთხოვა ან/და დათვალიერება;

გ) ექსპერტიზის დანიშვნა/ექსპერტის მოწვევა;

დ) ადგილზე შემოწმება;

ე) ზეპირი გამოკითხვა.

3. გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მეთოდებისა, უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია გამოიყენოს ნებისმიერი სხვა მეთოდი, რომელიც რელევანტურია და დაეხმარება მას ინსპექტირების პროცესში და რომელთა გამოყენება არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

4. ინსპექტირების განსახორციელებლად კონკრეტული მტკიცებულების მოპოვების, მტკიცებულების მოპოვების კონკრეტული მეთოდის გამოყენებისა და ამ პროცესში გამოსაყენებელი ტექნიკური საშუალებების (ფოტოგადაღება, აუდიოჩაწერა, ვიდეოაუდიო ჩაწერა) შესახებ გადაწყვეტილებას იღებს უფლებამოსილი პირი, სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთან შეთანხმებითა და კოორდინაციით. გადაწყვეტილების მიღებისას უფლებამოსილმა პირმა უნდა გაითვალისწინოს ინსპექტირების მიზანი და მოცულობ