თავი IX — საქმის წარმოების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განხილვის და ადმინისტრაციული სახდელის დადების წესები
1. საქმის წარმოების მიზნებისთვის მტკიცებულება არის ყველა ფაქტობრივი მონაცემი, რომელთა საფუძველზედაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გენერალური აუდიტორი ან/და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფლებამოსილი პირი ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსებობას ან არარსებობას, პირის ბრალეულობას მის ჩადენაში და სხვა გარემოებებს, რომლებსაც მნიშვნელობა აქვს საქმის სწორად გადაწყვეტისთვის.
2. ამ მუხლის მიზნებისთვის მტკიცებულებად შეიძლება მიჩნეულ იქნეს: მონაცემთა სუბიექტის განცხადების განხილვის ფარგლებში ან/და შემოწმების (ინსპექტირების) შედეგად მოპოვებული ინფორმაცია და დოკუმენტი; მონაცემთა სუბიექტის, დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის, თანადამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირების, დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის, სპეციალური წარმომადგენლისა და მოწმის ახსნა-განმარტებები; სამართალდამრღვევის აღიარება; ზეპირი სხდომის ოქმი (ჩანაწერი); ექსპერტის დასკვნა; ფაქტების კონსტატაციის მასალები; აუდიოჩანაწერი; ვიდეოჩანაწერი; ფოტო; საჯარო წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაცია და დოკუმენტი; უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ მომზადებული/გამოცემული/დამოწმებული დოკუმენტი; გენერალური აუდიტორის ან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლის ფორმასა და გაცნობის წესს ადგენს გენერალური აუდიტორი; მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმების (ინსპექტირების) ოქმი; ნივთიერი მტკიცებულება; ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, დოკუმენტი ან მასალა, რომელსაც მნიშვნელობა აქვს საქმეზე ობიექტური გარემოებების დასადგენად.
საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1289 – ვებგვერდი, 23.12.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 17.12.2025-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 17.12.2025 კანონი №1289
წინა რედაქცია (03.07.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 59. მტკიცებულებები 1. საქმის წარმოების მიზნებისთვის მტკიცებულება არის ყველა ფაქტობრივი მონაცემი, რომელთა საფუძველზედაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პგერსონერალურ მი აუდიტონრი აცემთა ნ/და ცვის სამსახურელმწის უფროსი ან/უდა იტის სამსახურის უფლებამოსილი პირი ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსებობას ან არარსებობას, პირის ბრალეულობას მის ჩადენაში და სხვა გარემოებებს, რომლებსაც მნიშვნელობა აქვს საქმის სწორად გადაწყვეტისთვის. 2. ამ მუხლის მიზნებისთვის მტკიცებულებად შეიძლება მიჩნეულ იქნეს: მონაცემთა სუბიექტის განცხადების განხილვის ფარგლებში ან/და შემოწმების (ინსპექტირების) შედეგად მოპოვებული ინფორმაცია და დოკუმენტი; მონაცემთა სუბიექტის, დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის, თანადამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირების, დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის, სპეციალური წარმომადგენლისა და მოწმის ახსნა-განმარტებები; სამართალდამრღვევის აღიარება; ზეპირი სხდომის ოქმი (ჩანაწერი); ექსპერტის დასკვნა; ფაქტების კონსტატაციის მასალები; აუდიოჩანაწერი; ვიდეოჩანაწერი; ფოტო; საჯარო წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაცია და დოკუმენტი; უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ მომზადებული/გამოცემული/დამოწმებული დოკუმენტი; პგერსონერალურ მონი აცემთა უდაცვიტორის სამნ სახურელმწის უფროს აუდიტის ან სამსახურის უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათაის ოქმი, რომლის ფორმასა და გაცნობის წესს ადგენს პგერსონერალურ მონაცემთა დაცვი ს სამსახურდის უფრტოსრი; მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმების (ინსპექტირების) ოქმი; ნივთიერი მტკიცებულება; ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, დოკუმენტი ან მასალა, რომელსაც მნიშვნელობა აქვს საქმეზე ობიექტური გარემოებების დასადგენად.