თავი VII — სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფლებამოსილებები მონაცემთა დაცვის სფეროსა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების კონტროლის სფეროში
1. სახელმწიფო აუდიტის სამსახური ვალდებულია შესაბამისი თხოვნის არსებობის შემთხვევაში სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს, მუნიციპალიტეტის ორგანოებს, სხვა საჯარო დაწესებულებებს, კერძო სამართლის იურიდიულ პირებსა და ფიზიკურ პირებს გაუწიოს კონსულტაცია მონაცემთა დამუშავებასა და დაცვასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე.
2. სახელმწიფო აუდიტის სამსახური ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას მონაცემთა დამუშავებასა და დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1289 – ვებგვერდი, 23.12.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 17.12.2025-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 17.12.2025 კანონი №1289
წინა რედაქცია (03.07.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 53. პერსონახელურ მწიფო ნაცემთა უდაცვიტის სამსახურის მიერ კონსულტაციის გაწევა და საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება 1. პერსონახელურ მწიფო ნაცემთა უდაცვიტის სამსახური ვალდებულია შესაბამისი თხოვნის არსებობის შემთხვევაში კონსულტაცია გაუწიოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს, მუნიციპალიტეტის ორგანოებს, სხვა საჯარო დაწესებულებებს, კერძო სამართლის იურიდიულ პირებსა და ფიზიკურ პირებს გაუწიოს კონსულტაცია მონაცემთა დამუშავებასა და დაცვასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე. 2. პერსონახელურ მწიფო ნაცემთა უდაცვიტის სამსახური ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას მონაცემთა დამუშავებასა და დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე.