თავი IX — საქმის წარმოების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განხილვის და ადმინისტრაციული სახდელის დადების წესები
1. ამ კანონის 66-ე−87-ე მუხლებით გათვალისწინებული მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის (შემდგომ − ადმინისტრაციული სამართალდარღვევა) გამოვლენა და შესაბამისი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება ხდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ შემოწმების (ინსპექტირების) ან/და მონაცემთა სუბიექტის განცხადების განხილვის (შემდგომ − საქმის წარმოება) საფუძველზე. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს და სამართალდამრღვევს ადმინისტრაციულ სახდელს ადებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. გენერალური აუდიტორის გადაწყვეტილებით დასაშვებია როგორც რამდენიმე საქმის წარმოების ერთ საქმედ გაერთიანება, ისე ერთი საქმის წარმოებიდან ცალკე წარმოებისთვის საქმის გამოყოფა.
3. მონაცემების დაცვის სფეროში გენერალური აუდიტორის უფლებამოსილება და საქმის წარმოების წესი განისაზღვრება ამ კანონით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებითა და გენერალური აუდიტორის ნორმატიული აქტებით.
4. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისა და ამ კანონის ნორმების ურთიერთმიმართებისას უპირატესობა ენიჭება ამ კანონის ნორმებს.
საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1289 – ვებგვერდი, 23.12.2025წ
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 17.12.2025-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 17.12.2025 კანონი №1289
წინა რედაქცია (03.07.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 58. პერსონახელურ მწიფო ნაცემთა უდაცვიტის სამსახურის მიერ საქმის წარმოების ზოგადი დებულებები 1. ამ კანონის 66-ე−87-ე მუხლებით გათვალისწინებული პერსონალური მონაცემებისთა დამუშავებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის (შემდგომ − ადმინისტრაციული სამართალდარღვევა) გამოვლენა და შესაბამისი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება ხდება პერსონახელურ მწიფო ნაცემთა უდაცვიტის სამსახურის მიერ შემოწმების (ინსპექტირების) ან/და მონაცემთა სუბიექტის განცხადების განხილვის (შემდგომ − საქმის წარმოება) საფუძველზე. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს და სამართალდამრღვევს ადმინისტრაციულ სახდელს ადებს პერსონახელურ მწიფო ნაცემთა უდაცვიტის სამსახური საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. პგერსონერალურ მონაცემთა დაცვი ს სამსახურდის უფრტოსრის გადაწყვეტილებით დასაშვებია როგორც რამდენიმე საქმის წარმოების ერთ საქმედ გაერთიანება, ისე ერთი საქმის წარმოებიდან ცალკე წარმოებისთვის საქმის გამოყოფა. 3. პერსონალურ მონაცემთაების დაცვის სფეროში გენერამსახლურის აუფრდიტოსრის უფლებამოსილება და საქმის წარმოების წესი განისაზღვრება ამ კანონით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებითა და პგერსონერალურ მონაცემთა დაცვი ს სამსახურდის უფრტოსრის ნორმატიული აქტებით. 4. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისა და ამ კანონის ნორმების ურთიერთმიმართებისას უპირატესობა ენიჭება ამ კანონით განსაზღვრულ ნორმებს.