თავი IX — საქმის წარმოების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განხილვის და ადმინისტრაციული სახდელის დადების წესები
ა) მართლსაწინააღმდეგო ქმედების შეწყვეტა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შედეგად მიყენებული ზიანის გამოსწორება ან/და მსგავსი სამართალდარღვევის შემდგომ თავიდან აცილების მიზნით შესაბამისი ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომების მიღება;
ბ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა არასრულწლოვანის მიერ;
გ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გულწრფელი მონანიება და სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან თანამშრომლობა;
დ) სხვა გარემოებები, როგორებიცაა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ხასიათი და სამართალდამრღვევის ბრალის ხარისხი, რომლებსაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის გადაწყვეტისას გენერალური აუდიტორი შემამსუბუქებელ გარემოებად მიიჩნევს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება ეკისრება დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს/დამუშავებაზე უფლებამოსილ პირს.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან/და „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემამსუბუქებელი გარემოების არსებობისას ამ კანონის 66-ე−87-ე მუხლებით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა 30 პროცენტით მცირდება.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ან/და „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემამსუბუქებელი გარემოების არსებობისას ამ კანონის 66-ე−87-ე მუხლებით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა 20 პროცენტით მცირდება.
5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობის შემცირების საფუძვლების ერთდროულად არსებობისას ამ კანონის 66-ე−87-ე მუხლებით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა 50 პროცენტით მცირდება.
საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1289 – ვებგვერდი, 23.12.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 17.12.2025-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 17.12.2025 კანონი №1289
წინა რედაქცია (03.07.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 61. ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად მიიჩნევა: ა) მართლსაწინააღმდეგო ქმედების შეწყვეტა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შედეგად მიყენებული ზიანის გამოსწორება ან/და მსგავსი სამართალდარღვევის შემდგომ თავიდან აცილების მიზნით შესაბამისი ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომების მიღება; ბ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა არასრულწლოვანის მიერ; გ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გულწრფელი მონანიება და პერსონახელურ მწიფო ნაცემთა უდაცვიტის სამსახურთან თანამშრომლობა; დ) სხვა გარემოებები, როგორებიცაა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ხასიათი და სამართალდამრღვევის ბრალის ხარისხი, რომლებსაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის გადაწყვეტისას პგერსონერალურ მონაცემთა დაცვი ს სამსახურდის უფრტოსრი შემამსუბუქებელ გარემოებად მიიჩნევს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება ეკისრება დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს/დამუშავებაზე უფლებამოსილ პირს. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან/და „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემამსუბუქებელი გარემოების არსებობისას ამ კანონის 66-ე−87-ე მუხლებით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა 30 პროცენტით მცირდება. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ან/და „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემამსუბუქებელი გარემოების არსებობისას ამ კანონის 66-ე−87-ე მუხლებით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა 20 პროცენტით მცირდება. 5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობის შემცირების საფუძვლების ერთდროულად არსებობისას ამ კანონის 66-ე−87-ე მუხლებით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა 50 პროცენტით მცირდება.