თავი IX — საქმის წარმოების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განხილვის და ადმინისტრაციული სახდელის დადების წესები
1. საქმის წარმოების შედეგად მიღებული გენერალური აუდიტორის გადაწყვეტილება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით სასამართლოში შეიძლება გაასაჩივროს პირმა, რომლის მიმართაც გამოტანილია ეს გადაწყვეტილება, მისი ოფიციალური გაცნობიდან 1 თვის ვადაში.
2. საქმის წარმოების შედეგად მიღებული გენერალური აუდიტორის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში იგი აღსრულდება სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან.
საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1289 – ვებგვერდი, 23.12.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 17.12.2025-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 17.12.2025 კანონი №1289
წინა რედაქცია (03.07.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 63. საქმის წარმოების შედეგად მიღებული პგერსონერალურ მონაცემთა დაცვი ს სამსახურდის უფრტოსრის გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება 1. საქმის წარმოების შედეგად მიღებული პგერსონერალურ მონაცემთა დაცვი ს სამსახურდის უფრტოსრის გადაწყვეტილება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით სასამართლოში შეიძლება გაასაჩივროს პირმა, რომლის მიმართაც გამოტანილია ეს გადაწყვეტილება, მისი ოფიციალური გაცნობიდან 1 თვის ვადაში. 2. საქმის წარმოების შედეგად მიღებული პგერსონერალურ მონაცემთა დაცვი ს სამსახურდის უფრტოსრის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში იგი აღსრულდება სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან.