2. სისხლისსამართლებრივი დევნის ან გამოძიების შეწყვეტის შემთხვევაში, მაგრამ როცა სამართალდამრღვევის მოქმედებაში არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნები, მას ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს არაუგვიანეს 2 თვისა სისხლისსამართლებრივი დევნის ან გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან.

3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადების ვადის დენა შეჩერდება სასამართლოს მიერ ამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე.

თავი Xადმინისტრაციული სამართალდარღვევა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლო