1. სადისციპლინო კოლეგიის მიერ მოსამართლის ბრალეულად ცნობის ან გამართლების შემდეგ დაუშვებელია იმავე საფუძვლით დისციპლინური დევნის აღძვრა, იმავე ბრალდებით დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემა, იმავე ქმედობის გამო მისი ბრალეულად ცნობა და დისციპლინური პასუხისმგებლობისა და სახდელის დაკისრება.
2. თუ მოსამართლის მიმართ აღძრული იყო დისციპლინური დევნა, მაგრამ ამას არ მოჰყოლია მისი დისციპლინური პასუხისგებაში მიცემა და დისციპლინური დევნა შეწყდა, ხელმეორედ დისციპლინური დევნის აღძვრა იმავე ბრალდებით დასაშვებია, თუ შესაბამისი ვადები დარღვეული არ არის