1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე ვალდებულია მეორე ხელშემკვრელი მხარის დავალებით, თავისი კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელოს საკუთარი მოქალაქეების სისხლისსამართლებრივი დევნა, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან თხოვნის გამგზავნი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე დანაშაულის ჩადენაში.
2. თუ დანაშაული, რომლის გამოც აღძრულია საქმე, იწვევს იმ პირთა სამოქალაქო-სამართლებრივ მოთხოვნებს, რომლებმაც დანაშაულის შედეგად იწვნიეს ზიანი, ზიანის ანაზღაურების შესახებ აღნიშნული მოთხოვნები მათი შუამდგომლობის წარდგენის შემთხვევაში განიხილება მოცემულ საქმეშ