მუხლი 107. სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ განჩინების გასაჩივრება
თავი XIV — გამოძიების საფუძვლები
1. განჩინება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ შეიძლება გაასაჩივროს პროკურორმა.
2. სასამართლო უფლებამოსილია ამ მუხლით გათვალისწინებული საჩივარი განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. ზეპირი მოსმენის შემთხვევაში სასამართლო აცხადებს განჩინების სარეზოლუციო ნაწილს.
3. ამ მუხლით გათვალისწინებულ საჩივართან დაკავშირებით გამოტანილი განჩინება არ გასაჩივრდებ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (09.10.2009).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(4)
საქმე №2კ-227აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.05.2023
…221-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, იმავე განჩინებით გადაწყვიტოს ამ პირისთვის იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ჩატარების საკითხი. 2.4. საქართველოს სსსკ-ის 107-ე მუხლის თანახმად, განჩინება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ შეიძლება გაასაჩივროს პროკურორმა; სასამართლო უფლებამოსილია ამ მუხლით…
საქმე №2კ-978აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 31.10.2022
…შემთხვევებში და დადგენილი წესით. 8.2. საქართველოს სსსკ-ის 105-ე მუხლის პირველი ნაწილს,,მ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოძიება უნდა შეწყდეს, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა დაიწყოს ან უნდა შეწყდეს, თუ ვითარება შეიცვალა, ხოლო საქართველოს სსსკ-ის 107-ე მუხლის თანახმად, განჩინება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ შეიძლება გაასაჩივროს პროკურორმა, საჩივართან დაკავშირებით გამოტანილი…
…ხელშეკრულებით გათვალისწინებული ადამიანის უფლებები და თავისუფლებები. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებით მიღებული იქნება სამართლებრივად სწორი გადაწყვეტილება. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 107-ე მუხლის თანახმად, განჩინება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ შეიძლება გაასაჩივროს პროკურორმა. იმავე…
…კანონის 221-ე მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების აღმოფხვრისთანავე. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 93-ე-94-ე მუხლებით, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის,,ბ“ ქვეპუნქტით, 107-ე მუხლის პირველი ნაწილით, 191-ე-193-ე მუხლებით, 207-ე მუხლით, 280-ე მუხლით,,,ფსიქიატრიული დახმარების შესახებ‘ ‘ საქართველოს კანონის 221-ე მუხლით და დ ა ა დ გ ი ნ ა:…
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“, მუხლი 107, №1772, 09.10.2009, სარეგისტრაციო კოდი 090.000.000.05.001.003.644 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/90034/muxli-107/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია