განაჩენი

სისხლის სამართლის 09.08.2018
საქმის ნომერი
330100118002518330
თარიღი
09.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე #1/2982-18

(გამოძიების №008230518022)

 

9 აგვისტო, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე დალი მეტრეველი

სხდომის მდივანი ზაქარია ჟღენტი

 

პროკურორ - მა-------–-----ის,ადვოკატ - ანნ--–-–---–---–ის,ბრალდებულ - აშო---------------ის,კანონიერი წარმომადგენლის - ლ-------------------,თარჯიმან - თი-----------------ის

 

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა ქ. თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ მა-------–-----ის შუამდგომლობა ბრალდებულ აშო---------------ის (დაბადებული - 01.08.1--- წელს, პირადი #01---------) მიმართ, სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტისა და იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ჩატარების მიზნით შესაბამის დაწესებულებაში მოთავსების თაობაზე, -

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, აშო---------------ის მიერ განხორციელებული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 23 მაისს, 22:18 საათზე, ქ. თბილისში, ნავთლუღის დასახლება, ჩოჩუას ქუჩა N70-ში, დაკავებულ იქნა, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი აშო---------------ი, მცხოვრები ამავე მისამართზე, რომელმაც ოჯახის წევრის დედის ვარსენიკ ოგანჯანიანის მიმართ განახორციელა ძალადობა, კერძოდ ესროლა სკამი, რაც ვარსენიკ ოგანჯანიანს მოხვდა თავში და მიიღო დაზიანება. აღნიშნულით ვარსენიკ ოგანჯანიანმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. შუამდგომლობის არსი და მხარეთა პოზიციები:

 

2018 წლის 09 აგვისტოს სასამართლო სხდომაზე პროკურორმა მა-------–-----ემ იშუამდგომლა სტაციონარული სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის №005225518 დასკვნის დასაშვებობა. აღნიშნული დასკვნა უდავო მტკიცებულების სახით დაერთო სისხლის სამართლის საქმეს, რის შემდეგაც სასამართლო სხდომაზე პროკურორმა მა-------–-----ემ იშუამდგომლა ბრალდებულ აშო---------------ის მიმართ სისხლისამართლებრივი დევნის შეწყვეტა და არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით აშო---------------ის შპს ”აკად. ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში” (ხონი-ქუტირი) მოთავსება იმ საფუძვლით, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სტაციონარული სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის №005225518 დასკვნის თანახმად, აშო---------------ი დაავადებულია ორგანული ბოდვითი (შიზოფრენიისმაგვარი) აშლილობით (კოდი - F06.2; დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით). ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს აშო---------------ი დაავადებული იყო ორგანული ბოდვითი (შიზოფრენიისმაგვარი) აშლილობით და მას არ შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეურაცხადობა). ზემოაღნიშნულ ფსიქიკურ აშლილობას ახასიათებს ქრონიკული მიმდინარეობა. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით აშო---------------ს არ შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მას არ აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი და არსებობს საკუთარი თავისთვის და სხვა პირისათვის ზიანის, მუქარისა და ძალადობის შემცველი ქცევის რისკი. იგი დაავადებულია იმგვარი ფსიქიკური აშლილობით, რომელიც ხელს უშლის საჯელის მოხდას. თავისი ფსიქიკური მდგომარეობისა და ქცევის რისკის ხასიათის მიხედვით აშო---------------ი წარმოადგენს სოციალურ საშიშროებას და იგი საჭიროებს იძულებით მკურნალობას, რომელიც რეკომენდირებულია ჩატარდეს აკადემიკოს ბ.ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში (ხონი-ქუტირი).

 

ბრალდებულ აშო---------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატი ანნ--–-–---–---–ი დაეთანხმა ბრალდების მხარის შუამდგომლობას აშო---------------ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტისა და იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ჩატარების მიზნით შესაბამის დაწესებულებაში მოთავსების თაობაზე. ამასთან, ადვოკატმა ითხოვა აშო---------------ის იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ჩატარების მიზნით შესაბამის დაწესებულებაში მოთავსება მინიმალური 6 თვის ვადით.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

სასამართლომ მოისმინა შუამდგომლობა და მხარეთა განმარტებები, გაეცნო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნას, საქმის მასალებს და აღნიშნავს, რომ პროკურორის შუამდგომლობა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსსკ-ის 191-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, როდესაც არსებობს ამ კოდექსით დადგენილი საფუძველი, საქმის არსებითად განმხილველი სასამართლო მხარის შუამდგომლობით წყვეტს სისხლისსამართლებრივ დევნას. ამასთანავე, სასამართლო აუქმებს გამოყენებულ აღკვეთის ღონისძიებას, აგრეთვე წყვეტს ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა საკითხს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა დაიწყოს, ხოლო დაწყებული დევნა უნდა შეწყდეს, თუ პირი დანაშაულის ჩადენისას შეურაცხი იყო, რაც დადასტურებულია სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნით.

 

საქართველოს სსსკ-ის 106-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სისხლისსამართლებრივი დევნა ამ კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე წყდება, პროკურორი ვალდებულია მიმართოს განსჯადობის მიხედვით შესაბამის სასამართლოს ამ კოდექსის 191-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შუამდგომლობით.

 

საქართველოს სსსკ-ის 191-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ დადგინდა, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას შეურაცხი იყო, სასამართლო მხარის შუამდგომლობით წყვეტს მის მიმართ სისხლისსამართლებრივ დევნას. ამასთანავე, საქმის განმხილველი მოსამართლე ვალდებულია, „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 221-ე მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, იმავე განჩინებით გადაწყვიტოს ამ პირისთვის იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ჩატარების საკითხი.

 

„ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 221-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია პირის მიმართ გამოიყენოს იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა, თუ არსებობს შემდეგი ორი საფუძველი: ა) ფსიქიკური აშლილობის გამო პირს არ აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი და მისთვის ფსიქიატრიული დახმარების გაწევა შეუძლებელია სტაციონარში მოთავსების გარეშე; ბ) ფსიქიკური აშლილობის გამო არსებობს პირის საკუთარი თავისთვის ან/და სხვა პირისთვის ზიანის, მუქარის ან/და ძალადობის შემცველი ქცევის რისკი.

 

მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის №005225518 დასკვნის თანახმად, აშო---------------ი დაავადებულია ორგანული ბოდვითი (შიზოფრენიისმაგვარი) აშლილობით (კოდი - F06.2; დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით). ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს აშო---------------ი დაავადებული იყო ორგანული ბოდვითი (შიზოფრენიისმაგვარი) აშლილობით და მას არ შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეურაცხადობა). ზემოაღნიშნულ ფსიქიკურ აშლილობას ახასიათებს ქრონიკული მიმდინარეობა. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით აშო---------------ს არ შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მას არ აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი და არსებობს საკუთარი თავისთვის და სხვა პირისათვის ზიანის, მუქარისა და ძალადობის შემცველი ქცევის რისკი. იგი დაავადებულია იმგვარი ფსიქიკური აშლილობით, რომელიც ხელს უშლის საჯელის მოხდას. თავისი ფსიქიკური მდგომარეობისა და ქცევის რისკის ხასიათის მიხედვით აშო---------------ი წარმოადგენს სოციალურ საშიშროებას და იგი საჭიროებს იძულებით მკურნალობას, რომელიც რეკომენდირებულია ჩატარდეს აკადემიკოს ბ.ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში (ხონი-ქუტირი).

 

აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი, რათა აშო---------------ის მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისათვის. ამასთან, ზემოხსენებული ექსპერტიზის დასკვნიდან გამომდინარე (თავისი ფსიქიკური მდგომარეობით აშო---------------ს არ აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი და არსებობს საკუთარი თავისთვის და სხვა პირისთვის მუქარისა და ძალადობის შემცველი ქცევის რისკი. აშო---------------ი წარმოადგენს სოციალურ საშიშროებას და იგი საჭიროებს იძულებით მკურნალობას) აშო---------------ის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 221-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიება - იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა. ამავე დასკვნის თანახმად, აშო---------------ის მკურნალობა რეკომენდებულია შპს „აკად. ბ.ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში“ (ხონი-ქუტირი) და, შესაბამისად, იგი უნდა მოთავსდეს აღნიშნულ დაწესებულებაში.

 

საქართველოს სსსკ-ის 191-ე მუხლის მე-21 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსამართლე განჩინებით განსაზღვრავს იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ვადას. ეს ვადა არ უნდა აღემატებოდეს 4 წელს. ვადის განსაზღვრისას გაითვალისწინება ბრალდებულის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა და ბრალდებულის საკუთარი თავისთვის ან/და სხვა პირისთვის ზიანის, მუქარის ან/და ძალადობის შემცველი ქცევის რისკის ხარისხი, რომელთა შეფასებაც მოცემულია ბრალდებულის შერაცხადობის თაობაზე სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნაში.

 

იძულებითი მკურნალობის ვადის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს აშო---------------ის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობას, კერძოდ, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ფსიქიკური მდგომარეობისა და ქცევის რისკის ხარისხის მიხედვით, იგი წარმოადგენს სოციალურ საშიშროებას, არსებობს მისი მხრიდან საკუთარი თავისთვის და სხვა პირისთვის მუქარისა და ძალადობის შემცველი ქცევის რისკი, ამდენად, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ აშო---------------ის სტაციონარში მოთავსების ვადად განესაზღვროს 1 წელი, რომელიც შეიძლება შეწყდეს დადგენილ ვადაზე ადრე, „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 221-ე მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების აღმოფხვრისთანავე.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 93-ე-94-ე მუხლებით, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, 107-ე მუხლის პირველი ნაწილით, 191-ე-193-ე მუხლებით, 207-ე მუხლით, 280-ე მუხლით, ,,ფსიქიატრიული დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის 221-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ქ. თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ მა-------–-----ის შუამდგომლობა ბრალდებულ აშო---------------ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტისა და იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ჩატარების მიზნით შესაბამის დაწესებულებაში მოთავსების თაობაზე დაკმაყოფილდეს.

 

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტის შესაბამისად, ბრალდებულ აშო---------------ის მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისათვის, სისხლის სამართლის №008230518022 საქმეზე.

 

3. აშო---------------ს დაენიშნოს იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა და მკურნალობის ჩატარების მიზნით მოთავსდეს „აკად. ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში“ (ხონი-ქუტირი) 1 წლის ვადით.

 

4. აშო---------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

5. იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ვადის ათვლა აშო---------------ს დაეწყოს შპს „აკად. ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში“ (ხონი-ქუტირი) მოთავსების მომენტიდან.

 

6. აშო---------------ის შპს „აკად. ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში“ (ხონი-ქუტირი) გადაყვანა დაევალოს საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს.

 

7. იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის შეწყვეტა შესაძლებელია დადგენილ ვადაზე ადრე „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 221-ე მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების აღმოფხვრისთანავე, თუ მათი აღმოფხვრა დადასტურდება იმავე კანონით დადგენილი წესით.

 

8. განჩინება კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

9. განჩინების ასლები შესრულების მიზნით გაეგზავნოს შპს „აკად. ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს“ (ხონი-ქუტირი), ასევე გადაეცეს საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს.

 

10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 107-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ განჩინება შეიძლება გაასაჩივროს პროკურორმა გამოცხადებიდან ერთ თვეში თბილისის სააპელაციო სასამართლოში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

11. არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით აშო---------------ის სტაციონარში მოთავსების ნაწილში განჩინება შეიძლება, გასაჩივრდეს გამოტანიდან 48 საათში თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე დალი მეტრეველი