1. მხარეებს ამ კოდექსით დადგენილი წესით საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას აქვთ თანაბარი უფლება-მოვალეობები. მხარეები საგამოძიებო მოქმედებას ატარებენ ამ კოდექსით დადგენილი წესით და დადგენილ ფარგლებში. დაცვის მხარის დასაბუთებული შუამდგომლობით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე საგამოძიებო მოქმედებას ატარებს გამომძიებელი, რომელიც არ შეიძლება იყოს იგივე პირი, რომელიც მოცემული საქმის გამოძიებას აწარმოებს. გამომძიებელი უნდა შეარჩიოს საგამოძიებო ორგანოს ხელმძღვანელმა და მისი ვინაობა და საკონტაქტო მონაცემები დაცვის მხარეს უნდა ეცნობოს შუამდგომლობით მოთხოვნილი საგამოძიებო მოქმედების ჩატარებამდე. ამ შემთხვევაში საგამოძიებო მოქმედების ჩატარებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება ეკისრება ბრალდებულს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ბრალდებული სასამართლოს წარუდგენს მტკიცებულებებს, რომლებითაც დადასტურდება მის მიერ ამ ხარჯების ანაზღაურების შეუძლებლობა. დაცვის მხარეს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს თავისი მოთხოვნით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებაში.
2. დაცვის მხარის უფლება, შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს საგამოძიებო მოქმედების ჩატარების თაობაზე, არ ვრცელდება ამ კოდექსის 112-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ გარემოებებზე. დაცვის მხარეს არა აქვს უფლება, სასამართლოს ნებართვის გარეშე ჩაატაროს ისეთი საგამოძიებო მოქმედება, რომლის ჩატარებისათვის, ამ კოდექსის თანახმად, საჭიროა ასეთი ნებართვა.
3. საგამოძიებო მოქმედების დაწყებამდე საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელი პირი მონაწილეებს განუმარტავს უფლება-მოვალეობებს და საგამოძიებო მოქმედების ჩატარების წესებს. საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელი პირი ვალდებულია უზრუნველყოს მონაწილეთა უფლებების განხორციელების შესაძლებლობა.
4. თუ საგამოძიებო მოქმედების ჩატარების საფუძველია გამომძიებლის დადგენილება ან სასამართლოს განჩინება, გამომძიებელი მას აცნობს იმ პირს, რომლისთვისაც დადგენილების (განჩინების) შესრულება სავალდებულოა, რასაც იგი ადასტურებს ხელმოწერით.
5. საგამოძიებო მოქმედების ღამით ჩატარება დაუშვებელია, გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა. საგამოძიებო მოქმედება უნდა ჩატარდეს გონივრულ ვადაში.
6. საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს დანაშაულის კვალისა და ნივთიერ მტკიცებულებათა აღმოჩენის, ფიქსაციისა და ამოღების მეცნიერულ-ტექნიკური საშუალებები და მეთოდები.
7. საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისათვის წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში დასაშვებია იძულების პროპორციული ზომის გამოყენება.
8. საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას ქირურგიული ან სამედიცინო გამოკვლევის სხვა მეთოდებისა და საშუალებების გამოყენება, რომლებიც იწვევს ძლიერი ტკივილის შეგრძნებას, დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში ამ პირის თანხმობით. თუ ამ პირს 16 წელი არ შესრულებია ან იგი ფსიქიკურად დაავადებულია, აუცილებელია მშობლის, მეურვის ან მზრუნველის თანხმობა ან სასამართლოს განჩინება.
9. თუ საგამოძიებო მოქმედების ჩატარება განსაკუთრებულ პროფესიულ ცოდნას მოითხოვს, მხარე მას ატარებს ექსპერტის მონაწილეობით. თუ საგამოძიებო მოქმედება ითვალისწინებს გაშიშვლებას, შესამოწმებელი პირის მოთხოვნის შემთხვევაში ექსპერტი და მხარე უნდა იყვნენ იმავე სქესის, რომელი სქესისაც არის შესამოწმებელი პირი.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
საქართველოს 2013 წლის 14 ივნისის კანონი №741 – ვებგვერდი, 27.06.2013
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 14.06.2013-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 14.06.2013 კანონი №741
წინა რედაქცია (03.11.2009 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 111. საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ზოგადი წესი # # # # # # # 1. მხარეებს ამ კოდექსით დადგენილი წესით საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას აქვთ თანაბარი უფლება-მოვალეობები, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა. მხარეები საგამოძიებო მოქმედებებას ატარებენ ამ კოდექსით დადგენილი წესით და დადგენილ ფარგლებში. პდაცვის მხაროკურორის დასაბუფლთებული შუა აქვს, მდაესწრგომლობით, სასამართალდოს გამცნჩინების საფუძველზე საგამოძიებო მოქმედებას ატარებს განმომძიებელის , რომიერ ჩლიც ატარ შეიძლება იყოს იგივე პირი, რომელიც მოცემული საქმის გამოძიებას აწარმოებს. გამოქმძიებელი უნდა შებარჩიოს. სამგამოძიებო ორთგანოს ხელმძღვანელმა და მისი ვინაობა და საკონტაქტო მონაცემები დაცვის მხა ორგეს უნდა ეცნოებმოს შუამდგომლობით მოთხოვნილი საგამოძიებო მოქმედების ჩატარ უნებამდე. ა ჩმ შემთხვევაში სატგარმონ პრძიებოკურ მორქმედების მოჩატარებასთან დაწკავშირებული ხარჯეობის განაზღაურეშბა ე, თუ კისრებამ ბრალდებულს მო, გარდა იმ შემთხოვევის. პა, როკდესაც ბრალდებული სასამართლოს წარუდგენს მტკიცებუფლებამოებსი, რომლებითაც დაცვდასტურდება მის მიერ ამ ხარჯების თანხმობით დაზღაურებისწრ შეუძლებლოსბა. დაცვის მხარიეს უფლება აქვს, მონაწილერობა მიიღოს თავისი მოთხოვნით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებასში. 2. დაცვის მხარე არ არის უფლება, შუამდგოსიმლობი, თ მიმართოს სასამართლოს საგამოძიებო მოქმედების ჩატარების თაოს შუბამზე, არ ვრცელდგოება ამლ კობდექსით შს 112-ე მდეგუხლის მე-5 ნაწილით გამოძთვალისწინებო ულ გარემოქმედებებზე. დაცვის ჩმხარეს ატარა აქვს უფლებლად: , სა) ფსამარუთლოს ნებართვის გარეშე ჩაატაროს ისეთი საგამოძიებო მოქმედებება, რომლი; ბ)ს ჩხატარებისათვის, ამ კოდექსის თა; გ) ნახმად, საჭიროღა ასეთი ნებართვა. 3. საგამოძიებო მოქმედების დაწყებამდე საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელი პირი მონაწილეებს განუმარტავს უფლება-მოვალეობებს და საგამოძიებო მოქმედების ჩატარების წესებს. საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელი პირი ვალდებულია უზრუნველყოს მონაწილეთა უფლებების განხორციელების შესაძლებლობა. 4. თუ საგამოძიებო მოქმედების ჩატარების საფუძველია გამომძიებლის დადგენილება ან სასამართლოს განჩინება, გამომძიებელი მას აცნობს იმ პირს, რომლისთვისაც დადგენილების (განჩინების) შესრულება სავალდებულოა, რასაც იგი ადასტურებს ხელმოწერით. 5. საგამოძიებო მოქმედების ღამით ჩატარება დაუშვებელია, გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა და ფარული საგამოძიებო მოქმედებისა. საგამოძიებო მოქმედება უნდა ჩატარდეს გონივრულ ვადაში. 6. საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს დანაშაულის კვალისა და ნივთიერ მტკიცებულებათა აღმოჩენის, ფიქსაციისა და ამოღების მეცნიერულ-ტექნიკური საშუალებები და მეთოდები. 7. საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისათვის წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში დასაშვებია იძულების პროპორციული ზომის გამოყენება. 8. საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას ქირურგიული ან სამედიცინო გამოკვლევის სხვა მეთოდებისა და საშუალებების გამოყენება, რომლებიც იწვევს ძლიერი ტკივილის შეგრძნებას, დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში ამ პირის თანხმობით. თუ ამ პირს 16 წელი არ შესრულებია ან იგი ფსიქიკურად დაავადებულია, აუცილებელია მშობლის, მეურვის ან მზრუნველის თანხმობა ან სასამართლოს განჩინება. 9. თუ საგამოძიებო მოქმედება დაკავშირებულია გაშიშვლებასთან, ადამიანის სხეულზე ძალადობის კვალის გამოვლენასთან ან თუ მისი ჩატარება განსაკუთრებულ პროფესიულ ცოდნას მოითხოვს, მხარე მას ატარებს ექსპერტის მონაწილეობით. თუ საგამოძიებო მოქმედება ითვალისწინებს გაშიშვლებას, შესამოწმებელი პირის მოთხოვნის შემთხვევაში ექსპერტი და მხარე უნდა იყვნენ იმავე სქესის, რომელი სქესისაც არის შესამოწმებელი პირი. საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(87)
- საქმე №2კ-1337აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.03.2024
…პროპორციული ზომა. 9. საქართველოს სსსკ-ის 147-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ პირი უარს აცხადებს ნიმუშის ნებაყოფლობით აღებაზე, რაც არ იწვევს ძლიერი ტკივილის შეგრძნებას, ნიმუშის აღება ტარდება სასამართლოს განჩინების საფუძველზე. სსსკ-ის 111-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისათვის წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში დასაშვებია იძულების პროპორციული ზომის…
- საქმე №2კ-407აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 07.07.2023
…ოქმი საქართველოს სსსკ-ის 247-ე მუხლზე დაყრდნობით არ უნდა გამოიყენოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნული მუხლის დანაწესი კარგავს აზრს. თავად დ. მ-ს გამოკითხვა შედგენილია საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-17 ნაწილისა და სსსკ-ის 111-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნათა უხეში დარღვევით. არცერთი ექსპერტიზის დასკვნით არ გამოკვეთილა დ. მ-ს კავშირი მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან. საკასაციო…
- საქმე №2კ-703აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.10.2022
…მოქმედების ჩატარებისათვის წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში დასაშვებია იძულების პროპორციული ზომის გამოყენება. შესაბამისად, იძულების პროპორციული ზომის გამოყენების გზით ( საქართველოს სსსკ-ის მე-4 მუხლის მე-3 ნაწილისა და სსსკ-ის 111-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად) დასაშვებია ბრალდებულის სხეულიდან ინფორმაციის მოპოვება იძულებით მაშინაც კი, როდესაც ბრალდებული ამის წინააღმდეგია.…
- საქმე №2კ-511აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.12.2021
…საფუძველზე. შესაბამისად, დასაშვებია ბრალდებულის სხეულიდან ინფორმაციის მოპოვება იძულებით მაშინაც, როდესაც ბრალდებული ამის წინააღმდეგია, იძულების პროპორციული ზომის გამოყენების გზით საქართველოს სსსკ-ის მე-4 მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სსსკ-ის 111-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად. მოცემულ შემთხვევაში ნიმუშის აღება არ უკავშირდებოდა ძლიერი ტკივილის მიყენებას და ნებადართული იყო სასამართლოს…
- საქმე №2კ-160აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 08.07.2021
…შეუძლებელია დაზარალებულისა და მოწმეების მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, თუმცა, მეორე მხრივ, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ მ. ჩ–ს მიერ 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის,,ბ“,,,დ“ ქვეპუნქტებით მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენა ცალსახად დადასტურებულია საქმეში არსებული, კანონის მოთხოვნათა სრული…
- საქმე №2კ-704აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.06.2018
- საქმე №2კ-871აპ.-09 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.04.2010
- საქმე №2კ-1482აპ.-08 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.12.2008
- საქმე №2კ-1565აპ.-07 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.07.2008
- საქმე №2კ-89კოლ.-05 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.07.2005
- საქმე №2კ-9-I-2000 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.06.2000
- საქმე №330100119003006081 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 05.03.2020
- საქმე №080100119003191506 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 05.02.2020
- საქმე №330100117001934424 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 30.10.2019
- საქმე №340100108002547291 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 31.07.2019
- საქმე №010141319700079326 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 28.07.2019
- საქმე №240100117001901620 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 22.05.2019
- საქმე №330100117002135950 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 05.11.2018
- საქმე №330100117002049712 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 20.09.2018
- საქმე №210100120003532186 · სიღნაღის რაიონული სასამართლო · 27.03.2020
- საქმე №330100120003451122 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 10.03.2020
- საქმე №330100120003489281 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 10.03.2020
- საქმე №190100119003192412 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 05.03.2020
- საქმე №190100119003179162 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 10.02.2020
- საქმე №190100120003410543 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 07.02.2020
- საქმე №330100120003413969 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 30.01.2020
- საქმე №190100119003325538 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 16.01.2020
- საქმე №190100119003186209 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 10.01.2020
- საქმე №330100119003081053 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 25.12.2019
- საქმე №190100119003288387 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 23.12.2019
- საქმე №190100119003134030 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 28.11.2019
- საქმე №190100119002926201 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 21.11.2019
- საქმე №330100119003118713 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 13.11.2019
- საქმე №190100119003132795 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 11.11.2019
- საქმე №330100119003094135 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 22.10.2019
- საქმე №210100119003139091 · სიღნაღის რაიონული სასამართლო · 21.10.2019
- საქმე №190100119003125274 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 09.10.2019
- საქმე №190100119003048793 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 01.10.2019
- საქმე №190100119003136229 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 25.09.2019
- საქმე №080100119003093648 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 23.09.2019
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 87-დან.