განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002654723
საქმე №1ბ/310-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
29 მარტი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: ვეფხია ლომიძემ
ლელა ბახტაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: მ--------–-----ის
გამართლებულის: დ------------–-–---–ის
ადვოკატის: ნ---------------ას
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე ქ. თბილისის პროკურატურის პროკურორის მ--------–-----ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №008210818009) გამართლებულის დ------------–-–---–ის მიმართ. დ------------–-–---–ი დაბადებულია 1----–-–----------სს, საქართველოს მოქალაქე, (პირადი №-----------), დაოჯახებელი, უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.თბილისი, გ-–---------------------------------------------–--
ქმედების კვალიფიკაცია წარდგენილი ბრალდების მიხედვით: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (2 ეპიზოდი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით დ------------–-–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (2 ეპიზოდი - მ-------------------ის და მ-------------–-–---–ის მიმართ).
დ------------–-–---–ის აღნიშნული ქმედება პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 21 აგვისტოს დ------------–-–---–მა ქ. თ---–--–-----–------------------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე მეუღლის მ-------------------ის და შვილის მ-------------–-–---–ის მიმართ გამოხატა აგრესია და მათ დანის გამოყენებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. დაზარალებულებს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების რეალური შიში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 15 იანვრის განაჩენით:
დ------------–-–---–ი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (მ-------------------ის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (მ-------------–-–---–ის ეპიზოდი).
დ------------–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 15 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის პროკურატურის პროკურორმა მ--------–-----ემ.
სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 15 იანვრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება დ------------–-–---–ის მიმართ და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა. ბრალდების მხარე გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დადასტურებულად მიიჩნევს, რომ დ------------–-–---–მა მეუღლის მ-------------------ის და შვილის მ-------------–-–---–ის მიმართ განახორციელა სიცოცხლის მოსპობის მუქარა.
დაცვის მხარეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ბრალდების მხარემ შესავალ და დასკვნით სიტყვებში მხარი დაუჭირა თავის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას.
დაცვის მხარემ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირა და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 15 იანვრის გამამართლებელი განაჩენის უცვლელად დატოვება დ------------–-–---–ის მიმართ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ პროკურორ მ--------–-----ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 15 იანვრის განაჩენი გამართლებულ დ------------–-–---–ის მიმართ უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს კონსტიტუციის მე–31 მუხლის მე–7 ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 62–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვენლოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობაზე მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტებისა თუ გარემოებების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ფორმულირებული ბრალდების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. პალატა აანალიზებს პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი და გამოკვლეული ბრალდებისა და დაცვის მხარეთა მტკიცებულებებს. გამართლებულის მიმართ წარდგენილი ბრალდების დადასტურების კუთხით პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხა არაერთი პირი, რომლებიც ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით სასამართლოს აწვდიან გარკვეულ ინფორმაციას. გარდა ამისა, საქმეზე მხარეთა შეჯიბრობითობის პრინციპის დაცვით გამოკვლეული იქნა წერილობითი მტკიცებულებები, რომელთა საქმეზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებთან ურთიერთშეჯერებით უტყუარად ვერ დადასტურდა ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით დ------------–-–---–ის მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტი. აღნიშნული დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას პალატას აძლევს შემდეგი მტკიცებულებები:
უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაზარალებულებმა მ---- თ-----------ემ და მ-------------–-–---–მა ისარგებლეს კანონით მინიჭებული უფლებით და სასამართლო განხილვისას არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის დ------------–-–---–ის წინააღმდეგ.
საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანის მიმართულების მ--------–----–-ს პატრულ-ინსპექტორებმა ლ-------------–---–მა და ვ--–------------–--ემ პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტეს, რომ 2018 წლის 21 აგვისტოს ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც ცენტრიდან შევიდა შეტყობინება ქ.თბილისში, გ-–-------------------------- კორპუსში ოჯახური კონფლიქტის შესახებ. შემთხვევის ადგილზე მისვლისას დახვდათ მოქალაქე დ------------–-–---–ი, რომელიც იყო აღელვებული და აფორიაქებული, დახმარებაზე უარი განაცხადა, განმარტა, რომ შვილის - მ-------------–-–---–ის მეგობარ ბიჭს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, თუმცა უარყო ოჯახის წევრთა მიმართ მუქარის ფაქტი და დანის ქონა. ლ-------------–---–ის და ვ--–------------–--ის განმარტებით მათ მოიკითხეს შეტყობინების ინიციატორი მ-------------–-–---–ი, რომელსაც დაურეკეს და გასაუბრების მიზნით სთხოვეს ადგილზე მისვლა. მ-------------–-–---–მა განუცხადა, რომ დედასთან ერთად იყო კორპუსის მოშორებით, ძალიან იყო შეშინებული და ვერ მივიდოდა. ამიტომ მ------ს შეხვდნენ სადარბაზოდან მოშორებით, სადაც იგი მივიდა დედასთან ერთად. ორივენი იყვნენ აფორიაქებული და ღელავდნენ. მ------მა განაცხადა, რომ იმყოფებოდა მეზობელთან. მათთან მივიდა მამა - დ------------–-–---–ი და წარმოიქმნა კონფლიქტი - დ------ ფიზიკურად შეეხო მეზობლის სახლში მყოფ ახალგაზრდა მამაკაცს. შემდეგ კი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მ-------------–-–---–ს და მ-------------------ეს და დანით დაედევნა. მათ ძალიან შეეშინდათ. მ-------------–-–---–ის მონათხრობი დაადასტურა მ-------------------ემაც. მ-------------–-–---–მა ასევე განმარტა, რომ დანა იყო გასაშლელი. აღნიშნულის შემდეგ დ------------–-–---–ი დააკავეს და განუმარტეს უფლებები. შემთხვევის ადგილზე დანა ვერ მოიძებნა.
ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანის მიმართულების მ--------–----–-ს პატრულ-ინსპექტორ ვ--–------------–--ის 2018 წლის 21 აგვისტოს პატაკის თანახმად მეწყვილე ლ-------------–---–თან ერთად სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას რადიოსადგურ ,,ცენტრის“ მეშვეობით მიიღეს შეტყობინება ოჯახური ძალადობის შესახებ ქ.თბილისში, გ-–------------------------------------------ მიმდებარედ. ადგილზე დახვდათ შეტყობინების ინიციატორი მ-------------–-–---–ი და მისი დედა მ-------------------ე, რომლებმაც განუმარტეს, რომ დ------------–-–---–ი მათ ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო 111-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
ბრალდებულ დ----- ფ----–-–---–ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად 2018 წლის 21 აგვისტოს, 22:40 საათზე ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის მ--- სამმართველოს გლდანის მიმართულების მ--------–----–-ს პატრულ-ინსპექტორ ვ--–-------------–--ის მიერ ქ.თბილისში, გ-–---------------------------------------ს მიმდებარედ დაკავებული იქნა დ------------–-–---–ი, რომელსაც ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, თუმცა ჩხრეკის შედეგად რაიმე ამოღებული არ ყოფილა. ოქმის შენიშვნის თანახმად ბრალდებული მის შინაარსს გაეცნო პირადად, თუმცა, უარი განაცხადა ხელის მოწერაზე და ოქმის ასლის ჩაბარებაზე.
2018 წლის 21 აგვისტოს ელ-სმენის შეტყობინების თანახმად, გამომძიებელმა გ-----------–-----ემ მიიღო შეტყობინება იმის შესახებ, რომ 2018 წლის 21 აგვისტოს ქ.თბილისში, გ-–-------------------------------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა დ-------------------------–-–---–ი, რომელიც სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა მეუღლეს მ-------------------ეს და შვილს მ-------------–-–---–ს.
საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებელმა გ------------–------მ პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 21 აგვისტოს ელექტრონულად მიიღო შეტყობინება, რომ აღნიშნულ დღეს გ-–----------------------------------სში დ------------–-–---–მა განახორციელა მუქარა მეუღლეზე - მ-------------------ეზე და შვილზე - მ------ ფ----–-–---–ზე. აღნიშნულის შემდეგ საქმე დარეგისტრირდა ელექტრონულად და გი---------–-----ე გავიდა შემთხვევის ადგილზე. ადგილზე დახვდა სამი პიროვნება: დ----- ფ----–-–---–ი, რომელიც ბრალდებულის სახით უკვე დაკავებული ჰყავდა საპატრულო პოლიციას და მისი ოჯახის წევრები მ-------------–-–---–ი და მ-------------------ე. სიტუაციაში გარკვევის მიზნით გაესაუბრა ბრალდებულს, რომელმაც განუცხადა, რომ არ იცოდა, რატომ იყო დაკავებული. მ-------------–-–---–მა კი განუცხადა, რომ იმყოფებოდა მეზობელთან, რა დროსაც მამას მოუვიდა კონფლიქტი სახლში მყოფ პირთან. შემდეგ კი მოკვლით დაემუქრა მას და მის დედას მ-------------------ეს და გაშლილი დანით გაიწია მათკენ. აღნიშნული დაადასტურა მ-------------------ემაც. გი---------–-----ემ განმარტა, რომ იყო სისხლის სამართლის საქმის უშუალო გამომძიებელი, მის მიერ ჩაატარებული იქნა საგამოძიებო მოქმედებები. ბინის ჩხრეკის შედეგად დანა, რომლითაც ბრალდებული დაემუქრა დაზარალებულებს, ვერ იქნა აღმოჩენილი, გამოკითხა მოწმეები მ-------------–-–---–ი, მ-------------------ე და გ-------------–ი, ასევე ბრალი გააცნო დ------------–-–---–ს და ბრალდებულის სახით მოახდინა მისი დაკითხვა.
ბინის ჩხრეკის 2018 წლის 22 აგვისტოს ოქმის თანახმად ჩხრეკა ჩატარდა მ-------------------ის მფლობელობაში არსებულ სახლში, მდებარე ქ.თბილისში, გ-–---------------------------------------------–-. ჩხრეკის შედეგად რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება ამოღებული არ ყოფილა.
საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს უფროსმა გამომძიებელმა ლ-----------–---ამ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 21 აგვისტოს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. საგამოძიებო სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ ქ.თბილისში, გ-–------------------------------------------- ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა დ------------–-–---–ი, რომელიც სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს მ-------------------ეს და შვილს - მ-------------–-–---–ს. აღნიშნულთან დაკავშირებით ლ-----------–---ას მიერ დაწყებული იქნა გამოძიება საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლით და აიღო ფორმა №1. საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაში მონაწილეობა არ მიუღია.
გ-------------–მა პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ მ-------------–-–---–ი მას იცნობს, როგორც ლ--------------–ს. 2018 წლის 21 აგვისტოს მისული იყო მეგობარ მ---სთან გ-–-----------------–-, სადაც მივიდა მ-------------–-–---–იც. მ------ს მიაკითხა მამამ - დ------------–-–---–მა. დ------ მ------ს ხმამაღლა ეჩხუბებოდა, ეკითხებოდა რატომ იყო იქ და რას აკეთებდა. მისი დანახვისას კი უფრო გაღიზიანდა, მასაც უმიზეზოდ დაუწყო ჩხუბი, გააწნა სილა. აღნიშნულის გამო გ---- ა-------–ი ფანჯრიდან გადახტა და წავიდა. დ----- ფ----–-–---–ს მ---ს სახლში შესვლისას ახლდა მეუღლე. გ---- ა-------–ის განმარტებით, იგი არ შესწრებია დ------------–-–---–ის მხრიდან მ-------------------ის და მ-------------–-–---–ის მიმართ მუქარის, სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს.
2018 წლის 21 აგვისტოს ალკოჰოლური შემოწმების შესახებ ოქმის თანახმად დ------------–-–---–ს დაუდგინდა სიფხიზლე.
პალატა მხარეთა მიერ კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად დადგენის კუთხით წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება/გაანალიზებამდე მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს გამართლებულის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაზე. მუხლის დისპოზიციის თანახმად, მუქარად ითვლება: „სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან/და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში“. მაშასადამე, ამ ნორმით ცალსახად დგინდება, რომ კანონმდებლის მიერ აღნიშნულია მუქარის შინაარსი - კერძოდ, მუქარა მიმართული უნდა იყოს სიცოცხლის მოსპობისკენ, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურებისკენ. ამასთან, დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არამარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რის გამოც მოცემულ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია დაზარალებულის ჩვენება.
პალატა აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმის წარმოება სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს, არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებს. მოცემულ შემთხვევაში საგულისხმოა, აღინიშნოს ის გარემოება, რომ გამართლებულის მიმართ წარდგენილი ბრალდება (ოჯახში ძალადობის საქმეები) გარკვეული თავისებურებებით ხასიათდება, ხოლო თავისებურებები დაკავშირებულია იმასთან, რომ ოჯახში ძალადობის ფაქტს ხშირ შემთხვევაში არ ჰყავს შემსწრე პირი დაზარალებულის გარდა, ან ხშირ შემთხვევაში ფაქტის თვითმხილველი პირები არიან ბრალდებულის ოჯახის წევრები/ახლო ნათესავები, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით კანონმდებლის მიერ მათვის მინიჭებული უფლების შესაბამისად სარგებლობენ უფლებით, არ მისცენ ჩვენება თავიანთი ახლო ნათესავის წინააღმდეგ.
მოცემულ შემთხვევაში დგინდება, რომ საქმის არსებით განხილვაზე დაზარალებულებმა გამოიყენეს მათთვის მინიჭებული უფლება, არ მიეცათ ჩვენება თავისი მეუღლის და მამის საწინააღმდეგოდ, ხოლო სხვა პირი, რომელიც უშუალოდ იყო შემსწრე გამართლებულის მხრიდან პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღწერილი ქმედებების შესაძლო ჩადენისა, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა. ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტისათვის საკმარისობის კუთხით ობიექტურ პირს უტყუარად დაარწმუნებდა იმაში, რომ დ------------–-–---–მა ჩაიდინა მუქარა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დასადგენად ბრალდების მხარემ სასამართლოში წარადგინა მოწმეები, რომლებსაც მოცემულ დღეს შემხებლობა ჰქონდათ დაზარალებულებთან, თუმცა ისინი უშაუალოდ არ არიან დანაშაულებრივი ქმედებების თვითმხილველი პირები და მათ მიერ საქმის არსებით სხდომაზე მიცემული ჩვენებებიც ეფუძნებადა დაზარალებულების მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას. დაზარალებულის დაკითხვა კი საქმის არსებით სხდომზე მოცემულ ფაქტობრივი გარემოებათა დასადგენად არ/ვერ განხორციელებულა. შესაბამისად, მათი ჩვენებები საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის თანახმად წარმოადგენენ ირიბ ჩვენებებს.
ირიბ ჩვენებასთან დაკავშირებით კი პალატა უთითებს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მ---0 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას (იხ. უზენაესი სასამართლოს N561აპ-15 გადაწყვეტილება).
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
მტკიცებულებათა შეფასება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით განმარტებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სადაც სასამართლო აღნიშნავს:
„ა) გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში.
ბ) ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნას დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.
გ) გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში“.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მსგავს დანაშაულებში მინიმუმ ერთი პირდაპირი მტკიცებულების (ცალკეული კატეგორიების დანაშაულებში კი აღნიშნული სტანდარტი გაცილებით მაღალია და საჭიროა მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულება) არსებობას უნდა გულისხმობდეს (დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე, რაც დადგენილია უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით), რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ. ამასთან, იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება.
მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი არ იქნა თუნდაც ერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ დ------------–-–---–მა განახორციელა სიცოცხლის მოსპობის მუქარა მეუღლის და შვილის მიმართ. მოცემული გარემოებების დასადგენად ბრალდების მხარე ეყრდნობა მხოლოდ იმ მოწმეთა ჩვენებებს, რომლებიც თავისი შინაარსით ირიბ ჩვენებებს წარმოადგენენ, რომლებიც გამოძიების ეტაპზე დაზარალებულების განმარტებებს ეფუძნებიან. შესაბამისად, აღნიშნული ირიბი ჩვენებები ამ ნაწილში სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ სამართლებრივ სტანდარტს, ვინაიდან, სასამართლოზე არ ყოფილა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც დაარწმუნებდა ობიექტურ პირს დ------------–-–---–ის ბრალეულობაში, რის გამოც დ------------–-–---–ი უდანაშაულოდ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2 ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, როგორც უკვე აღინიშნა, მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
პალატამ შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, გააანალიზა ისინი სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თითოეული შეაფასა სისხლის სამართლის საქმეზე მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მიიჩნია, რომ დ------------–-–---–ის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის, რომ მან ჩაიდინა საქართველოს 111,151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული (2 ეპიზოდი), არ არის წარმოდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა და წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იძლევა გამართლებულის წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობის საფუძველს.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს პირის მსჯავრდებას უტყუარი და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
პალატა აღნიშნავს, რომ საქმის განხილვა და სასამართლოს მიერ ამა თუ იმ ფაქტის უტყუარად დადგენა დამოკიდებულია შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მხოლოდ მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარდგენილ მტკიცებულებებზე და, შესაბამისად, სწორედ მხარეთა მომზადებაზე, მათ მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მათ უტყუარობაზე, ამასთანავე, მათი საქმისადმი შემხებლობაზე და დასაშვებობაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ პირის ბრალეულობის უტყუარად დადგენა.
სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი გამამართლებელი განაჩენის გამოსატანად. პალატა მიიჩნევს, რომ საქმის განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ დ------------–-–---–მა ბრალად წარდგენილი დანაშაული ჩაიდინა. შესაბამისად, სახელმწიფო ბრალდების მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, რადგან იგი დაფუძნებულია მხოლოდ ირიბ ჩვენებებზე, რაც არ შეიძლება, საფუძვალდ დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მიიღო კანონიერი, სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 15 იანვრის განაჩენი გამართლებულ დ------------–-–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ქ. თბილისის პროკურატურის პროკურორის მ--------–-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 15 იანვრის განაჩენი გამართლებულ დ------------–-–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი;
დ------------–-–---–ი ცნობილი იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (მ-------------------ის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (მ-------------–-–---–ის ეპიზოდი).
ცნობად იქნას მიღებული, რომ დ------------–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, დ------------–-–---–ს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა) მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ვ. ლომიძე