თავი X — მტკიცებულება, მტკიცების საგანი და პროცესი
1. ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.
2. ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ირიბი ჩვენების მიმცემი პირი მიუთითებს ინფორმაციის წყაროს, რომლის იდენტიფიცირება და რეალურად არსებობის შემოწმება შესაძლებელია.
3. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
საქართველოს 2013 წლის 14 ივნისის კანონი №741 – ვებგვერდი, 27.06.2013
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 14.06.2013-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (03.11.2009 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 76. ირიბი ჩვენება 1. ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. 2. ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ირიბი ჩვენების მიმცემი პირი მიუთითებს ინფორმაციის წყაროს, რომლითს ითდენტიფიცირება და რეალურად არსებობითს შემოწმება შესაძლებელია. 3. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებაით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება. საქართველობს 2010 წლიოს 24 სექტემბრითს კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(689)
საქმე №2კ-1039აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.02.2026
…მოტივაციას, რომლის თანახმადაც, გამართლებულის მიმართ არ არის წარმოდგენილი არცერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება, ხოლო სხვა მოწმეები იძლევიან მხოლოდ ირიბი ხასიათის, ზოგად ჩვენებებს, რომლებიც არ შეიცავს კონკრეტულ ინფორმაციას. საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“…
საქმე №2კ-624აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.10.2025
…12. მოწმეები, პოლიციის მუშაკები − ლ. ყ–ი და ზ. ს–ი არ არიან რომელიმე შემთხვევის უშუალო თვითმხილველები, მათი ჩვენებები ეფუძნება სხვა პირის − დაზარალებულ ნ. ო–ის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. აქედან გამომდინარე, ეს ჩვენებები საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წარმოადგენს ირიბ მტკიცებულებებს, რის გამოც, საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ…
საქმე №2კ-269აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.06.2025
…რაიმე აგრესიის გამოვლინებას შესწრებიან და მოცემული საქმის გარემოებები იციან დაზარალებულის მონაყოლით. მოწმე პოლიციელებმა ფაქტობრივად დაადასტურეს მხოლოდ მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებათა სისწორე და კანონიერება. ამდენად, საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეს ჩვენებები ირიბია და არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. საქართველოს უზენაესი სასამართლო…
საქმე №2კ-113აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.04.2024
…ფაქტის შემსწრე მოწმეები: დ. ხ-ი და ვ. ხ. – ბრალდების მხარემ მოხსნა სასამართლოში დასაკითხ პირთა სიიდან. სხვა მოწმეები უშუალოდ არ შესწრებიან ძალადობას, მათ ინფორმაცია მიიღეს ა. კ-საგან და, შესაბამისად, მათი ჩვენებები, საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ირიბია, რაც ასევე არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. 11. საკასაციო პალატა კვლავაც…
საქმე №2კ-1220აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.01.2024
…მხარეს დაზარალებულ ს. ს–ს ჩვენების გარდა არ წარმოუდგენია სხვა პირდაპირი მტკიცებულება. ამასთან, საქმეში არსებული ირიბი მტკიცებულებაც (მოწმე – მ. ა–ს გამოკითხვის ოქმში დაფიქსირებული ინფორმაცია) მომდინარეობს თავად დაზარალებულისგან. საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“…
საქმე №2კ-976აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.12.2023
საქმე №2კ-292აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.07.2023
საქმე №2კ-179აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 06.04.2023
საქმე №2კ-1250აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.02.2023
საქმე №37აგ.-2022 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 19.10.2022
საქმე №2კ-797აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.10.2022
საქმე №2კ-818აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.10.2022
საქმე №2კ-312აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.06.2022
საქმე №2კ-267აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.05.2022
საქმე №2კ-866აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.03.2022
საქმე №2კ-851აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.03.2022
საქმე №2კ-902აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 21.02.2022
საქმე №2კ-453-I-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.12.2021
საქმე №29აგ.-2020 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 09.11.2021
საქმე №2კ-427-I-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 19.10.2021
საქმე №2კ-669აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.09.2021
საქმე №2კ-233აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 21.07.2021
საქმე №2კ-232აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.07.2021
საქმე №2კ-969აპ.-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.06.2021
საქმე №2კ-148აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.05.2021
საქმე №2კ-844აპ.-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.04.2021
საქმე №2კ-646აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.04.2018
საქმე №2კ-541აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.03.2018
საქმე №2კ-319აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.11.2017
საქმე №42აგ.-2017 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.09.2017
საქმე №22აგ.-2017 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.07.2017
საქმე №222აგ.-2016 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.05.2017
საქმე №180აგ.-2016 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.03.2017
საქმე №141აგ.-2016 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 08.12.2016
საქმე №62აგ.-2015 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.10.2016
საქმე №14აგ.-2016 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.10.2016
საქმე №396აგ.-2015 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.04.2016
საქმე №174აგ.-2015 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.03.2016
საქმე №168აგ.-2015 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.02.2016
საქმე №74აგ.-2015 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.12.2015
…3. ამ მუხლის საფუძველზე სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლებულ მსჯავრდებულს, გამოჯანმრთელების შემთხვევაში, შეიძლება კვლავ დაეკისროს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა და დაენიშნოს სასჯელი, თუ არ გასულა ამ კოდექსის 71-ე და 76-ე მუხლებით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადები. 4. სასამართლო უფლებამოსილია სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გაათავისუფლოს სასჯელის მოხდის პერიოდში ხანდაზმულობის ასაკს…
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“, მუხლი 76, №1772, 09.10.2009, სარეგისტრაციო კოდი 090.000.000.05.001.003.644 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/90034/muxli-76/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია