საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 200100124009306507
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №624აპ-25 ქ. თბილისი
გ–ი ნ., 624აპ-25 16 ოქტომბერი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 20 მაისის განაჩენზე თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვალერი გიორგაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით ნ. გ–მა ჩაიდინა:
ü ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით (ოთხი ეპიზოდი).
ü სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი (ხუთი ეპიზოდი).
ü ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ნ. გ–ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
1.1. 2024 წლის 27 აპრილს, დილის საათებში, ქ. თ–ში, ზ–ს ქუჩის №..-ში მდებარე ნ. ო–ის საცხოვრებელ სახლში, ნ. გ–მა ხელი დაარტყა საკუთარ დედას – ნ. ო–ს სახესა და მარცხენა მხარში, არასრულწლოვანი შვილის – ლ. გ–ის თანდასწრებით, რის შედეგადაც, მან განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.2. 2024 წლის 29 აპრილს, დილის საათებში, ქ. თ–ში, ზ–ს ქუჩის №..-ში მდებარე ნ. ო–ის საცხოვრებელ სახლში, ნ. გ–მა ხელი დაარტყა საკუთარ დედას – ნ. ო–ს მარცხენა მხარში, არასრულწლოვანი შვილის, ლ. გ–ის თანდასწრებით, რის შედეგადაც, მან განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.3. 2024 წლის 29 აპრილს, ღამის საათებში, ქ. თ–ში, ზ–ს ქუჩის №..-ში მდებარე ნ. ო–ის საცხოვრებელ სახლში, ნ. გ–მა ხელები ყელზე მოუჭირა საკუთარ დედას – ნ. ო–ს, ხელი ჰკრა და წააქცია იგი, არასრულწლოვანი შვილის – ლ. გ–ის თანდასწრებით, რის შედეგადაც, მან განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.4. 2024 წლის 30 აპრილს, ქ. თ–ში, ზ–ს ქუჩის №..-ში მდებარე ნ. ო–ის საცხოვრებელ სახლში, ნ. გ–მა ხელები ყელზე მოუჭირა საკუთარ დედას – ნ. ო–ს, არასრულწლოვანი შვილის – ლ. გ–ის თანდასწრებით, რის შედეგადაც, მან განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.5. 2024 წლის 1 მაისს, დილის საათებში, ქ. ქ. თ–ში, ზ–ს ქუჩის №..-ში მდებარე ნ. ო–ის საცხოვრებელ სახლში, ნ. გ–მა ხელი ძლიერად მოუჭირა მხრებზე საკუთარ დედას – ნ. ო–ს, შემდეგ კი, მარჯვენა ხელი დაარტყა მხარში, რის შედეგადაც, მან განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.6. 2024 წლის 27 აპრილს, დილის საათებში, ქ. ქ. თ–ში, ზ–ს ქუჩის №..-ში მდებარე ნ. ო–ის საცხოვრებელ სახლში, ნ. გ–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა საკუთარ დედას – ნ. ო–ს, რის შედეგადაც, მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.7. 2024 წლის 29 აპრილს, დილის საათებში, ქ. თ–ში, ზ–ს ქუჩის №..-ში მდებარე ნ. ო–ის საცხოვრებელ სახლში, ნ. გ–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა საკუთარ დედას – ნ. ო–ს, რის შედეგადაც, მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.8. 2024 წლის 29 აპრილს, ღამის საათებში, ქ. თ–ში, ზ–ს ქუჩის №..-ში მდებარე ნ. ო–ის საცხოვრებელ სახლში, ნ. გ–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა საკუთარ დედას – ნ. ო–ს, რის შედეგადაც, მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.9. 2024 წლის 30 აპრილს, ქ. თ–ში, ზ–ს ქუჩის №..-ში მდებარე ნ. ო–ის საცხოვრებელ სახლში, ნ. გ–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა საკუთარ დედას – ნ. ო–ს, რის შედეგადაც, მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.10. 2024 წლის 1 მაისს, დილის საათებში, ქ. თ–ში, ზ–ს ქუჩის №..-ში მდებარე ნ. ო–ის საცხოვრებელ სახლში, ნ. გ–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა საკუთარ დედას – ნ. ო–ს, რის შედეგადაც, მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. თელავის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 5 მარტის განაჩენით ნ. გ–ი, – დაბადებული .... წელს, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 27 აპრილის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 27 აპრილის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 29 აპრილის დილის საათების ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 29 აპრილის დილის საათების ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 29 აპრილის ღამის საათების ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 29 აპრილის ღამის საათების ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 30 აპრილის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 30 აპრილის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ” ქვეპუნქტით (2024 წლის 1 მაისის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
გაუქმდა ნ. გ–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო.
ნ. გ–ს განემარტა, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ვალერი გიორგაშვილმა. პროკურორმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და, მის ნაცვლად, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 20 მაისის განაჩენით თელავის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 5 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 20 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ვალერი გიორგაშვილმა. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და, მის ნაცვლად, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას, შემდეგ გარემოებათა გამო: გასაჩივრებული განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები; ბრალების მხარის მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა სასამართლოში ნ. გ–ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა, სასამართლოს წარედგინა სხვა მტკიცებულებების ერთობლიობა, კერძოდ, ნ. ო–ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, მის მიერვე 112-ში დატოვებული სატელეფონო შეტყობინება, ნ. გ–ის დაკავების ოქმი და მოწმეთა ჩვენებები, რომელთა მიხედვითაც, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დასტურდება მისი ბრალეულობა.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვალერი გიორგაშვილის – შეფასებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენი დაუსაბუთებელი, უკანონოა და არ გამომდინარეობს სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებიდან. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ. გ–ის მიმართ ბრალად წარდგენილ ქმედებებში მსჯავრდებისათვის, არ არსებობდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, კერძოდ:
9. საქმის მასალებით დგინდება, რომ დაზარალებულმა ნ. ო–მა (გამართლებულის დედა) და მოწმეებმა − ნ. ჩ–მა (გამართლებულის ბებია) და არასრულწლოვანმა ლ. გ–მა (გამართლებულის შვილი) გამოიყენეს მათთვის საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (მოწმეს უფლება აქვს, არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს) მინიჭებული უფლება და ჩვენება არ მისცეს თავიანთი ახლო ნათესავის – ნ. გ–ის წინააღმდეგ. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულისა და მოწმეთა მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ამასთან, არ იკვეთება, რომ დაზარალებულმა ამ უფლებით ისარგებლა მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობის, გამართლებულის მხრიდან დაშინების ან სხვაგვარი გავლენის გამო. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. პირის გამოკითხვის ოქმს არ აქვს სამართლებრივი ძალა, ვერ მიენიჭება მტკიცებულების სტატუსი და ვერ იქნება სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანისას გამოყენებული, თუ არ იქნა გამოკვლეული საქმის არსებითად განხილვისას, რაც გულისხმობს გამოკითხული პირის უშუალო დაკითხვას სასამართლო სხდომაზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევაც, შეუძლებელია, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს დაზარალებულის (მოწმის) მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაცია, რომლის სისწორეც დაზარალებულმა და მოწმეებმა სასამართლოში არ დაადასტურეს. დაზარალებული და მითითებული მოწმეები არიან სწორედ ის პირები, რომელთაც შესაძლოა გადმოეცათ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, მაგრამ ვინაიდან, არ არსებობს მათ მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებები, საკასაციო სასამართლო აფასებს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს, რომლებიც კასატორის მოსაზრებით, საკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, მოცემულ შემთხვევაში, შინაარსობრივად არის დაზარალებულის ჩვენების − მის მიერ გამოკითხვის ოქმში მოწოდებული ინფორმაციის − შემოწმება. აქედან გამომდინარე, მითითებული ოქმი ვერ განიხილება ცალკე, დამოუკიდებელ პირდაპირ მტკიცებულებად.
11. ნ. ო–ის 112-ში შეტყობინება შეიცავს ძალზე მწირ ინფორმაციას, თუ კონკრეტულად, რით გამოიხატა ნ. გ–ის ქმედებები მისთვის ბრალადწარდგენილი დანაშაულის ამა თუ იმ ეპიზოდში, მით უფრო, რომ მასში არაფერია მითითებული დაზარალებულის მიერ ძალადობის შედეგად ტკივილის, ხოლო მუქარის შედეგად − მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის განცდის შესახებ. ამდენად მოცემული შეტყობინება ვერ ჩაანაცვლებს დაზარალებულის ჩვენებას, ვინაიდან, გარდა იმისა, რომ მასში მითითებულია ძალზე მცირე ინფორმაცია, მათი რეალობა ვერ გადამოწმდა და დადასტურდა სხვა, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებით.
12. მოწმეები, პოლიციის მუშაკები − ლ. ყ–ი და ზ. ს–ი არ არიან რომელიმე შემთხვევის უშუალო თვითმხილველები, მათი ჩვენებები ეფუძნება სხვა პირის − დაზარალებულ ნ. ო–ის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. აქედან გამომდინარე, ეს ჩვენებები საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წარმოადგენს ირიბ მტკიცებულებებს, რის გამოც, საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს. სხვა რაიმე მტკიცებულება, რაც ნ. გ–ის ბრალეულობას, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა, საქმის მასალებში არ მოიპოვება.
13. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სწორად შეაფასა, ხოლო კასატორის პრეტენზიებს ასევე დასაბუთებულად და სრულყოფილად უპასუხა.
14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
15. ყოველივე ზემოაღნიშნულზე დაყრდნობით, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
16. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვალერი გიორგაშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ლ. ფაფიაშვილი