თავი X — მტკიცებულება, მტკიცების საგანი და პროცესი
1. ბრალდებულის ჩვენება არის მის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.
2. ჩვენების მიცემა ბრალდებულის უფლებაა.
3. ბრალდებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის ან ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტი არ შეიძლება შეფასდეს მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად.
4. ბრალდებულის აღიარება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, თუ იგი არ დასტურდება მისი ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებით.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.3
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (09.10.2009).
წინა რედაქცია (03.11.2009 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 74. ბრალდებულის ჩვენება 1. ბრალდებულის ჩვენება არის მის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. 2. ჩვენების მიცემა ბრალდებულის უფლებაა. 3. ბრალდებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის ან ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტი არ შეიძლება შეფასდეს მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად. 4. ბრალდებულის აღიარება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, თუ იგი არ დასტურდება მისხლის სამა ბრთალეულობის სდაქმეზე შეკადასტურებიელი სხვა მტკიცებულებაით. სა ექართველობს 2010 წლიობით არ დას 24 სექტურდემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.3
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(22)
საქმე №2კ-338აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.06.2024
…13.2. მოცემულ ეპიზოდებთან მიმართებით კი არაინფორმატიულია ასევე მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილ მოწმეთა: მ. პ–ს, ს. პ–სა და მ. პ–ს გამოკითხვის ოქმები. 14. სასამართლო, ერთი მხრივ, ითვალისწინებს ნ. გ–ს აღიარებას, თუმცა მიუთითებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 74-ე მუხლის მე-4 ნაწილით ბრალდებულის აღიარება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, თუ იგი არ დასტურდება მისი ბრალეულობის…
საქმე №2კ-1122აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 06.02.2024
…მოკვლით ან/და ქონების განადგურებით, რამაც თქვენში მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გამოიწვია“ ი. ს–ს პასუხობს –,,არა“(იხ. ტ.1, ს.ფ. 18-28). 15. სასამართლო ასევე ითვალისწინებს რ. ს–ს აღიარებას, თუმცა მიუთითებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 74-ე მუხლის მე-4 ნაწილით ბრალდებულის აღიარება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, თუ იგი არ დასტურდება მისი ბრალეულობის…
საქმე №2კ-934აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.01.2024
…ა. ლ–ს ჩვენებებს, მოწმეებმა დაადასტურეს, რომ 2023 წლის 1 იანვარს დ. ჭ–ა სანადირო თოფით დაემუქრა მ. გ–სა და გ. გ–ს და უთხრა „ამ თოფით მოგკლავთ ორივესო“. 11.2. სასამართლო ასევე ითვალისწინებს დ. ჭ–ს აღიარებას, თუმცა მიუთითებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 74-ე მუხლის მე-4 ნაწილით ბრალდებულის აღიარება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, თუ იგი არ დასტურდება მისი ბრალეულობის…
საქმე №2კ-828აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.01.2024
…საქმის განხილვისას ეს ფაქტი უარჰყო და გამორიცხა მისი მონაწილეობა დაზარალებულის დაჭრაში. რაც შეეხება დაცვის მხარის აპელირებას ვ. პ–ს 2022 წლის 30 ივლისისა და 31 ივლისის გამოკითხვის ოქმებზე, სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბრალდებულის ჩვენება არის მის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა…
საქმე №2კ-315აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.09.2021
…იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა. 8. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 74-ე მუხლის თანახმად, ბრალდებულის აღიარება არ შეიძლება, საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, თუ იგი არ დასტურდება მისი ბრალეულობის…
საქმე №2კ-404აპ.-16 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.11.2016
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“, მუხლი 74, №1772, 09.10.2009, სარეგისტრაციო კოდი 090.000.000.05.001.003.644 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/90034/muxli-74/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია