განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 820100118002712143
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო
საქმის # 1/295-2018 წ.
08 იანვარი, 2019 წელი ქ. ბათუმი
მოსამართლე დავით გელაშვილი
სხდომის მდივანი ნაირა აბაშიძე
სხდომის სახე: ღია
ბრალდების მხარე - პროკურორი რ----------–----ე
დაცვის მხარე - ადვოკატი მ-------------ე
ბრალდებული - დ---------–---–-----ე (დაბადებული 1----–-–---------------ს, პ/ნ 6----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, გ-------–-------–ი, ს-–----–----------–--ის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი მ-----–------ი).
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,გ” და ,,ე’’ ქვეპუნქტები - არაერთგზის, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ.
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
ბრალდების არსი: 2018 წლის 05 იანვრის განაჩენით, ოჯახური ძალადობისათვის (საქართველოს სსკ-ის 111 -126-1) ნასამართლევი დ---------–---–-----ე, 2018 წლის ივნისის თვიდან 2018 წლის 04 ოქტომბრამდე ჩათვლით პერიოდში, ალკოჰოლური სასმელების მიღებასთან და ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ მ-----–------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, თავის დედის ლ-------–---–-----ისა და მამის ი--------–---–-----ის მიმართ ახორციელებდა სისტემატიურ სიტყვიერ შეურაცხყოფას, რამაც ლ-----ა და ი--------–---–-----ეებისათვის ფსიქოლოგიური ტანჯვა გამოიწვია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დ---------–---–-----ეს წარედგინა ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,გ” და ,,ე’’ ქვეპუნქტებით.
ბრალდებულმა დ---------–---–-----ემ, სასამართლოს წინაშე სრულად სცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. სასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება, სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება ამ მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან, მხარეებმა არცერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
მხარეთა შორის შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა:
გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათები, შეტყობინება, ლ----------–----------ას, ი--------–---–-----ის, ლ-------–---–-----ის, ი-----–-----–--ის, რ------–------ს, გ--------–--ის, დ---------–---–-----ის, გ-------------ის გამოკითხვის ოქმები, დაკავების ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმები, 05.06.2018 წლის ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს განაჩენი, 27.07.2018 წლის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი, 27.08 2018 წლის და 05.10.2018 წლის შემაკავებელი ორდერის ოქმები და შემაკავებელი ორდერები, ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა.
სასამართლომ გააანალიზა რა მის წინაშე წარდგენილი მტკიცებულებები, მიიჩნევს, რომ ისინი არ ქმნიან სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო, საკმარის, უტყუარ და შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნებდა ბრალდების მხარის იმ ვერსიის უტყუარობაში, რომლის მიხედვით დ---------–---–-----ემ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,გ” და ,,ე’’ ქვეპუნქტებით, კერძოდ 2018 წლის ივნისის თვიდან 2018 წლის 04 ოქტომბრამდე პერიოდში, ოჯახის წევრების დედის ლ-------–---–-----ის და მამის ი--------–---–-----ის მიმართ სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფა და დამცირება, რაც იწვევდა ამ უკანასკნელთა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლში რეგლამენტირებული საქმის სამართლიანი განხილვის ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაზე (საქმე #1/1/548, სამოტივაციო ნაწილი პუნქტი პირველი, მე-2), რომლითაც სასამართლომ განმარტა, რომ ,,საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად”.
საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული დანაწესი იმპერატიული ხასიათისაა და რაიმე გამონაკლისს, ამ გარანტიის შეზღუდვის თვალსაზრისით, არ ითვალისწინებს. მოცემული პრინციპი იცავს პირს გამამტყუნებელი განაჩენისგან, თუ ეს უკანასკნელი კანონიერ საფუძვლებს არ ემყარება, რაც შესაბამისად გულისხმობს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი ნორმების დაცვით მოპოვებულ უტყუარ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილით კი ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ, რასაც ასევე იმპერატიულად მოითხოვს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომლის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი (იგივე ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით).
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 და 74-ე მუხლებით დადგენილია, რომ ბრალდებულის აღიარება, თუ ის არ დასტურდება მისი ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებით, საკმარისი არ არის მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად და ბრალდებულის აღიარება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, თუ იგი არ დასტურდება მისი ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ დ---------–---–-----ის მიმართ წარდგენილი ბრალდების მითითებული ეპიზოდი არ დასტურდება უტყუარად პირდაპირი და ურთიერთთავსებადი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ” და ,,ე’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედება, რის გამოც იგი ბრალდების ამ ეპიზოდში ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ გარემოებებს:
მხარეთა შორის პრეიუდიციულად მიჩნეული 2018 წლის 26 სექტემბრის ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დ---------–---–-----ის ქმედებიდან გამომდინარე ი--------–---–-----ე არ განიცდიდა სისტემატიურ შეურაცხყოფას, რომელიც გამოიწვევდა მის ტანჯვას.
მხარეთა შორის პრეიუდიციულად მიჩნეული დაზარალებულების ი--------–---–-----ის და ლ-------–---–-----ის გამოკითხვის ოქმებით მათი შვილი დ---------–---–-----ე აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას, რასაც სისტემატიური ხასიათი აქვს, რის გამოც განიცდიან სულიერ ტანჯვას და თავს გრძნობენ შეურაცხყოფილად.
ზემოთ აღინიშნა, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭიროა საკმარის, უტყუარ და შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ და არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ’’ და ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედება, რომელიც ბრალად წარედგინა დ---------–---–-----ეს დანაშაულია მაშინ, როდესაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის მეორე წევრის მიმართ ადგილი აქვს სისტემატურ შეურაცხყოფას და დამცირებას, რამაც უნდა გამოიწვიოს ტანჯვა, რაც უნდა დადასტურდეს უტყუარ და შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით.
ბრალდების მხარის მიერ ბრალდების დასადასტურებლად პირდაპირი მტკიცებულებების სახით წარმოდგენილი იქნა მხოლოდ და მხოლოდ დაზარალებულების ი--------–---–-----ის და ლ-------–---–-----ის გამოკითხვის ოქმები, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის ი--------–---–-----ის მიმართ გაცემულ ფსიქოლოგიურ ექსპერტიზის დასკვნასთან, რაც წარმოადგენს ერთმანეთთან შეუთანხმებელ და ურთიერთ საწინააღმდეგო მტკიცებულებებს, შესაბამისად წარმოიშობა გონივრული ეჭვი განიცდიდნენ თუ არა ი--------–---–-----ე და ლ-------–---–-----ე სისტემატიურ შეურაცხყოფას, ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას, შანტაჟს ან დამცირებას, რომელიც გამოიწვევდა მათ ტანჯვას. რაც შეეხება ბრალდებულ დ---------–---–-----ის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების აღიარებას სასამართლო მიუთითებს საქართველოს სსსკ-ის მე-13 და 74-ე მუხლებზე, რომლის თანახმადაც ბრალდებულის აღიარება, თუ ის არ დასტურდება მისი ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებით, საკმარისი არ არის მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
ამრიგად, არ არსებობს პირდაპირ, უტყუარ და შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დ---------–---–-----ის დამნაშავედ ცნობის საკმარისობის თვალსაზრისით, მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება, რომლის საწინააღმდეგოდაც მიუთითებს ექსპერტიზის დასკვნა ვერ იქნება მიჩნეული უტყუარ და საკმარის მტკიცებულებად, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა შესაძლებელი იქნება დ---------–---–-----ის მიმართ წარდგენილი ბრალდების მითითებული ეპიზოდის დადასტურება, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი, რის გამოც დ---------–---–-----ე ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
ბრალდების დანარჩენ ნაწილში სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 04 ოქტომბერს დაახლოებით 17:00 საათზე, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ მ-----–------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური სასმელების მიღებასთან და ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას, დ---------–---–-----ემ სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მამას ი--------–---–-----ეს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ბრალდებულმა დ---------–---–-----ემ, სასამართლოს წინაშე სრულად სცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. სასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება, სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება ამ მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან, მხარეებმა არცერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
მხარეთა შორის შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა:
გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, შეტყობინება, ლ----------–----------ას, ი--------–---–-----ის, ლ-------–---–-----ის, ი-----–-----–--ის, რ------–------ს, გ--------–--ის, დ---------–---–-----ის, გ-------------ის გამოკითხვის ოქმები, დაკავების ოქმი.
ამრიგად, უტყუარი, ერთმანეთთან შეთანხმებული, ურთიერთთავსებადი და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომელთა შორის არსებობს შინაარსობრივი კავშირი და მათში ეჭვის შეტანის საფუძველი სასამართლოს არ გააჩნია, გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ ბრალდებულმა დ---------–---–-----ემ ოჯახის წევრის მამის ი--------–---–-----ის მიმართ განახორციელა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რითაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სამართლებრივი შეფასება:
ბრალდებულმა დ---------–---–-----ემ, მის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით - მისი მამის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარით, როდესაც მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში - ჩაიდინა განზრახი დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ სასამართლოს მიერ დადგენილი ქმედება საზოგადოებრივი საშიშროებისაა, რადგანაც ხელყოფს ოჯახში მშვიდ თანაცხოვრებას, რითაც ბრალდებული დაუპირისპირდა საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ნორმებს და უგულებელყო ურთიერთპატივისცემის მოქალაქეობრივი მოვალეობა, რის გამოც ამ ტიპის დანაშაულის შემდგომი პრევენცია (როგორც კერძო, ასევე ზოგადი) საჭიროებს განსაკუთრებულ კონტროლს და ზოგადად სახელმწიფოს მხრიდან შესაბამის მიდგომებს, მათ შორის სასჯელთან მიმართებაშიც, რომლის მიზანია მსჯავრდებულსა და სხვა პირზე კანონიერი ზემოქმედება, რათა თავიდან იქნეს აცილებული მომავალში, როგორც ბრალდებულის, ასევე სხვა პირთა მიერ ანალოგიური დანაშაულის ჩადენა. სასჯელის პრევენციის მიზნების გარდა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების მიზანია სამართლიანობის აღდგენა და საზოგადოების წევრებში დაცულობის განცდის უზრუნველყოფა ჩადენილი დანაშაულისთვის შესაბამისი და ადეკვატური სასჯელის დანიშვნის გზით, რომლითაც ასევე მიღწეული უნდა იქნეს დამნაშავე პირის რესოციალიზაცია და მისი საზოგადოებაში ღირსეულ წევრად დაბრუნება.
სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ სახეზეა პირდაპირი განზრახვით ჩადენილი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშული. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ბრალდებული ამ ქმედების ჩადენის დროს იყო პირობითი მსჯავრის ქვეშ, ოჯახური ძალადობისთვის და მასზე ხორციელდებოდა პრობაციის სამსახურის მიერ შესაბამისი კონტროლი და დახმარება, აღნიშნული მიუთითებს ბრალდებულის საზოგადოებრივ საშიშროებაზე და ნების სიმტკიცის დაბალ ხარისხზე, სხვა რაიმე მნიშვნელოვანი შემამსუბუქებელი გარემოებები ბრალდებულების წარსულიდან არ არსებობს. ამავე დროს გასათვალისწინებელია საქართველოს სსკ-ის მე-17 და 58-ე მუხლებით დადგენილი წესი სასჯელის დანიშვნისას, ვინაიდან სახეზეა დანაშაულის რეციდივი.
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ აუცილებელია ბრალდებულ დ---------–---–-----ის იზოლაცია და ჩადენილი ქმედების პროპორციულად მის მიმართ სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად - თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.
27.07.2018 წლის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით დ---------–---–-----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-126 მუხლის 12 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 01 წლის და 06 თვის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით 01 წლის და 06 თვის გამოსაცდელი ვადით, მასვე დანიშნულ სასჯელში ჩაეთვალა დაკავების და პატიმრობის დრო 2018 წლის 16 აპრილიდან 2018 წლის 05 ივნისის ჩათვლით.
ვინაიდან დ---------–---–-----ის მიმართ არსებობს განაჩენთა ერთობლიობა მას საბოლოო სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით.
ნივთმტკიცების, ყადაღის და სხვა საკითხები:
ნივთმტკიცება წარმოდგენილი არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-3-ე მუხლის მე-14 ნაწილით, 255, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
დ---------–---–-----ე საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
დ---------–---–-----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 27.07.2018 წლის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნულის სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 01 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით დ---------–---–-----ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.
გაუქმდეს დ---------–---–-----ის მიმართ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა, მას დანიშნულ სასჯელში ჩაეთვალოს დაკავების და პატიმრობის დრო და მის მიმართ დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყოს მისი ფაქტობრივი დაკავების დღიდან 2018 წლის 04 ოქტომბრიდან.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენის გადასინჯვა დასაშვებია საერთო წესით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო.
მოსამართლე დავით გელაშვილი