განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310017001839343
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №3ბ/452-19 17 აპრილი, 2019 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა
მოსამართლე: ნინო ქადაგიძე
სხდომის მდივანი თეა გობეჯიშვილი
აპელანტი - გ------- ბ-–---ე;
წარმომადგენელი - კ-------------
მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი;
წარმომადგენელი - ლ----------–---
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება;
აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით გ------- ბ-–---ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 24 იანვრის ცნობით დგინდება, რომ გ------- ბ-–---ე (დაბ. 1978 წ.) 2001 წლის 16 ივლისიდან მუშაობდა შს ორგანოებში სხვადასხვა თანამდებობებზე. იგი, 2010 წლის 1 ნოემბრიდან მუშაობდა შ-----------------–--------------------------–-----------------------–--------------------------------–------------------–----------------------ის უმცროსი ინსპექტორის თანამდებობაზე. ამავე ცნობით დგინდება, რომ იგი ერთხელ იქნა წახალისებული და ასევე ერთხელ იქნა დასჯილი.(ს.ფ. 77).
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს 2015 წლის 12 იანვრის M---------------- შეტყობინების მიხედვით დგინდება, რომ 2015 წლის 11 იანვარს 04:35 საათზე, ბ-------------------------–------------------------ უმცროსი ინსპექტორი, პოლიციის უფროსი სერჟანტი - გ------- ბ-–---ე გამოცხადდა ბორჯომის დაცვის პოლიციის განყოფილებაში და განაცხადა, რომ ბორჯომის რაიონ, სოფ. ს------–- იმყოფებოდა სტუმრად თავის დასთან და როცა ბრუნდებოდა თავის სახლში ოჯახის წევრებთან ერთად ავტომანქანით ო---–---------, სახ. ნომრით R------, რომელსაც მართავდა მისი ძმა - ვ-–-------- ბ-–---ე, ხაშურის რაიონ, სოფ. ტ------ში მცხოვრებმა, 1992 წელს დაბადებულმა მოქალაქე - გ------- ხ-------–---–მა და ბორჯომის რაიონ, სოფ. ტ------ში მცხოვრებმა, 1981 წელს დაბადებულმა მოქალაქე - ვ----–-----–----ემ, რომლებიც იმყოფებოდნენ არაფხიზელ მდგომარეობაში, ავტომანქანას არ მისცეს მოძრაობის საშუალება, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს გ------- ბ-–---ეს და მის ძმას - ვ-–-------- ბ-–---ეს, რის შემდეგაც გ------- ბ-–---ემ ტელეფონით შეატყობინა ბორჯომის რაიონული სამმართველოს მორიგეს. პოლიციის თანამშრომლების მიერ ოთხივე პიროვნება გადაყვანილი იქნა ბორჯომის რაიონულ სამმართველოში, ჩამოერთვათ ახსნა-განმარტებები და გაშვებული იქნენ ბინაზე. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით აღიძრა საქმე სსკ 125 მუხლის 1 ნაწილით მოქალაქე გ----------–---–ის და მოქალაქე ვ-----–----ის მიმართ.(ს.ფ. 68).
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ 2016 წლის 21 დეკემბრის №---------- დადგენილების მიხედვით, სისხლის სამართლის №------------ საქმეზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად (პროკურორმა უარი თქვა ბრალდებაზე), შეწყდა გამოძიება.(ს.ფ. 73-74).
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გენერალური ინსპექციის მიერ განხორციელდა სამსახურებრივი შემოწმება პოლიციის უფროს სერჟანტ - გ------- ბ-–---ის მიმართ, რომელმაც, 2017 წლის 23 იანვარს ახსნა-განმარტება მისცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას და მიუთითა, რომ 2015 წლის 11 იანვრის ფაქტთან დაკავშირებით თავს თვლიდა დამნაშავედ, რომ არ უნდა შესულიყო კონფლიქტში უცხო მოქალაქეებთან და გულწრფელად ინანიებდა აღნიშნულ ქმედებას.(ს.ფ. 78-79).
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გენერალური ინსპექციის უფროსის მიერ შემოწმების შედეგებზე გაიცა დასკვნა, რომლითაც დგინდება, რომ სამცხე- ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბორჯომის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის №------------ საქმეზე, ბორჯომის რაიონის სოფელ ს------–- მომხდარი ჩხუბის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით. დადგენილი იქნა, რომ 2015 წლის 10 იანვარს, დაახლოებით 21:00 საათზე ბორჯომის რაიონის სოფელ ს------–-, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურემ - გ------- ბ-–---ემ და მისმა ძმამ - ვ-–-------- ბ-–---ემ ცემეს გ------- ხ-------–---–ი და ვ----–----–----ე, რომლებმაც ცემის შედეგად მიიღეს მსუბუქი ხარისხის სხეულის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად. 2016 წლის 21 დეკემბერს, საქართველოს სისხლის სამართის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 168-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, გ------- ბ-–---ის მიმართ არ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა ჩადენილი დანაშაულისთვის, იმის გათვალისწინებით, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედება არ ქმნიდა მაღალ საზოგადოებრივ საშიშროებას, დასაშვები იყო სასჯელის მიზნების ალტერნატიული გზების მიღწევაც. ამასთან, გ------- ბ-–---ეს ჩადენილი ჰქონდა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, იგი ნასამართლეობის არმქონე იყო და სრულიად აღიარებდა ჩადენილ დანაშაულს, დაზარალებულებს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნდათ, იგი განრიდებული იქნა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და დაეკისრა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 500 ლარის გადახდა, რის გამოც 105-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად სისხლის სამართლის №------------ საქმეზე გამოძიება შეწყდა.
დასკვნაში მითითებულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ გ------- ბ-–---ე განრიდებული იქნა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, მის მიერ ჩადენილი ქმედება წარმოადგენდა მოქმედი კანონმდებლობის დარღვევას, ეწინააღმდეგებოდა შს სამინისტროს მოსამსახურეთათვის დადგენილი ქცევის წესებს და ეთიკის ნორმებს, რაც მიუღებელი იყო შს სამინისტროს ძირითადი პრინციპებისთვის, ვინაიდან კანონის უზენაესობის პრინციპი საქართველოს პოლიციის ძირითად საფუძველს წარმოადგენდა.
გენერალური ინსპექციის უფროსმა მიიჩნია, რომ პოლიციის უფროსმა სერჟანტმა - გ------- ბ-–---ემ ჩაიდინა საქართველოს შს სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ (ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ) და „ვ“ (მოსამსახურისთვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა. აღნიშნულიდან გამომდინარე კი პოლიციის უფროს სერჟანტ - გ------- ბ-–---ის მიმართ უნდა გამოყენებულიყო შს სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-3 მუხლის „ზ“ პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელი - „სამსახურიდან დათხოვნა“.(ს.ფ. 82-84).
სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2017 წლის 14 თებერვლის №3----- ბრძანებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურეთა დისციპლინური წესდების“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტების, მე-3 მუხლის „ზ“ პუნქტის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 74-ე მუხლის პირველი პუნქტის და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებით დამტკიცებული შსს სსიპ - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ზნეობრივი და ეთნიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრედიტაციისკენ მიმართული უღირსი საქციელი განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ, მოსამსახურისთვის შეუფერებელი ქმედებისთვის, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს, შსს სსიპ - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ს--–-------------------------–---------–--------–-–----------------–--------------------–--------–-–--------------–------------------–ი რეაგირების ჯგუფის უმცროს ინსპექტორს, პოლიციის უფროს სერჟანტ - გ------- ბ-–---ეს (პ/ნ: 1----------) შეეფარდა დისციპლინური სახდელი - „სამსახურიდან დათხოვნა“, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებიდან. საფუძველი: შსს გენერალური ინსპექციის უფროსის მიერ დამტკიცებული (№----------------) დასკვნა.(ს.ფ. 19-20).
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, საჯარო სამსახური (შემდგომ - სამსახური) არის საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო თანამდებობა არის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც განსაზღვრავს მოქალაქის ადგილსა და სოციალურ-შრომით როლს საჯარო სამსახურის სისტემაში, მის უფლებებსა და მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, ხოლო მე-4 პუნქტით სახელმწიფო თანამდებობაზე საქმიანობად ითვლება შრომითი ურთიერთობა არჩევით ან დანიშვნით თანამდებობაზე იმ დაწესებულებაში, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებს საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებას, სახელმწიფო ზედამხედველობას და კონტროლს, აგრეთვე სახელმწიფო თავდაცვას.
სასამართლომ მიუთითა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებაზე, რომლის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის აღმასრულებელი ხელისუფლების განმახორციელებელი სამართალდამცავი დაწესებულებების სისტემა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში ახორციელებს პრევენციულ და სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებებს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დასაცავად, ასევე სხვა საჯარო ფუნქციებს, ამავე დებულების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიულ პირს წარმოადგენს დაცვის პოლიციის დეპარტამენტი, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლით გათვალისწინებული საქვეუწყებო დაწესებულებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების კომპეტენცია განისაზღვრება მათი დებულებით/წესდებით და შესაბამისი კანონმდებლობით.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებაზე „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“, რომლის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე უფლებამოსილია დანიშნოს და გაათავისუფლოს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, გარდა ამ დებულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ გ------- ბ-–---ეს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გათავისუფლებამდე ეკავა შსს სსიპ - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ს--–-------------------------–---------–--------–-–----------------–--------------------–--------–-–--------------–------------------–ი რეაგირების ჯგუფის უმცროსი ინსპექტორის თანამდებობა. შესაბამისად იგი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს და მასზე ვრცელდებოდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამინისტროს მოსამსახურე შეიძლება დათხოვნილ/თანამდებობიდან გათავისუფლებული იქნეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ან მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენის გამო.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებაზე - „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების დამტკიცების თაობაზე”, რომლის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულია დისციპლინური გადაცდომის სახეები, მათ შორის „დ“ ქვეპუნქტით ერთ-ერთ ასეთ სახეს წარმოადგენს ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ, ხოლო „ვ“ ქვეპუნქტით დისციპლინური გადაცდომის სახე არის მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს.
აღნიშნული წესდების მე-3 მუხლით გათვალისწინებულია დისციპლინური სახდელის სახეები, კერძოდ, მითითებული მუხლის „ზ“ პუნქტით ერთ-ერთ დისციპლინურ სახდელს წარმოადგენს სამსახურიდან დათხოვნა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, დადგენილია, რომ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2017 წლის 14 თებერვლის №3----- ბრძანებით შსს სსიპ - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ს--–-------------------------–---------–--------–-–----------------–----------------------–--------–-–---------------–-------------------–----------------------ის უმცროს ინსპექტორს, პოლიციის უფროს სერჟანტ - გ------- ბ-–---ეს (პ/ნ: 1----------) შეეფარდა დისციპლინური სახდელი - „სამსახურიდან დათხოვნა“, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებიდან.
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი (შემდგომში – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი) არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის №261 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის უფლებამონაცვლეა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაცვის პოლიციის დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებით, ამ დებულებით და მოქმედი კანონმდებლობით.
აღნიშნული დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ამოცანებია კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელება, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, დადებული ხელშეკრულებების, სახელმწიფო შეკვეთების ფარგლებში მესაკუთრის ქონებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ამ ამოცანების განხორციელების მიზნით დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ხელშეკრულებების, სახელმწიფო შეკვეთების საფუძველზე, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში: ა) ახორციელებს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა (მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა) დაცვას; ბ) ახორციელებს დიპლომატიური მისიებისა და მათი ხელმძღვანელების რეზიდენციების, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფო ობიექტების, ეროვნული საგანძურის და კულტურული მემკვიდრეობის, მნიშვნელოვანი ობიექტების, სატრანსპორტო საშუალებებისა და კომუნიკაციების, ენერგეტიკისა და სხვა ობიექტების დაცვას, ფულადი სახსრებისა და სხვა ფასეულობათა გადაზიდვას (ინკასაცია) და დაცვას გადაზიდვის დროს, მოძრავი ტვირთების დაცვა-გაცილებას; გ) ახორციელებს დასაცავი ობიექტების დაცვით-ტექნიკური საშუალებებით (მათ შორის, ავტოსატრანსპორტო საშუალებების სანავიგაციო სისტემებით) აღჭურვას ან/და მომსახურებას; დ) ამოწმებს კერძო დაცვითი ორგანიზაციის, ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობის შესაბამისობას „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებთან და ამ მოთხოვნების დარღვევისათვის შესაბამის პასუხისმგებლობას აკისრებს კერძო დაცვით ორგანიზაციას, ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირს; ე) ახორციელებს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ღონისძიებებს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლი განსაზღვრავს აქტის დასაბუთების წესს, რომელიც ერთიანია ყველა ადმინისტრაციული ორგანოსთვის და რომლის თანახმად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ მასში მითითებული უნდა იქნას ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წინამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად - დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად - დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. ამდენად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი იმპერატიულად მოითხოვს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების დროს დაცული იქნას საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპი, რომლის შინაარსი მდგომარეობს საჯარო და კერძო ინტერესების თანაზომიერ გაწონასწორებასა და მათ მართლზომიერ დაბალანსებაში.
შესაბამისად იმ შემთხვევაშიც, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი მაინც შეზღუდულია კანონის მოთხოვნის ფარგლებით, რადგან ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის შესაბამისად - თუ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, მართალია სასამართლო არ არის უფლებამოსილი ჩაერიოს ადმინისტრაციული ორგანოს ან შესაბამისი თანამდებობის პირის არჩევანში, რაც დაკავშირებულია მათ დისკრეციას მიკუთვნებულ ისეთი გადაწყვეტილების მიღებასთან, როგორიც არის საშტატო ერთეულზე ამა თუ იმ პირის დანიშვნა/გათავისუფლება, რადგან აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა მხოლოდ მათი გადასაწყვეტია, მაგრამ მითითებული მსჯელობა არ ნიშნავს იმას, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით და ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციის ფარგლებში, არ უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, რადგან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით - თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად - ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
ზემოთ მითითებულიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს გააჩნია ვალდებულება დაასაბუთოს გადაწყვეტილება, კერძოდ ახსნას, განმარტოს და დაასაბუთოს თუ რატომ და რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2015 წლის 10 იანვარს, ბორჯომის რაიონის სოფელ ს------–-, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურე - გ------- ბ-–---ემ და მისმა ძმამ - ვ-–-------- ბ-–---ემ ცემეს გ------- ხ-------–---–ი და ვ----–----–----ე, რომლებმაც ცემის შედეგად მიიღეს მსუბუქი ხარისხის სხეულის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად. 2016 წლის 21 დეკემბრის №---------- დადგენილების მიხედვით, სისხლის სამართლის №------------ საქმეზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად (პროკურორმა უარი თქვა ბრალდებაზე), შეწყდა გამოძიება და გ------- ბ-–---ე განრიდებული იქნა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და დაეკისრა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 500 ლარის გადახდა.
ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ჩატარდა სამსახურებრივი შემოწმება, რომლის საფუძველზეც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ, 2017 წლის 3 თებერვალს მიღებული იქნა დასკვნა, რომელშიც მითითებულ იქნა, რომ ჩადენილი ქმედება წარმოადგენდა მოქმედი კანონმდებლობის დარღვევას, ეწინააღმდეგებოდა შს სამინისტროს მოსამსახურეთათვის დადგენილი ქცევის წესებს და ეთიკის ნორმებს, რაც მიუღებელი იყო შს სამინისტროს ძირითადი პრინციპებისთვის, ვინაიდან კანონის უზენაესობის პრინციპი საქართველოს პოლიციის ძირითად საფუძველს წარმოადგენდა. გენერალურმა ინსპექციის უფროსმა მიიჩნია, რომ გ------- ბ-–---ემ ჩაიდინა საქართველოს შს სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ (ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ) და „ვ“ (მოსამსახურისთვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა. აღნიშნული დასკვნა კი სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2017 წლის 14 თებერვლის №3----- ბრძანების მიღების საფუძველი გახდა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად განსაზღვრულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის კანონიერება გადამწყვეტი მნიშვნელობისაა აქტის ადრესატისთვის, რამდენადაც მძიმე სამართლებრივ შედეგებს იწვევს მისთვის, შესაბამისად, მისი მომზადება, მიღება და გამოცემა უნდა პასუხობდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ მოთხოვნებს და ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება, ანუ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება, დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სრულყოფილად იქნა ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოება, გამოკვლეული და შესწავლილი იქნა ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელეს, როგორც დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელს მოეთხოვებოდა თმენის ვალდებულება მაღალი ხარისხით, ასევე, მას ევალებოდა მიეღო ყველა ზომა, რათა თავიდან აეცილებინა ნებისმიერი მოქმედება, რომელიც ზიანს მიაყენებდა როგორც პირადად მას, ასევე მისი სამსახურის რეპუტაციას. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მის გულწრფელ მონანიებას უკვე ჩადენილი ქმედების მიმართ.
სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, გასაჩივრებული სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2017 წლის 14 თებერვლის №3----- ბრძანება გამოცემულია დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, კანონიერია და განსახილველ შემთხვევაში ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევას, რის გამოც არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი) 127-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ სამსახურიდან განთავისუფლებაზე ან გადაყვანაზე გაცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების არაკანონიერად აღიარების შემთხვევაში, მოხელე ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღდგენას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი უარს ამბობს აღდგენაზე.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, ანალოგიური შინაარსის დებულებებს შეიცავს დღეს მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში.
აქედან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, ვინაიდან კანონმდებლობა საჯარო მოსამსახურის სამსახურში აღდგენას, ცალსახად უკავშირებს მისი დათხოვნის/გათავისუფლების უკანონობას, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არა აქვს, შესაბამისად, არ არსებობს მოსარჩელე გ------- ბ-–---ის სამსახურში აღდგენის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი) 112-ე მუხლის თანახმად, სამსახურიდან უკანონოდ განთავისუფლებული მოხელე უფლებამოსილია მოითხოვოს განთავისუფლების უკანონოდ ცნობა, განთავისუფლების საფუძვლის შეცვლა და თანამდებობრივი სარგო. ამავე კანონის 127-ე მუხლის მე-6 პუნქტით კი, მოხელის მიერ მოთხოვნილი განაცდური ხელფასი ამ კანონის 112-ე მუხლით დადგენილი ოდენობით ანაზღაურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება მოხელეს აღადგენს სამსახურში.
ამასთან, სასამართლომ მიუთითა, რომ დღეს მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, გამომდინარე იქედან, რომ განაცდური ხელფასი ანაზღაურდება დაწესებულების მიერ მოხელის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში, ხოლო სასამართლომ ბათილად არ ცნო გასაჩივრებული სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2017 წლის 14 თებერვლის №3----- ბრძანება და უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა სამსახურში აღდგენის შესახებ, შესაბამისად, არ არსებობს საფუძველი მოპასუხეს - სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს დაევალოს მოსარჩელე გ------- ბ-–---ის სასარგებლოდ განაცდური ხელფასის ანაზღაურება.
სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულყოფილად და ობიექტურად არ გამოიკვლია მტკიცებულებები და უსაფუძვლოდ უთხრა უარი მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე. სააპელაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილმა პირმა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ ყოველგვარი გადამოწმების გარეშე გაიზიარა შსს-ს გენერალური ინსპექციის N 2--------------- დასკვნა, რაც მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა. არ გაითვალისწინა გ------- ბ-–---ის პირადი და პროფესიული ჩვევები, მისი საქმიანობა დაკავებულ თანამდებობაზე, ის გარემოება, რომ წარსულში მას რაიმე დარღვევა არ ჰქონი, რომ ის შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გამოჩენილი მამაცობისთვის დაჯილდოებული იქნა მედლით ,,მხედრული მამაცობისთვის" და საკითხის არსებითი შესწავლის გარეშე გ. ბ-–---ის მიმართ გამოიყენა შსს მინისტრის N 989 ბრძანებით დამტკიცებული ,, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-3 მუხლით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სახე ,,თანამდებობიდან დათხოვნა."
სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დადასტურდა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ აქვს დასაბუთებული, რაში გამოიხატა გ. ბ-–---ის მხრიდან ზნეობრივი და ეთიკური ნორმების დარღვევა, ასევე სამინისტროს ავტორიტეტის შელახვა. არ დასაბუთებულა თუ რატომ არ იმსახურებდა გ. ბ-–---ე შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურს და რატომ უნდა წართმეოდა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული შრომის უფლება. აპელანტის მითითებით, ადმინისტრაციული ორგანოს აღნიშნული ქმედება წინააღმდეგობაში მოდის როგორც ევროსასამართლოს, ასევე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკასთან. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლი იმპერატიულად ადგენს დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო და კერძო ინტერების პროპორციულობის დაცვის ვალდებულებას. დასაქმებულისათვის პასუხისმგებლობის ზომათა დაკისრების დროს ადმინისტრაციული ორგანო (თანამდებობის პირი) ვალდებულია, პასუხისმგებლობის ზომათა გრადაცია (პირველად შედარებით მსუბუქი ღონისძიების გამოყენება) დაიცვას. ყოველივე აღნიშნული დადგენილია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლითაც (იხ. სასამართლოს ყოფ. მეხუთე სექციის პალატის 2012 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე ,, ალექსანდრე ვოლკოვი უკრაინის წინააღმდეგ " განაცხადი N 21722/11 ).
აპელანტის მითითებით, არ არის არგუმენტირებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების 6.5. პუნქტში გადმოცემული მსჯელობა, მასზედ, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სრულყოფილად იქნა ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოება, გამოკვლეული და შესწავლილი იქნა ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად. ასევე, რომ მოსარჩელეს, როგორც დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელს მოეთხოვებოდა თმენის ვალდებულება მაღალი ხარისხით, ასევე, მას ევალებოდა მიეღო ყველა ზომა, რათა თავიდან აეცილებინა ნებისმიერი მოქმედება, რომელიც ზიანს მიაყენებდა როგორც პირადად მას, ასევე მისი სამსახურის რეპუტაციას. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული წერილობითი მტკიცებულებებით, კერძოდ, შსს-ს გენერალური ინსპექციის N 2--------------- დასკვნით, სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის გ--------–---–ის 2016 წლის 12 დეკემბრის წერილით, თვით ასევე, მოსარჩელე გ. ბ-–---ის ახსნა-განმარტებით დადასტურდა, რომ გ. ბ-–---ეს არ ჩაუდენია ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი და მოსამსახურისთვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს. აპელანტის მითითებით დადასტურებულია, რომ 2015 წლის 10 იანვარს, დაახლოებით 21.00 საათზე ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ს------–- მომხდარი ინციდენტის თაობაზე სწორედ გ. ბ-–---ემ შეატყობინა შსს-ს ბორჯომის სამმართველოს. სასამართლო სხდომაზე დადასტურდა, ასევე, რომ შსს-ს გენერალურ ინსპექციაში სამსახურებრივი შემოწმებისას ის შეიყვანეს შეცდომაში და ცრუ დაპირებით ურჩიეს ეღიარებინა ვითომდა მის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენა, სანაცვლოდ კი დაპირდნენ მუშაობის დაუბრკოლებლად გაგრძელებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში სარჩელის საფუძველზე მოთხოვნილია გ------- ბ-–---ისათვის დისციპლინური სახდელის შეფარდებისა და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნის შესახებ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2017 წლის 14 თებერვლის №3----- ბრძანების ბათილად ცნობა, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც გ------- ბ-–---ე აღდგენილი იქნება გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე და სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ განაცდურის ანაზღაურების დაკისრება გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის გათვალისწინებული ყოველთვიური ოდენობით.
დადგენილია, რომ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2017 წლის 14 თებერვლის №3----- ბრძანებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურეთა დისციპლინური წესდების“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტების, მე-3 მუხლის „ზ“ პუნქტის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 74-ე მუხლის პირველი პუნქტის და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებით დამტკიცებული შსს სსიპ - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ზნეობრივი და ეთნიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრედიტაციისკენ მიმართული უღირსი საქციელი განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ, მოსამსახურისთვის შეუფერებელი ქმედებისთვის, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს, შსს სსიპ - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ს--–-------------------------–---------–--------–-–----------------–--------------------–--------–-–--------------–------------------–ი რეაგირების ჯგუფის უმცროს ინსპექტორს, პოლიციის უფროს სერჟანტ - გ------- ბ-–---ეს (პ/ნ: 1----------) შეეფარდა დისციპლინური სახდელი - „სამსახურიდან დათხოვნა“, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებიდან. საფუძველი: შსს გენერალური ინსპექციის უფროსის მიერ დამტკიცებული (№----------------) დასკვნა.(ს.ფ. 19-20).
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ყოველ მოქალაქეს აქვს უფლება დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. ასევე, ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება. შრომის თავისუფლება საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით ნიშნავს არა მხოლოდ ადამიანის უფლებას თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში, თავად აირჩოს შრომითი საქმიანობის ესა თუ ის სფერო, არამედ აგრეთვე სახელმწიფოს ვალდებულებას იზრუნოს მოქალაქეთა დასაქმებაზე და დაიცვას მათი შრომითი უფლებები (საკონსტიტუციო სასამართლოს 26.10.2007წ. გადაწყვეტილება საქმეზე N2/2-389). შრომის უფლება გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას სათანადო, კანონიერი საფუძვლის გარეშე არ დაუშვას დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა. ამასთანავე, შრომის უფლება არ არის აბსოლუტური, აღნიშნული უფლებით დაცული სფერო შესაძლებელია დაექვემდებაროს შეზღუდვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლეგიტიმური მიზნითა და თანაზომიერების პრინციპის დაცვით. შრომის უფლების დაცვა არ გულისმობს დამსაქმებლის აბსოლუტურ შეზღუდვას კანონით გათვალისწინებული საფუძვლის შემთხვევაში გაათავისუფლოს დასაქმებული. ამდენად, მოცემული დავის გადაწყვეტა საჭიროებს გ------- ბ-–---ის გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების დადგენას.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში, ზოგადად საჯარო სამსახურის და განსაკუთრებით პოლიციის მიმართ, საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბება და დაცვა უმნიშვნელოვანეს ლეგიტიმურ საჯარო ინტერესს წარმოადგენს, რამდენადაც საჯარო სამსახურის და განსაკუთრებით პოლიციის საქმიანობის ეფექტურობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საზოგადოების ნდობასა და საჯარო სამსახურის ავტორიტეტზე, რაც შესაბამისი საჯარო მოსამსახურეების და პოლიციელების სათანადო ქცევითა და საქმიანობით მიიღწევა. პოლიციელთა ქცევისა და მათ მიმართ ნდობის განსაკუთრებული მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ საზოგადოებაში პოლიციელი აღქმულია კანონისა და ზნეობრივი ნორმების განუხრელად შემსრულებლად და საზოგადოებაში მათი დაცვის გარანტად.
„პოლიციის შესახებ“ კანონის 59-ე მუხლის შესაბამისად, პოლიციელი და სამინისტროს სხვა მოსამსახურე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისა და დანაშაულის ჩადენისათვის პასუხს აგებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. "საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსით" განსაზღვრული ნორმების დაცვა ევალება როგორც სამუშაო, ასევე არასამუშაო დროს (3.3.მუხ.), ნორმების დარღვევა იწვევს დისციპლინურ პასუხისმგებლობას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად (მე-8 მუხ.). საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 31.12.2013წ. N989 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების" მე-2 მუხლის შესაბამისად დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის მოსამსახურეს ეკისრება დისციპლინური სახდელი.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დისკრეციული უფლებამოსილება ადმინისტრაციულ ორგანოსა ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. დისკრეციული უფლებამოსილების რეალიზების დროს დაცული უნდა იყოს საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპი. დისციპლინური სახდელის გამოყენებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ჩადენილი გადაცდომის შინაარსი, სიმძიმე და შედეგები, აგრეთვე ჩადენის გარემოებები, მოსამსახურის პიროვნება და დამსახურება. ცხადია, რომ ნებისმიერი დარღვევა არ წარმოადგენს პირის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს. პალატა არ იზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას დარღვევის უმნიშვნელო ხასიათის შესახებ და თვლის, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან განრიდების მიუხედავად, გ------- ბ-–---ის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება არღვევს შს სამინისტროს მოსამსახურეთათვის დადგენილი ქცევის წესებს.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მიზანია საჯარო მოსამსახურის მიერ კანონმდებლობით დადგენილი ფუნქციების ჯეროვნად შესრულების უზრუნველყოფა, დადგენილი ქცევის წესების დაცვა, მათი დარღვევის პრევენცია. დისციპლინური ზომის გამოყენება, როგორც ადმინისტრაციის ცალმხრივი ნების გამოვლენა, მართლზომიერად უნდა განხორციელდეს. ადმინისტრაციის მხრიდან ნებისმიერ დარღვევაზე რეაგირება უნდა განხორციელდეს პროპორციულობის მოთხოვნის დაცვით, საჯარო მოსამსახურისათვის დაკისრებული დისციპლინური სახდელი შესაბამისობაში უნდა იყოს მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმესთან და ითვალისწინებდეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას არსებულ გარემოებებს. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდება ხდება დარღვევის მიზეზის, დამდგარი შედეგის, მისი თავიდან აცილების შესაძლებლობის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. ამდენად, სამსახურიდან გათავისუფლება, როგორც უკიდურესი ღონისძიება, უნდა იყოს დარღვევის სიმძიმის პროპორციული.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო ჩადენილი გადაცდომის შინაარსიის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ ჩადენილი ქმედება მიმართულია საჯარო მოსამსახურისათვის - პოლიციელისათვის დადგენილი პროფესიული ქცევის წესებისა და ზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ, გ------- ბ-–---ის მიერ ჩადენილი ქმედება ლახავს შს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს. ამდენად ჩარევის კანონიერი საფუძვლის, ლეგიტიმური მიზნის და ჩარევის ინტენსივობის გათვალისწინებით, დასაბუთებულია ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია ჩარევის კანონით გათვალისწინებული ლეგიტიმური მიზნის - საჯარო ინტერესის დაცვის მიზნის პროპორციულობის შესახებ.
სააპელაციო პალატა არ იზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას სადავო აქტის დაუსაბუთებლობის შესახებ და აღნიშნავს, რომ სადავო აქტში, გარდა აქტის გამოცემის სამართლებრივი საფუძვლებისა, ასევე მითითებულია რომ აქტის გამოცემის საფუძველია - შსს გენერალური ინსპექციის დასკვნა. შს სამინისტროს გენერალური ინსპექცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტროს სისტემაში "პოლიციის ეთიკის კოდექსისა" და "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა დისციპლინური წესდების" ნორმების დარღვევის, მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენას და სათანადო რეაგირებას, აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი მიზეზების აღმოსაფხვრელად შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას ("პოლიციის შესახებ" კანონის 57.4 მუხ. "ა" და "გ" ქვეპუნქტები, საქართველოს მთავრობის 13.12.2013წ. N337 დადგენილებით დამტკიცებული "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების" მე-10 მუხ. "გ" ქვპ). საქართველოს შს მინისტრის 23.02.2015წ. N123 ბრძანებით დამტკიცებული გენერალური ინსპექციის დებულების მიხედვით, სხვა ამოცანებთან ერთად, ინსპექციის ამოცანას შეადგენს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და საქვეუწყებო დაწესებულებებში კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების კონტროლი, სამინისტროს სისტემაში ეთიკის, დისციპლინური ნორმების დარღვევის, კონკრეტულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა და სათანადო რეაგირება, სამსახურებრივი ეთიკის ნორმების შესრულებისათვის კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება (მე-2 მუხ., "ა" , "ბ", "ე" ქვპ.).
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გენერალური ინსპექციის უფროსის მიერ შემოწმების შედეგებზე გაცემული დასკვნის თანახმად, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბორჯომის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის №------------ საქმეზე, ბორჯომის რაიონის სოფელ ს------–- მომხდარი ჩხუბის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით. დადგენილი იქნა, რომ 2015 წლის 10 იანვარს, დაახლოებით 21:00 საათზე ბორჯომის რაიონის სოფელ ს------–-, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურემ - გ------- ბ-–---ემ და მისმა ძმამ - ვ-–-------- ბ-–---ემ სცემეს გ------- ხ-------–---–ი და ვ----–----–----ე, რომლებმაც ცემის შედეგად მიიღეს მსუბუქი ხარისხის სხეულის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად. 2016 წლის 21 დეკემბერს, საქართველოს სისხლის სამართის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 168-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, გ------- ბ-–---ის მიმართ არ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა ჩადენილი დანაშაულისთვის, იმის გათვალისწინებით, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედება არ ქმნიდა მაღალ საზოგადოებრივ საშიშროებას, დასაშვები იყო სასჯელის მიზნების ალტერნატიული გზების მიღწევა. ამასთან, გ------- ბ-–---ეს ჩადენილი ჰქონდა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, იგი ნასამართლეობის არმქონე იყო და სრულიად აღიარებდა ჩადენილ დანაშაულს, დაზარალებულებს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნდათ, იგი განრიდებული იქნა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და დაეკისრა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 500 ლარის გადახდა, რის გამოც 105-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად სისხლის სამართლის №------------ საქმეზე გამოძიება შეწყდა.
დასკვნაში მითითებულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ გ------- ბ-–---ე განრიდებული იქნა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, მის მიერ ჩადენილი ქმედება წარმოადგენდა მოქმედი კანონმდებლობის დარღვევას, ეწინააღმდეგებოდა შს სამინისტროს მოსამსახურეთათვის დადგენილ ქცევის წესებს და ეთიკის ნორმებს, რაც მიუღებელი იყო შს სამინისტროს ძირითადი პრინციპებისთვის, ვინაიდან კანონის უზენაესობის პრინციპი საქართველოს პოლიციის ძირითად საფუძველს წარმოადგენდა.
გენერალური ინსპექციის უფროსმა მიიჩნია, რომ პოლიციის უფროსმა სერჟანტმა - გ------- ბ-–---ემ ჩაიდინა საქართველოს შს სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ (ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ) და „ვ“ (მოსამსახურისთვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა. აღნიშნულიდან გამომდინარე კი პოლიციის უფროს სერჟანტ - გ------- ბ-–---ის მიმართ უნდა გამოყენებულიყო შს სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-3 მუხლის „ზ“ პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელი - „სამსახურიდან დათხოვნა“.(ს.ფ. 82-84).
სააპელაციო სასამართლო თვლის, მხოლოდ პროკურორის მიერ ბრალდებაზე უარის თქმა და განრიდების გამოყენება, არ ადასტურებს გ------- ბ-–---ის ქმედებაში დისციპლინური გადაცდომის არ არსებობის ფაქტს, კანონით აკრძალული ქმედების ჩადენის ფაქტის სასამართლო აქტით დადასტურების არ არსებობა, ნასამართლობის არქონა სასამართლოს მოსაზრებით, არ გამორიცხავს მისი დადგენის შესაძლებლობას დისციპლინური წარმოების ფარგლებში.
სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განრიდება წარმოადგენს სისხლისსამართლებრივი დევნის/სასჯელის ალტერნატიულ მექანიზმს, რომელიც გულისხმობს პირის მიმართ ისეთი ღონისძიებების გამოყენებას, რომელთა შესრულების შემთხვევაში პროკურორი არ იწყებს სისხლისსამართლებრივ დევნას ან თუ დევნა დაწყებულია, იღებს სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის გადაწყვეტილებას. განრიდება იძლევა მართლმსაჯულების მიზნების მიღწევის შესაძლებლობას პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი სანქციის გამოყენების და მისი თანმდევი ნეგატიური შედეგის გარეშე. ამასთანავე, განრიდების ინსტიტუტის გამოყენება არ გამორიცხავს პირის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტს, განრიდების შემთხვევაში ქმედების ჩადენის ფაქტი დადასტურებულია (იხ. სუს 20.04.2017წ. გადაწყვეტილება საქმეზე N ბს-644-637(კ-16)), უფრო მეტიც, სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმი გამოიყენება სწორედ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როდესაც პირი აღიარებს სამართალდარღვევის ჩადენას, პირს გაცნობიერებული აქვს თავისი საქციელის მართლწინააღმდეგობა და გამოხატავს მზადყოფნას გამოასწოროს უარყოფითი შედეგები, ხოლო სახელმწიფო თავის მხრივ იჩენს ჰუმანურობას და კონფლიქტს ნაკლებად ხისტი მეთოდით აგვარებს, რაც საშუალებას აძლევს ქმედების ჩამდენ პირს განერიდოს სისხლისსამართალწარმოებასა და მისგან მომდინარე ნეგატიურ შედეგებს-სისხლისსამართლებრივ სასჯელს და ნასამართლობას. განსახილველ შემთხვევაში დასტურდება, რომ გ------- ბ-–---ემ და მისმა ძმამ - ვ-–-------- ბ-–---ემ სცემეს გ------- ხ-------–---–ი და ვ----–----–----ე, რომლებმაც ცემის შედეგად მიიღეს მსუბუქი ხარისხის სხეულის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად, რაც მოსარჩელემ თავადაც აღიარა. (დევნის შეწყვეტის შესახებ 21.12.16წ. დადგენილებით დასტურდება, რომ ბრალდებული თანამშრომლობდა გამოძიებასთან, აღიარა ჩადენილი დანაშაული და თანხმობა განაცხადა განრიდებაზე, 13.04.16წ. განრიდების შეთავაზების ოქმის თანახმად, მოსარჩელეს განემარტა, რომ განრიდების პირობების შესრულება ნებაყოფლობითია, გ------- ბ-–---ეს არ გაუსაჩივრებია განრიდების გამოყენების შესახებ ოქმი და შეასრულა მისი პირობები სრულად). სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ პირის მიმართ განრიდების გამოყენება გამორიცხავს ნასამართლობას, ვინაიდან სასამართლო არ მსჯელობს პირის ბრალეულობაზე და შესაბამისად განაჩენის გამოტანა არ ხდება დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ, თუმცა გ------- ბ-–---ის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტა არ ადასტურებს, რომ მას არ ჩაუდენია მართლსაწინააღმდეგო ქმედება, დისციპლინური სამართალდარღვევა. სისხლის სამართლის და დისციპლინურ წარმოებას შორის სხვაობა უდაოდ არსებობს, დისციპლინური და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განსხვავებული ბუნებისაა, მათ განსხვავებული მიზნები, მტკიცების სტანდარტები და შემადგენელი ელემენტები აქვთ, დისციპლინური წარმოება არ ცვლის სისხლისსამართლებრივს (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 08.06.1976წ. გადაწყვეტილება საქმეზე "ენგხელი და სხვები ნიდერლანდების წინააღმდეგ"(§81,82), 28.01.1983წ. გადაწყვეტილება "ალბერი და ლე კომპტი ბელგიის წინააღმდეგ", §25). ამასთანავე, განაჩენის არარსებობა არ ადასტურებს დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შეუძლებლობას, საქმეში დაცული მტკიცებულებების ადმინისტრაციული საქმის განმხილველი სასამართლოს მიერ შეფასების შეუძლებლობას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 11.02.2003წ. გადაწყვეტილება "ი. ნორვეგიის წინააღმდეგ", §41). მსგავს საქმეში, რომელშიც სისხლისსამართლებრივ ბრალდებაში გამართლებული პოლიციელი სამსახურიდან გათავისუფლდა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ დისციპლინურ სამართალწარმოებასა და სისხლისსამართლებრივ მსჯავრდებას განსხვავებული მტკიცების სტანდარტი აქვს. დისციპლინური წარმოების ფარგლებში დგინდება არა პოლიციელის დანაშაული, არამედ სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევა, გამამტყუნებელი განაჩენის არარსებობა არ ადასტურებს პირისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებისა და სისხლის სამართლის საქმეში დაცული მტკიცებულებების ადმინისტრაციული საქმის განმხილველი სასამართლოს მიერ შეფასების შეუძლებლობას (იხ. საქმე „სიკიჩი ხორვატიის წინააღმდეგ“ 15.07.2010, N9143/08, §53-55). მართალია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლში 24.09.2010წ. კანონით შეტანილი ცვლილებების შედეგად სისხლის სამართლის აქტს არ აქვს პრეიუდიციული ძალა, თუმცა აღნიშნული არ გამორიცხავს სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით მიღებული პროცესუალური აქტების მტკიცებულებად მიღებასა და მათი სხვა მტკიცებულებებთან ურთიერთშეჯერებით შესაბამისი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას (სუს 22.01.2015წ. განჩინება, საქმე Nბს-144-141(2კ-14), სუს 17.01.2019 წელი, გადაწყვეტილება საქმეზე Nბს-809-805(3კ-17)).
სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განრიდებას არ გამოუწვევია ავტომატურად დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება, ადმინისტრაციულმა ორგანომ ჩაატარა დისციპლინური წარმოება, სამართალდარღვევის ჩადენა გ------- ბ-–---ემ სრულად აღიარა არა მხოლოდ სისხლის სამართალწარმოების პროცესში. საქმეში დაცულია საქართველოს შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის საქმე N------ გ------- ბ-–---ის მიმართ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგებზე. საქმეში დაცულია სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შემდეგ შს სამინისტროს გენერალური ინსპექციისათვის 23.01.2017 წ. მიცემული ახსნა-განმარტების ხელწერილი დაწერილი გ------- ბ-–---ის მიერ, რომელშიც ის უთითებს, რომ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მისთვის უცნობ მოქალაქეებს. ახსნა-განმარტებაში გ------- ბ-–---ე აღნიშნავს, რომ სრულად აცნობიერებს ჩადენილ ქმედებას, თავს გრძნობს დამნაშავედ. (ს.ფ.78-79). ამდენად, დისციპლინურ წარმოებაშიც მოსარჩელემ დაადასტურა მის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო, ჩადენილი გადაცდომის შინაარსისა და სიმძიმის გათვალისწინებით იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელემ აღიარა მის მიერ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, დაეთანხმა და არ გაასაჩივრა მის მიმართ გამოყენებული განრიდება, შეასრულა განრიდების შეთავაზების ოქმში მითითებული ყველა პირობა და დისციპლინური წარმოებებისას დაადასტურა მის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოყენებული დისციპლინარული სახდელი - სამუშაოდან დათხოვნა მართებულია. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელის სამსახურის სტატუსიდან გამომდინარე იგი თავად უნდა უზრუნველყოფდეს სახელმწიფო უსაფრთხოებასა და საზოგადოებრივ წესრიგს, არათუ თავად არღვევდეს მას. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ პოლიციელის მიმართ მოქმედებს მაღალი სადისციპლინო-საშემსრულებლო მოთხოვნები, რაც საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოს თანამშრომლებს ქცევის კიდევ უფრო მაღალ სტანდარტს უწესებს და მკვეთრად გამიჯნავს საჯარო სამსახურის სხვა მოხელეებისაგან.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო საჩივარში გამოთქმულ მოსაზრებებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტის მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე და წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3-ე მუხლის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ გათავისუფლების მართლზომიერება გამორიცხავს სამსახურში აღდგენის მოთხოვნის დაკმაყოფილებას. თავის მხრივ იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება მოხელის აღდგენის შემთხვევაშია შესაძლებელი, კანონზომიერი გათავისუფლება გამორიცხავს იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს გ------- ბ-–---ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი (სზაკ-ის 60-ე მუხ.), დაუშვებელია გ------- ბ-–---ის სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილება.
პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა საპროცესო დარღვევების გარეშე, სწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რისი გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 386-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
დაადგინა:
1. გ------- ბ-–---ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქ.N32), დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან ოცდაერთი დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ.N7ა).
მოსამართლე: ნინო ქადაგიძე