განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№1/2709-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
“ 01“ ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა,თამთა გაჩეჩილაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის - რ--------------ის,ბრალდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატების - თ------------ის და ზ--------------–-–---–ის,თარჯიმან - მ----------–----ის,ბრალდებულ ა----------------–--ის
მონაწილეობით, არსებითი განხილვის ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდების გამო:
ა-----------------------------–--ის (დაბადებული 19---–-–------------------, რ------------------–--- მოქალაქე, დასაოჯახებელი, საშუალო განათლებით, საქართველოში ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული - რ------------------–-------–------------------–-------------------------------–ი) მიმართ, რომელსაც ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი, მე-4 ნაწილებით და 18, 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
2019 წლის 01 მაისს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ--–--------–---------–--–--------------------------------------–----------------–-------------------–---–- გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის №007010519008 საქმეზე, ა----------------–--ის მიერ ნარკო-ტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაუ-ლის ნიშნებით.
ა----------------–--ი ბრალდებულად დაკავებულ იქნა 2019 წლის 01 მაისს, 21:54 საათზე. 2019 წლის 03 მაისს მას წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექ-სის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით და 18, 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა პატიმრობა.
კერძოდ, ა----------------–--ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ნარკოტიკული საშუა-ლების უკანონო შეძენა და შენახვა; მასვე ბრალი ედება, რომ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მომზადება.
ბრალდების შესახებ დადგენილებისა და სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედ-ვით, ა----------------–--ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგ გარემოებებში:
ა----------------–--მა, გასაღების მიზნით, უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება “ალფა-პვპ“, რომელსაც ის უკანონოდ ინახავდა ქ--–--------–--–-----------–-------------------------–--–---------------–---------–------- მიმდებარედ არსებული ტყის მასივში. 2019 წლის 01 მაისს, შუადღის საათებში, ა----------------–--ი იმყოფებოდა ამ სასაფლაოს მიმ-დებარედ არსებულ ტყის მასივში, რა დროსაც ცდილობდა, სხვადასხვა ტერიტორიაზე განეთავსებინა მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალება “ალფა-პვპ“, რითაც ქმნიდა პირობებს აღნიშნული ნარკოტიკული საშუალების გასაღებისა-თვის. ა----------------–--ის აღნიშნული ქმედება აღკვეთილ იქნა სამართალდამცავი ორგა-ნოს წარმომადგენლების მიერ.
დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას სახელმწიფო ბრალმდებელმა - რ--------------ემ აღნიშნა, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის - ა----------------–--ის მოწმის სახით გამოკითხვის იმ ოქმით, რაც დაცვის მხა-რემ სადავოდ არ გახადა, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ა----------------–--ის მიერ როგორც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვის, ასევე - ნარკოტი-კული საშუალების უკანონო გასაღების მომზადების ფაქტი, რის გამოც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 18, 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში, (2019 წლის 01 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი).
სასამართლოსი საქმის არსებითად განხილვის სხდომაზე ა----------------–--მა თავი სრუ-ლად ცნო დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, მაგრამ არ დაეთანხმა 18, 260-ე მუხლის პირ-ველი და მე-4 ნაწილებით მისთვის წაყენებულ ბრალდებას და განაცხადა, რომ ნარკოტი-კული საშუალების გასაღების მიზანი მას არ ჰქონია. ამასთანავე, იმ მტკიცებულებებიდან, რაც საფუძვლად დაედო ა----------------–--ისათვის წაყენებულ ბრალდებას, დაცვის მხა-რის წარმომადგენლებმა სადავოდ მიიჩნიეს მხოლოდ ბრალდების შესახებ დადგენილება და ბრალდებულის გამოკითხვის ოქმი.
სასამართლოში დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას ბრალდებულის ადვოკატებმა - თ------------ემ და ზ-------------–-–---–მა - აღნიშნეს, რომ ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მომზადების გამო ბრალდება ა----------------–--ს წარედგინა მხოლოდ მის მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე და ასეთი არ დასტურდება საქმეში არსებული არც ერთი სხვა მტკიცებულებით. გამომდინარე აქედან, ვინაიდან ა----------------–--მა ბრალდების ამ ნაწილში სასამართლოში თავი დამნაშავედ არ ცნო, მისი მხოლოდ აღიარება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს და იგი უნდა გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18, 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით წარდგენილ ბრალდებაში. ამასთანავე, ბრალდებულ ა----------------–--ის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვის აღიარება და ის ფაქტი, რომ მხოლოდ გამოძიებასთან მისი თანამშრომლობის შედეგად მოხერხდა ნარკოტიკული საშუალების ამოღება, აგრეთვე - ბრალდებულის პიროვნება და მისი წარსული ცხოვრება უნდა შეფასდეს ბრალდებულის პასუხისმგებლობისა და სასჯელის შემამსუბუქებელ გარემოებებად, რომელთა გათვალისწინებით მას სასჯელად უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციით განსაზღვრული მინიმალური ვადით, რასაც დაეთანხმა ბრალდებულიც, (2019 წლის 01 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი).
სასამართლომ შეაფასა რა ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი და გამოკვლევის გარეშე მიღებული მტკიცებულებები, მივიდა დასკვნამდე, რომ არ არსებობს ა----------------–--ის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 18, 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული ბრალდების ნაწილში გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის საკმარისი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, შემდეგ გარემოებათა გამო:
ა----------------–--ის ბრალდების საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საგა-მოძიებო ორგანოს მიერ 2019 წლის 01 მაისს მიღებული ოპერატიული ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ ქ--–--------–--–-------–--------------------------------------------–- ტყის მასივში იმყოფება რ------------------–--- მოქალაქე ა----------------–--ი, “რომელმაც უნდა აიღოს ტყის მასივში დადებული ნარკოტიკული საშუალება“, (ს.ფ. 1,2).
იმავე დღეს - 2019 წლის 01 მაისს - ა----------------–--ი გამოიკითხა მოწმის სახით, რა დროსაც მან განმარტა, რომ სოციალური ქსელის მეშვეობით უცნობი პირის მითითების შესაბამისად მას უნდა აეღო კონკრეტულ ადგილზე საგანგებოდ შენახული ნარკოტიკული საშუალება, რასაც შემდეგ, რეალიზაციის მიზნით, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ ნაწილ-ნაწილ განათავსებდა მის მიერ შერჩეულ ადგილებში, მაგრამ ამ განზრახვის სისრუ-ლეში მოყვანა მან ვერ შეძლო, რადგან ნარკოტიკული საშუალების შენახვის ადგილთან მიახლოებისას შეჩერებულ იქნა პოლიციის მუშაკების მიერ, (ს.ფ. 7-9).
მოწმის სახით გამოკითხვის ოქმში ასახული ეს ინფორმაცია ა----------------–--მა ასევე დაადასტურა 2019 წლის 03 მაისს - დაკავებისა და მისთვის ბრალდების წაყენების შემდეგ - გამოკითხვის დროს, (ს.ფ. 64-68).
საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ამოღების ოქმით და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით ერთობლიობაში დადგენილია, რომ 2019 წლის 01 მაისს, 21:33 საათზე, ქ--–--------–--–-------–-------------------------–--–-----------–---------–---------------------- მასივში, ა----------------–--ის მითითების შესაბამისად, ნანახი და ამოღებულ იქნა წებოვანი ლენტით შეკრულ პოლიეთილენის პარკში მოთავსებული ფხვიერი ნივთიერება, წონით - 123,35 გრამი, რომელიც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებას “ალფა-პვპ“.
ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ 2019 წლის 01 მაისს, ა----------------–--ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა მისი მობილური ტელეფონი, იმეი კოდებით - 8----------------------------------, (ს.ფ. 35-40).
კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით ირკვევა, რომ ა----------------–--ის კუთვნილი მობილური ტელეფონიდან ამოღებულ იქნა მხოლოდ არსებული სტატუსის მქონე განხორციელებული ზარები, საკონტაქტო ჩანაწერები, მულტი მედიე შეტყობინე-ბები, მოკლე ტექსტური შეტყობინებები, ვებ გვერდების ისტორია, გრაფიკული დოკუმენ-ტის აუდიო და ვიდეო ფაილები, ხოლო სხვა სახის ინფორმაციის ამოღება ან წაშლილი ინფორმაციის აღდგენა საექსპერტო დაწესებულებაში არსებული აპარატურულ-პროგრა-მული საშუალებებით შეუძლებელია; ამავე მობილურ ტელეფონში მოთავსებულ სიმ-ბარათზე არსებული სტატუსის მქონე ინფორმაცია არ აღმოჩნდა, ხოლო წაშლილი სტატუ-სის მქონე ინფორმაციის აღდგენა საექსპერტო დაწესებულებაში არსებული აპარატურულ-პროგრამული საშუალებებით შეუძლებელია, (ს.ფ. 113-118).
მობილური ტელეფონის კვლევის შედეგად მოპოვებული ინფორმაცია, ელექტრონული სახით, გაიგზავნა ფონო-ვიდეოსკოპური საექსპერტო კვლევისათვის, რომლის შესახებ დასკვნა სასამართლოში წარმოდგენილი არ იქნა, (ს.ფ. 119, 120-122).
ამდენად, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ა----------------–--მა ნარკოტიკული საშუალება შეიძინა და შეინახა გასაღების მიზნით, ასახულია მხოლოდ თვით ა----------------–--ის გამოკითხვის ოქმებში და სხვა არც ერთი მტკიცებულებით არის დადასტურებული, მათ შორის - ასეთის შესახებ ინფორმაცია არ არის ასახული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში, დეტექტივ ა---------------–---–ისა და გამომძიებელ ლ-–------ას გამოკითხვის ოქმებში. ამასთან, ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნის არსებობის შესახებ დასკვნისათვის საფუძველს არ ქმნის თუნდაც ამოღებული ნარკოტიკული საშუალების ოდენობა, კერძოდ - ის ფაქტი, რომ არ არის ამოღებული დიდი ან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარ-კოტიკული საშუალება.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 74-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ბრალდებულის აღიარება არ შეიძლება საფუძ-ვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, თუ იგი არ დასტურდება მისი ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის მე-5 ნაწილით დადგენილია, რომ არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცებულებების შეფა-სების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ;
სასამართლო არ იზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას იმის შესახებ, რომ ა-----------------–---- მიერ ნარკოტიკული საშუალების გასაღების მომზადების ფაქტი დასტურდება მისივე მოწმის სახით გამოკითხვის ოქმით, რაც დაცვის მხარეს სადავოდ არ მიიჩნია. ამ საკითხთან მიმართებაში სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდებული სამართალწარმო-ების არც ერთ ეტაპზე არის შეზღუდული მის მიერ ბრალის აღიარებით ან უარყოფით და მას, როგორც ნებისმიერ სხვა პირს, უფლება აქვს სასამართლოს არ მისცეს დანაშაულის ჩადენაში მისი მამხილებელი ჩვენება. ბრალდებულის ეს უფლებები არ შეიძლება განიმარ-ტოს მის საწინააღმდეგოდ ან/და მიჩნეულ იქნას მისი ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად. გამომდინარე აქედან, სასამართლო ვერ მიიღებს ა----------------–--ის ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად მისი მოწმის სახით გამოკითხვის ოქმს, იმისდა მიუხედავად, ფორმალურად მიიჩნია თუ არა იგი სადავოდ დაცვის მხარემ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდება ა----------------–--ის ბრალეულობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18, 260-ე მუხ-ლის პირველი და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, რის გამოც ბრალდების ამ ნაწილში ა----------------–--ი უნდა გამართლდეს.
ა----------------–--ის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვის ფაქტი, გარდა მისი აღიარებისა, უტყუარად არის დადასტურებული საქმეზე შეკრებილ და ერთმანეთთან შეთანხმებულ იმ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეთა შეთანხმებით მიჩნეულია ამ ნაწილში ა----------------–--ის ბრალდების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებად, კერძოდ, -
- მოწმე ა---------------–---–ის გამოკითხვის ოქმით, (ს.ფ. 3-4);
- მოწმე ლ-–------ას გამოკითხვის ოქმით, (ს.ფ. 58-60);
- საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, (ს.ფ. 10-20);
- ამოღების ოქმით, (ს.ფ. 22-29);
- ა----------------–--ის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმით, (ს.ფ. 35-40);
- ქიმიური ექსპერტიზის №2-----------/ქრ დასკვნით (ს.ფ. 53-57), ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებით, რაც სხვა მტკიცებულებებსა და საპროცესო დოკუმენტებთან (იხ. საქმის მასალები) ერთობლიობაში უტყუარად ადასტურებს ა----------------–--ის მიერ ნარკოტი-კული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვის ფაქტს.
ამასთანავე, ა----------------–--ის ბრალდებიდან უნდა ამოირიცხოს 260-ე მუხლის მე-4 ნაწილზე მითითება, როგორც კვალიფიკაციის ნაწილში არასწორად წარდგენილი ბრალ-დება, რომელიც არ გამომდინარეობს ბრალდების ფორმულირებიდან.
ამდენად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის საფუძ-ველზე მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთ-თან შეჯერებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დასტურდება ა----------------–--ის მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი. კერძოდ, დადგენი-ლია, რომ ა----------------–--მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა.
სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასა-მართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმე-ბელ გარემოებებს - ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვ-რებას.
კერძოდ, როგორც ბრალდებულის პასუხისმგებლობისა და სასჯელის შემამსუბუქებელი გარემოება, სასამართლომ მხედველობაში მიიღო, რომ ა----------------–--ი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, მან ასევე ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების გან-ხორციელებას.
სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის დანიშვნის საკითხის გადაწყვეტისას სასამართ-ლომ ასევე გაითვალისწინა ბრალდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე.
ერთობლიობაში ამ გარემოებათა გათვალისწინებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სანქციის (თავისუფლების აღკვეთა ექვს წლამდე ვადით) ფარგლებში ა----------------–--ს სასჯელად უნდა დაენიშ-ნოს 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ა----------------–--ისათვის დანიშნული ეს სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექ-სის 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 278-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა----------------–--ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18, 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშა-ულის ჩადენაში და ბრალდების ამ ნაწილში გამართლდეს;
2. ა----------------–--ის ბრალდებიდან ამოირიცხოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილი, როგორც არასწორად წარდგენილი;
3. ა----------------–--ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადე-ნაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით;
4. ა----------------–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა - გაუქ-მდეს;
5. სასჯელის მოხდის ვადის ათვლა ა----------------–--ს დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 01 მაისიდან;
6. “ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, როგორც ნარკოტიკული დანაშაულის ხელშემ-წყობს, ა----------------–--ს 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუა-ლების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმა-ნათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფ-ლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზა-დების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერ-თვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე - აფთიაქის დაფუძ-ნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
მითითებული შეზღუდვების მოქმედების ვადის დენა ა----------------–--ს დაეწყოს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის მომენტიდან.
7. ნივთიერი მტკიცებულებების (საქმეზე დართული საქნების და ნივთების) საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
7.1. ა----------------–--ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი, პას--პორტი და ფული 470 (ოთხას სამოცდაათი) ლარის ოდენობით, რომლებიც ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ--–--------–---------–-–--------------------------------------–----------------–-------------------–---ში, - საქმეზე საბოლოო გადაწყვე-ტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
7.2. ა----------------–----გან ამოღებული ნარკოტიკული საშუალება “ალფა-პვპ“, რომე-ლიც ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ--–--------–---------–-–---------------------------------------–----------------–-------------------–--აში, - განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
7.3. კომპიუტერული დისკი, რომელზეც ჩაწერილია კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერ-ტიზის შედეგად მიღებული ინფორმაციაცალ - დაერთოს საქმეს შენახვის ვადით.
8. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქა-ლაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ნიკოლოზ მარსაგიშვილი