განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 170100118002702427
საქმე №1ბ/732-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,პროკურორ - გი------------–---–ის
ადვოკატ - იზ---–-------–---–---–ის
გამართლებულ - პა--–-----–------ის
თარჯიმან - იგ---------------ის
მონაწილეობით,მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გი------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
პა--–-----–------ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 23 ნოემბერს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №5----------, დაოჯახებულის, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონის, უმუშევრის, მცხოვრების: ქ. წალკა, ა------------------–-- დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111; 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 მარტის განაჩენით პა--–-----–------ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 111; 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, პა--–-----–------ს ბრალი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; მანვე, ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
პა--–-----–------ის მიერ განხორციელებული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 23 სექტემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქ. წალკაში, ა------------------–- მდებარე პ--–---------- ოჯახის მფლობელობაში არსებულ საცხოვრებელ სახლში, პა--–-----–------ი, სიტყვებით „დაგჭრი, მოგკლავ“ სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ყოფილ მეუღლეს - ნა--------–------ას, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2018 წლის 23 სექტემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქ. წალკაში, ა------------------–- მდებარე პ--–---------- ოჯახის მფლობელობაში არსებულ საცხოვრებელ სახლში, ეჭვიანობის გამო, პა--–-----–------მა მარჯვენა ხელის მუშტის სახის არეში ერთჯერადი დარტყმით იძალადა ყოფილი მეუღლის - ნა--------–------ას მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
აღნიშნული ქმედებებისათვის პა--–-----–------ს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 111; 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებებით არ დადგინდა პა--–-----–------ის მიერ 2018 წლის 23 სექტემბერს მეუღლეზე - ნა--------–------აზე ძალადობისა და აღნიშნული ძალადობით გამოწვეული ფიზიკური ტკივილის მიყენების ფაქტი, ასევე ამ უკანასკნელზე სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გი------------–---–მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, პა--–-----–------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად მკაცრი და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა, შემდეგი საფუძვლებით:
აპელანტის განმარტებით, საქმეზე მტკიცებულებების გამოკვლევისას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა გამართლებულის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენის ფაქტი, კერძოდ, მან მიუთითა დაზარალებულ ნა--------–------ას, მოწმე ნა----–----–-----ას, მა----------------------ის, ნო---------–------ის ჩვენებებზე, ასევე დაზარალებულის ვიზუალური დათვალიერების და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებზე. ბრალდების მხარის განმარტებით, სასამართლომ არ გაიზიარა აღნიშნული მტკიცებულებები და დაეყრდნო მხოლოდ ბრალდებულის ჩვენებას, რომელსაც სასამართლო არც კი აფრთხილებს ცრუ ჩვენების მიცემისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ. სასამართლო არ ენდო დაზარალებულის, ასევე მოწმე ნო---------–------ისის გამოკითხვის ოქმს მხოლოდ იმიტომ, რომ ბრალდებულმა უარყო აღნიშნული. სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი აგებული აქვს საქმეში არსებულ ყველაზე არასანდო და მყიფე მტკიცებულებაზე, რომელსაც არ აქვს მტკიცებულებითი ძალა, ვინაიდან, წარმოადგენს არა ჩვენებას, არამედ ბრალდებულის განმარტებებს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას სახელმწიფო ბრალმდებელმა მხარი დაუჭირა მის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება, ხოლო გამართლებულმა პა--–-----–------მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა იზ---–-------–---–---–მა მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, გააანალიზა საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა და გასაჩივრებული განაჩენის კანონიერება, რის შედეგადაც მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც უტყუარად დადასტურდებოდა პა--–-----–------ის მიერ მეუღლის - ნა--------–------ას მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების ფაქტები.
აპელანტი მიუთითებს, რომ საქმეზე წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება ცალ-ცალკე და ერთობლიობაში ადასტურებს პა--–-----–------ის მიმართ წარდგენილი დანაშაულების მის მიერ ჩადენის ფაქტს, კერძოდ, მან მიუთითა დაზარალებულ ნა--------–------ას, მოწმე ნა----–----–-----ას, მა----------------------ის, ნო---------–------ის ჩვენებებზე, ასევე დაზარალებულის ვიზუალური დათვალიერების და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებზე.
შესაბამისად პალატა შეფასებას მისცემს აღნიშნულ მტკიცებულებებს, კერძოდ:
დაზარალებულ ნა--------–------ას ჩვენებით დასტურდება, რომ ტელეფონის ყიდვას აპირებდა, მეუღლეც დასდევდა უკან. როცა სახლში შევიდა, მეუღლემ დაუწყო იმის გარჩევა, კვირა დღეს რატომ იყო ხელოსანთან, ამასთან უშლიდა კონკრეტულ ქალთან ერთად სიარულს. სახლში მისულს მეუღლემ, რომელიც იდგა სამზარეულოში, დაუწყო ჩხუბი, თავად კი დიდ ოთახში შევიდა, სადაც მეუღლემ უცბად დაარტყა თავში, თავის ტკივილი იგრძნო. შემდეგ დაურეკა პოლიციას. მისივე განმარტებით, როცა პ---–-- ჩხუბი დაუწყო პირველად თავად მივიდა და მოქაჩა, ამის შემდეგ დაარტყა პ---–--. დარტყმის დროს მათ გარდა ოთახში არავინ იყო. კამათის შემდეგ 10-15 წუთში დარეკა პოლიციაში. პლასტმასის ცარიელი ბოთლი ჰქონდა ხელში და პ---–-ს მოუქნია, თუმცა მას არ მოხვედრია.
დაზარალებულის ჩვენება რომ მან პირველმა მოქაჩა თავის მეუღლეს, რის შემდეგაც მას მეუღლემ თავში დაარტყა, დასტურდება 2018 წლის 25 სექტემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, რომლის მიხედვით, ნა--------–------ამ გამომძიებელს აჩვენა მისაღებ ოთახში, თუ როგორ მივიდა მეუღლესთან, ტანსაცმლის ზედა მხარეს მკერდის არეში მოკიდა ხელი, კერძოდ, მწვანე ფერის სპორტულით მოქაჩა მისკენ, რადგან პ---–- უმიზეზოდ ეჩხუბებოდა, რა დროსაც პ---–-- მას უეცრად დაარტყა მარჯვენა მუშტი სახეში და განიცადა ძლიერი ტკივილი.
საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე გამოქვეყნებული მოწმე ნო---------–------ის გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ პ---–- ხელჯოხით დადის და შორ მანძილზე ვერ გადაადგილდება. 2018 წლის 23 სექტემბერს დაახლოებით 15:00 საათისათვის გაიგო ნ-----ს ყვირილი, რომელიც პ---–-ს მიმართავდა, რომ მას სხვა კაცთან არ აქვს ურთიერთობა, შევიდა მათთან, ისინი კამათობდნენ, ნ-----მ ახსენა, რომ პ---–-- დაარტყა, შემდეგ იგივე უთხრა მასაც. პ---–-საც ჰკითხა და მანაც დაუდასტურა, რომ ერთხელ დაარტყა თავში. თავად არ შესწრებია მომხდარს.
თავად პა--–-----–------მა სასამართლოში განმარტა, რომ მას მეუღლესთან უსიამოვნება მოუვიდა, ოთახის დალაგების თაობაზე. რა დროსაც მეუღლემ ესროლა ჯაგრისი, ხელი მოჰკიდა და ყელზე წვდა. თავად მხოლოდ მისი მოშორება სურდა, დარტყმით არ დაურტყამს. ფეხზე ძლივს იდგა, რადგან სტკიოდა ნაოპერაციები. თავიდან მოშორების დროს სახეზე გაჰკრა თითები, დარტყმა არც უფიქრია. მეუღლემ მას ბოთლი ესროლა თან ისტერიულად ყვიროდა, თავადვე უთხრა დაერეკა პოლიციაში. მისივე განმარტებით, მას ნო---------–------ისთვის არ უთქვამს რომ მეუღლეს დაარტყა, ვინაიდან ასეთს ადგილი არ ჰქონია.
გამომძიებელ ნა----–----–-----ას ჩვენებით დასტურდება, რომ დაზარალებული იყო ძალიან აღელვებული, სანამ დაიწყეს გამოკითხვა.
სამედიცინო ბარათი №321-ის მიხედვით, ნა--------–------ა უჩივის თავის ტკივილს, ვიზუალური დათვალიერებისას და პალპაციისას სხეულზე დაზიანებების ნიშნები, ნაკაწრი, ექსკორიაციები, სისხლნაჟღენთი ან ჰემატომა არ აღენიშნება. სამედიცინო ბარათი (სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჩანაწერი) თარიღდება 2018 წლის 24 სექტემბრის, 00:44 საათით, ანუ შეტყობინებიდან 10 საათის შემდეგ პერიოდით, რაზეც ექიმმა მა----------------------ემ სასამართლოში აღნიშნა, რომ სასწრაფოს გამოძახება მოხდა წალკის რაიონის პოლიციის შენობაში, სადაც ითხოვდნენ დაშავებულის ფიზიკურ დათვალიერებას. როგორც ახსოვს პაციენტი უჩიოდა თავის ტკივილს, მაგრამ ვიზუალური დათვალიერებისას არანაირი დაზიანების ნიშნები არ აღენიშნებოდა. დაზარალებულმა უთხრა, რომ დაარტყეს, თუმცა ვინ არ უთქვამს.
სამედიცინო ექსპერტიზის №007517518 დასკვნის თანახმად, წარმოდგენილი სამედიცინო საბუთის მონაცემებით, ნა--------–------ას ფიზიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება, ხოლო 2018 წლის 25 სექტემბრის ვიზუალური დათვალიერების ოქმით, ნა--------–------ას რაიმე დაზიანება არ აღენიშნება.
მტკიცებულებათა ამგვარი ერთობლიობის ფონზე, სააპელაციო პალატა არ იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიციას იმის შესახებ, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დასტურდება პა--–-----–------ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა, ვინაიდან, პალატის აზრით, ბრალდების მხარის ასეთი დასკვნა წარმოადგენს ამ მტკიცებულებების ანალიზის შედეგად წარმოქმნილ ვარაუდს, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საფუძლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.
პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იძლევა ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად იმ დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ პა--–-----–------მა ჩაიდინა მეუღლის მიმართ ძალადობა და სიცოცხლის მოსპობის მუქარა. იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება დანაშაულის ფაქტის არსებობა და ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ამ ფაქტთან. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს, გარდა დაზარალებულის წინააღმდეგობრივი ჩვენებისა, არ წარმოუდგენია სხვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა პა--–-----–------ის მიერ ნა--------–------ას მიმართ ძალადობისა და მუქარის ფაქტებს. მის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენაზე მიუთითებს მხოლოდ დაზარალებული, რომლის ჩვენება გამყარებული არ არის სხვა, თუნდაც ერთი პირდაპირი მტკიცებულებით და, შესაბამისად, საკმარისი არ არის პირის დამნაშავედ ცნობისათვის. პალატა აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არც ერთი მოწმე არ არის ძალადობის ფაქტის უშუალო თვითმხილველი. სხვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა პა--–-----–------ის ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში, ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია.
რაც შეეხება აპელანტის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდებულის მოსაზრებებს არ შეიძლებოდა დაყრდნობოდა მოსამართლე, ვინაიდან ის არ ყოფილა გაფრთხილებული ცრუ ჩვენების მიცემისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე, ასევე მას არ დაუდევს ფიცი, პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად, ბრალდებულის ჩვენება არის მის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. ჩვენების მიცემა ბრალდებულის უფლებაა. ბრალდებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის ან ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტი არ შეიძლება შეფასდეს მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად. ბრალდებულის აღიარება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, თუ იგი არ დასტურდება მისი ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებით. აღნიშნული ნორმის ანალიზიდან ნათელია, რომ ბრალდებულის მიერ განხორციელებული ნებისმიერი აქტი ჩვენების მიცემასთან დაკავშირებით, გამყარებული უნდა იყოს საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რაც მოცემულ შემთხვევაში, სახეზე გვაქვს.
სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი, ერთმანეთთან შეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე, რომელიც გამამტყუნებელი განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას წარმოადგენს და იმავდროულად, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას. შესაბამისად, სასამართლო ასკვნის, რომ მოცემულ საქმეში არ არსებობს საკმარისი ფაქტობრივი და მტკიცებულებითი საფუძველი გონივრულ ეჭვს მიღმა იმის დასადგენად, რომ პა--–-----–------მა განახორციელა ოჯახში ძალადობა და სიცოცხლის მოსპობის მუქარა მეუღლის მიმართ. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები საკმარისია პა--–-----–------ის დამნაშავედ ცნობისათვის.
პალატა აღნიშნავს, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსამართლე ფაქტობრივ გარემოებებს აფასებს და გადაწყვეტილებებს იღებს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების, სხვა კანონების შესაბამისად და თავისი შინაგანი რწმენის საფუძველზე. დასახელებული მუხლის ანალიზით ნათელია, რომ ფაქტობრივი გარემოებები იმავდროულად უნდა შეფასდეს მოქმედი საკანონმდებლო ბაზის შესაბამისად. მოცემულ შემთხვევაში კი, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები პალატას არასაკმარისად მიაჩნია პა--–-----–------ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
პალატა განმარტავს, რომ ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, რომელმაც აღნიშნული ბრალდების დამტკიცება უნდა შეძლოს უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა პა--–-----–------ის დამნაშავეობაში.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - In dubio, pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის დასახელებული დანაწესიდან გამომდინარე, მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, რომელსაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს“ და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს. იმავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. იგივე შინაარსის მატარებელია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ხსენებული კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარეს არ მოუპოვებია უტყუარ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა პა--–-----–------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 111; 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას. პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დასტურდება ის ფაქტი, რომ მან ოჯახური ძალადობა და სიცოცხლის მოსპობის მუქარა განახორციელა მეუღლის მიმართ.
ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ არის პა--–-----–------ის ბრალეულობის დამადასტურებელ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ხოლო ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 მარტის გამამართლებელი განაჩენი პა--–-----–------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გი------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
პა--–-----–------ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 111; 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.
პა--–-----–------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია.
პა--–-----–------ს განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ლომთათიძე