განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/3------
(გამოძიების #0----------1)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ალექსანდრე იაშვილი
სხდომის მდივანი - თამარ გიორბელიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ-------–---–------ე,დაცვის მხარე:
ბრალდებული - გ----------------ი (დაბადებული - 1----–-–------------–--------------–----------–----------------–------------------------------–-------------------–-----------------------------------------------------------ში),ადვოკატი - ლ-------------ე,კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი; 2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტი; 3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტები; 4. საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლი.
დისპოზიცია: 1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; 2. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, არაერთგზის; 3. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, არაერთგზის; 4. ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონო შეძენა შენახვა, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ.
სხდომის სახე - ღია.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ----------------ის მიერ განხორციელებული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
1.1. 2018 წლის 20 ივლისს, ღამის საათებში, თბილისში, წ----------------–--–----------------------------ში თ-------–---------–---–ს არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ყოფილი მეუღლე გ----------------ი დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და ამავდროულად, ბენზინის გამოყენებით ცეცხლი წაუკიდა თ-------–---------–---–ის სახლის კარებს. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად თ-------–---------–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 3 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევი გ----------------ი 2018 წლის 21 ივლისს, თბილისში, წ----------------–--–---------------------–-------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ ინახავდა მის მიერვე უკანონოდ შეძენილ ნარკოტიკულ საშუალება „ალფა პვპ-ს“, რომელიც ამოღებულ იქნა შს სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ-----------------–----------------–-----------–ი განყოფილების თანამშრომლების მიერ.
1.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 3 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევი გ----------------ი 2018 წლის 21 ივლისს, თბილისში, წ----------------–--–---------------------–-------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ ინახავდა მის მიერვე უკანონოდ შეძენილ ნარკოტიკულ საშუალება „მდმა-ს“, წონით 0,046 გრამს, რომელიც ამოღებულ იქნა შს სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–----------------–-----------–------------–--ის თანამშრომლების მიერ.
1.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულსაქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ივნისის დადგენილებით საქართველოს ადმინისტრაციულსამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული გ----------------ი 2018 წლის 21 ივლისს, თბილისში, წ----------------–--–---------------------–-------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ ინახავდა მის მიერვე უკანონოდ შეძენილ მცირე ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლს, წონით 0,036 გრამს, რომელიც ამოღებულ იქნა შს სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–----------------–-----------–------------–--ის თანამშრომლების მიერ.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1. ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა 2018 წლის 20 ივლისს, ღამის საათებში, თბილისში, წ----------------–--–----------------------------ში, გ----------------ის მიერ ყოფილი მეუღლის - თ-------–---------–---–ის მიმართ განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტი.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 3 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევი გ----------------ი 2018 წლის 21 ივლისს, თბილისში, წ----------------–--–---------------------–-------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ ინახავდა მის მიერვე უკანონოდ შეძენილ ნარკოტიკულ საშუალება „ალფა პვპ-ს“ და „მდმა-ს“, წონით 0,046 გრამს, რომლებიც ამოღებულ იქნა შს სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ-----------------–----------------–-----------–ი განყოფილების თანამშრომლების მიერ.
2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ივნისის დადგენილებით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით ადმინისტრაციულ სახდელ შეფარდებული გ----------------ი 2018 წლის 21 ივლისს, თბილისში, წ----------------–--–---------------------–-------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ ინახავდა მის მიერვე უკანონოდ შეძენილ მცირე ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლს“, წონით 0,036 გრამს, რომელიც ამოღებულ იქნა შს სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–----------------–-----------–------------–--ის თანამშრომლების მიერ.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
3.2. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68.). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32.).
3.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ გ----------------ის მიერ ყოფილი მეუღლის - თ-------–---------–---–ის მიმართ განხორციელებული შესაძლო სიცოცხლის მოსპობის მუქარის, არაერთგზის დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვის, არაერთგზის ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვის და მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვის ფაქტების დასადასტურებლად ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა, დაზარალებულ თ-------–---------–---–ის, მოწმეების - თ---------ის, ნ-----------ის, დ-------------ის, მ-----------–--–---–ის, მ-----–-------–-–---–ის, ექსპერტების - ნ-------------------ის და გ-------–------–----ის, გამომძიებლების - გ--------------ისა და ზ----------–-–---–ის ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, ექსპერტიზის დასკვნები, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, კერძოდ:
3.4. სასამართლო თავდაპირველად აღნიშნავს, რომ დაზარალებულმა თ-------–---------–---–მა ისარგებლა სსსკ-ის 50-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და საქმის არსებითი განხილვისას ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა.
3.5. საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის, მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. ამდენად, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმის ჩვენება არის სასამართლოში მიცემული ინფორმაცია და განაჩენის გამოტანის დროს გამოყენებული უნდა იქნეს სწორედ მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება.
3.6. ზემოაღნიშნული წესიდან არსებობს გამონაკლისი, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლით, რომლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, თუ მოწმე არ გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მისი გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაციის ან გამოძიების დროს ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე მიღებული ინფორმაციის/ჩვენების აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოწმე გარდაიცვალა, საქართველოში არ იმყოფება, მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან ამოწურულია სასამართლოს წინაშე მისი წარდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა და გამოკითხვა/დაკითხვა ამ კოდექსით დადგენილი წესით ჩატარდა. არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება დაედოს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ მოწმე გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მხარე უფლებამოსილია მოითხოვოს მისი გამოკითხვის ოქმის ან მის მიერ ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების მთლიანად ან ნაწილობრივ საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე ამ ჩვენების აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება). სასამართლო ვალდებულია დააკმაყოფილოს ეს მოთხოვნა.
3.7. ამდენად, სასამართლო აღნიშნავს, რომ გამოძიების ეტაპზე მოწმის მიერ მიცემული ჩვენებისა და მის მიერ გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაციის საჯაროდ წაკითხვა და შემდგომ მისი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ორ შემთხვევაში: 1. სსსკ-ის 243-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მკაცრად გათვალისწინებულ შემთხვევაში, მაგ.: თუ მოწმე გარდაიცვალა, საქართველოში არ იმყოფება, მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან ამოწურულია სასამართლოს წინაშე მისი წარდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა; 2. სსსკ-ის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ მოწმე გამოცხადდა სასამართლოში ჩვენების მისაცემად ანუ სასამართლოს აძლევს ჩვენებას (არ სარგებლობს მისთვის სსსკ-ის 50-ე მუხლით მინიჭებული პრივილეგიით - არ მისცეს ჩვენება) და მხარე მოითხოვოს გამოკითხვის ოქმის ან მოწმის მიერ ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების მთლიანად ან ნაწილობრივ საჯაროდ წაკითხვას, აგრეთვე ამ ჩვენების აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენას (დემონსტრირებას).
3.8. ამდენად, ვინაიდან დაზარალებულმა თ-------–---------–---–მა სასამართლოს არ მისცა ჩვენება და სახეზე არ არის სსსკ-ის 243-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა, სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას გამოიყენოს დაზარალებულ თ-------–---------–---–ის მიერ გამოძიების დროს გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაცია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
3.9. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დარღვევა დაადგინა ისეთ ვითარებაში, როდესაც სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვის ჩვენება, რომელიც ვიდეოჩანაწერის სახით იქნა სასამართლოში წარდგენილი და რომელიც ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულება იყო, არ იყო საკმარისი ბრალდებულის მსჯავრდებისათვის, იმის მიუხედავად, რომ იგი გამყარებული იყო ფსიქოლოგის წერილობითი მოსაზრებით, რომელსაც მსხვერპლი გაენდო (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2007 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე A.H. v. Finland, პარ. 6, 10, 43-45). ბრალდებულს საშუალება უნდა ჰქონდეს დააკვირდეს მოწმის დაკითხვისას მის ქცევას, გააპროტესტოს მოწმის ჩვენებები და ეჭვქვეშ დააყენოს მათი სანდოობა (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე P.S. v. Germany, პარ. 26). ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 (d) პუნქტი დაირღვა საქმეზე P.S. გერმანიის წინააღმდეგ (P.S. v. Germany), სადაც განსასჯელს ბრალი ედებოდა რვა წლის გოგონას მიმართ გარყვნილ ქმედებაში და ეროვნული სასამართლოები ბრალის დადგენისას მეტწილად დაეყრდნენ გოგონას ჩვენებებს, თუმცა ის მოსამართლეს არ დაუკითხავს და განმცხადებელს არ ჰქონდა მისი სარწმუნოობის შემოწმების შესაძლებლობა (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე P.S. v. Germany, პარ. 28).
ამდენად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ზემოაღნიშნული პრეცენდენტებიდან გამომდინარე სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას გამოიყენოს გამოძიების ეტაპზე შედგენილი დაზარალებულ ლურსმანაშვილის გამოკითხვის ოქმი და საფუძვლად დაუდოს გ----------------ის მიერ დაზარალებულზე სავარაუდოდ განხორციელებული მუქარის ფაქტის დადგენას.
3.10. რაც შეეხება ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს, სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს სხდომაზე გამოკვლეული თითოეული მტკიცებულების შინაარსზე და განმარტავს, თუ რომელი ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა ერთობლივად და ინდივიდუალურად აღნიშნული მტკიცებულებები, კერძოდ:
3.11. მოწმე თ---------ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 20 ივლისს, ღამის საათებში, საკუთარი ბინის კარის გაღებისას ქვედა სართულიდან ხმაური შემოესმა, შეამჩნია კვამლი და იგრძნო საწვავის სუნი. ასევე გაიგონა მამაკაცის ოდნავ დაძაბული, არასასიამოვნო, თუმცა არა აგრესიული ხმა. მამაკაცი ვიღაცას კარის გაღებას სთხოვდა. იფიქრა, რომ მეზობელს, რომელთანაც კარგი ურთიერთობა ჰქონდა დახმარება სჭირდებოდა და ოდნავ ჩავიდა კიბეზე. დაინახა, რომ საუბარი გ----------------ის ბინასთან მიმდინარეობდა. ივარაუდა, რომ შესაძლოა მისი მეზობელი გ------ი ყოფილიყო. ბრალდებულს არ იცნობდა და თან შეეშინდა კიდეც, რადგან მეზობლებისგან იცოდა რომ გ----------------ი ხშირად იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში, რის გამოც სახლში დაბრუნდა. საპატრულო პოლიციის გამოძახება სურდა, მაგრამ აივანზე გასულმა დაინახა, რომ პატრულის თანამშრომლები გ----------------ის სახლში იმყოფებოდნენ.
მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ 2018 წლის 20 ივლისს, ინცინდენტის დაწყებამდე, ქალიშვილი ნ-----------ე ჩააგზავნა მაღაზიაში, რომელმაც სახლში დაბრუნების შემდეგ უთხრა, რომ ლიფტთან შენიშნა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა მამაკაცი ღვინის ბოთლით ხელში. შვილთან საუბრიდან დაახლოებით 10 წუთში კვამლი შენიშნა და გ----------------ი დააკავშირა აღნიშნულ ფაქტთან. ბრალდებულის მიერ ცეცხლის წაკიდების ფაქტს პირადად არ შესწრებია. ბრალდებულის მხრიდან აგრესიული სიტყვები არ მოუსმენია და არც გ----------------ის აგრესიული ქმედება დაუნახავს.
3.12. მოწმე ნ-----------ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ ბრალდებული გ----------------ი და დაზარალებული მისი მეზობლები არიან, მაგრამ მათთან არანაირი ურთიერთობა არ გააჩნია. 2018 წლის 20 ივლისს, საღამოს საათებში მაღაზიიდან დაბრუნებისას სადარბაზოში შეამჩნია ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ბრალდებული, რომელიც თავისთვის ბუტბუტებდა. შეეშინდა და სახლში კიბით ავიდა. სახლში იმყოფებოდა როდესაც დამწვრის სუნი იგრძნო. დედამისმა უთხრა, რომ მეხუთე სართულზე მცხოვრები მეზობლის კარს ცეცხლი ჰქონდა წაკიდებული. გარეთ არ გასულა და აღნიშნული ფაქტი პირადად არ უნახავს. მეხუთე სართულზე ვინ იმყოფებოდა და ვინ რას წაუკიდა ცეცხლი მისთვის უცნობია. გ----------------ის სახლიდან ყვირილის ან ჩხუბის ხმა არ გაუგონია.
3.13. მოწმე მ-----------–--–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ გ----------------ს და თ-------–---------–---–ს დიდი ხანია იცნობს. მისთვის ცნობილია, რომ გ------ი და თ-----ი იმყოფებოდნენ არაოფიციალურ ქორწინებაში. მათ შორის არსებული უთანხმოების შესახებ გაუგია, მაგრამ დეტალები უცნობია. მუქარის შესახებ იცის მხოლოდ თ-------–---------–---–ის ნაამბობიდან. პირადად კონფლიქტს არასდროს შესწრებია. ასევე თ-----ისგან შეიტყო, რომ გ------იმ ჩ-------მა ბინის კარს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა.
3.14. სასამართლო აფასებს მოწმეების - თ---------ის, ნ-----------ისა და მ-----------–--–---–ის სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებებს და აღნიშნავს, რომ ისინი უშუალოდ გ----------------ის მიერ თ-------–---------–---–ის მიმართ განხორციელებულ, სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობენ. თ---------ემ დაადასტურა მხოლოდ ის გარემოება, რომ მამაკაცი ითხოვდა სახლში შეშვებას, სადარბაზოში იყო კვამლი და იგრძნობოდა საწვავის სუნი. ივარაუდა, რომ ეს მამაკაცი გ----------------ი იქნებოდა. მუქარა, ყვირილი ან აგრესიული ქმედებები თ---------ეს და ნ-----------ეს არ გაუგონიათ/დაუნახავთ. მოწმე მ-----------–--–---–ს გ----------------ის მიერ განხორციელებულ მუქარასთან და ბინის კარისთვის ცეცხლის წაკიდებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა დაზარალებულმა თ-------–---------–---–მა. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებებით შეუძლებელია დადგინდეს ემუქრებოდა თუ არა გ----------------ი თ-------–---------–---–ს. მათი ჩვენებებით ასევე შეუძლებელია იმ ფაქტის უტყუარად დადგენა, თუ ვინ წაუკიდა ცეცხლი დაზარალებულის ბინის კარს, ვინაიდან ჩვენებები ეფუძნება ვარაუდს, ხოლო მ-----------–--–---–ის ჩვენება არის ირიბი ხასიათის.
ბრალდებულმა გ----------------მა საქმის არსებითად განხილვის სტადიაზე სასამართლოს ჩვენება არ მისცა.
3.15. 2018 წლის 21 ივლისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, ექსპერტების მონაწილეობით ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი ბრალდებულ გ----------------ისაგან მიღებული ჩვენების შესამოწმებლად. საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად ამოღებული იქნა სამ ლიტრიანი ტევადობის პლასტმასის ავზი, რომელშიც მოთავსებულია ღია ფერის სითხე.
3.16. სასამართლო აფასებს ბრალდებულ გ----------------ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების - საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს და აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად, მიღებული ინფორმაციის (ჩვენების) და გამოძიების პროცესში წარმოშობილი ვერსიის შესამოწმებლად მხარეს უფლება აქვს, ჩაატაროს საგამოძიებო ექსპერიმენტი. ამდენად, საგამოძიებო ექსპერიმენტი ტარდება ორ შემთხვევაში - 1. ინფორმაციის (ჩვენების) შესამოწმებლად; 2. საგამოძიებო ვერსიის შესამოწმებლად.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდებულის ჩვენება და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი რაოდენობრივად ორი სხვადასხვა მტკიცებულებაა, თუმცა ცალსახაა, რომ ორივე შემთხვევაში ინფორმაციის მომწოდებელი წყარო არის ერთი და იგივე პირი. საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების საფუძველი მოცემულ შემთხვევაში იყო ბრალდებულ გ----------------ის გამოკითხვის ოქმი, რომლის შესამოწმებლადაც ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი. შესაბამისად, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ფაქტობრივად (შინაარსობრივად) არის ბრალდებულის ჩვენების, მოწოდებული ინფორმაციის შემოწმება, რომელიც ასახულია გამოკითხვის ოქმში. სასამართლო აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც ბრალდებულმა გ----------------მა ისარგებლა სსსკ-ის 74-ე მუხლის მე-2, მე-3 ნაწილებით მინიჭებული უფლებით და საქმის არსებითი განხილვისას ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა, მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ვერ განიხილება, როგორც დამოუკიდებელი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც საკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. საკითხის საწინააღმდეგოდ შეფასების შემთხვევაში, ფაქტობრივად ბრალდებულის უფლება ჩვენების მიცემაზე უარი თქმის შესახებ (დუმილის უფლება), დაკარგავს აზრს და ჩვენების ადგილზე შემოწმების მიზნით შექმნილი საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის სახით ფაქტობრივად სახეზე იქნება პირდაპირი მტკიცებულება, რაც შინაარსობრივად მცდარია.
3.17. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2018 წლის 21 ივლისს, ქ. თ---–-----------------------–----–--------------–-----------–------------–----------------ლ ზ----------–-–---–ის მიერ, ექსპერტების - ვ----–---–----ისა და დ---------–--ის, მოწმე თ-------–---------–---–ის მონაწილეობით დათვალიერებულ იქნა შემთხვევის ადგილი, მდებარე ქ თ---–-----–----------------–--–---------------ში. დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ კორპუსი შედგება ორი სადარბაზოსაგან. პირველი სადარბაზოდან ასასვლელია მეხუთე სართულზე, სადაც ლიფტიდან მარჯვენა მხარეს არის #-- საცხოვრებელ ბინაში შესასვლელი, ერთ ფრთიანი მოყავისფრო რკინის კარი, რომლის ჩარჩოზეც აღინიშნება სისველე. გარეთა მხრიდან კედელზე დამონტაჟებული დამცავი ხის კონსტრუქციის ჩარჩო არის დამწვარი. კედელზე აღინიშნება მოშავო ფერის ლაქები. კარის შიდა მხარეს დამაგრებული დამცავი ხის კონსტრუქციის ჩარჩო არის დამწვარი. კართან არსებული იატაკის ზედაპირზე აღინიშნება სისველე, კარის შიდა მხარეს აღინიშნება საღებავის აცვენის კვალი. ბინის გავლით გასასვლელია დახურული ტიპის აივანზე, სადაც იატაკის ზედაპირზე განთავსებულია ჯინსის ქურთუკი მონაცრისფრო - მოთეთრო ქურთუკი და მცირე ზომის ზურგჩანთა, რომლებსაც აღენიშნებათ ნავთობპროდუქტებისათვის დამახასიათებელი სპეციფიკური სუნი. საცხოვრებელ ბინაში შესასვლელი ფოიეში არის ნავთობ პროდუქტისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური სუნი. შემთხევის ადგილიდან ექსპერტების მიერ აღებულ იქნა ანაწმენდები.
3.18. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის სისწორე დაადასტურა გამომძიებელმა ზ----------–-–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას.
3.19. საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო - კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 13 სექტემბრის #------------------ დასკვნის თანახმად:
1) შემთხვევის ადგილის დათვალიერება-გამოკვლევის და თერმული დაზიანებების შესწავლის ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ ქალაქ თბილისში, წ----------------–--–------–---------------------ში ხანძრის გაჩენის კერა მდებარეობს ბინის შესასვლელი კარის გარე ნაწილზე;
2) შემთხვევის ადგილის დათვალიერება-გამოკვლევის და ჩატარებული კვლევების შედეგების ანალიზის საფუძველზე დადგინდა რომ ქალაქ თბილისში, წ----------------–--–------–---------------------ში ხანძრის გაჩენის მიზეზია ღია ცეცხლის (ანთებული ასანთი, სანთებელა) წყაროს კონტაქტი ნავთობპროდუქტებთან;
3) ქიმიური მეთოდებით ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ საკვლევი ობიექტი N1 - პოლიმერული მასალის ბოთლში არსებული სითხე წარმოადგენს ნავთობპროდუქტ ბენზინს 2,9 ლიტრის ოდენობით.
4) საკვლევი ობიექტი N2 - ქურთუკებზე და მცირე ზომის ზურგჩანთაზე აღინიშნება ნავთობპროდუქტების მძიმე ფრაქციების კვალი, ასევე თერმული ზემოქმედებით გამოწვეული დაზიანებები დაფიქსირდა ქურთუკებზე და მცირე ზომის ზურგჩანთაზე.
5) საკვლევი ობიექტი N3 - მაისურსა და შორტზე არ აღინიშნება ნავთობპროდუქტების კვალი.
|6) საკვლევი ობიექტი N4 - ექვს ცალ ანაწმენდზე აღინიშნება ნავთობპროდუქტების მძიმე ფრაქციების კვალი.
7) საკვლევი ობიექტი N5 - გ----------------ისგან აღებულ ანაწმენდებზე არ აღინიშნება ნავთობპროდუქტების კვალი.
3.20. სასამართლო აღნიშნავს, რომ 2018 წლის 21 ივლისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და 2018 წლის 13 სექტემბრის #----------------- დასკვნით დასტურდება, რომ ქ. თბილისში, წ----------------–--–----------------, ბინა #---ის შესასვლელ კარს ნამდვილად აღენიშნება დამწვრობის კვალი. როგორც ფოიეში ისე ოთახში დარჩენილია ნავთობპროდუქტების აშკარა კვალი. ბინის აივნიდან ამოღებულ იქნა ტანსაცმელი, რომელსაც ასევე აღენიშნება ნავთობპროდუქტების კვალი. სასამართლო აღნიშნავს, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და სახანძრო ექსპერტიზის დასკვნით ცალსახად დასტურდება თ-------–---------–---–ის ბინის შესასვლელი კარისთვის ცეცხლის წაკიდების ფაქტი თუმცა, ვინ წაუკიდა ცეცხლი დაზარალებულის კარს და მითუმეტეს დაემუქრა თუ არა გ----------------ი დაზარალებულს, აღნიშნულის დადგენა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და ექსპერტიზის დასკვნით, შეუძლებელია.
3.21. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ გ----------------ის სისხლის სამართლის საქმეზე ნაწილი მტკიცებულებები (მოწმეების - მ-------–---------–---–ის, ნ--------–------ის, მ-----------–-–---–ის, ბ-------------------ის გამოკითხვის ოქმები) მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
3.22. გამოკითხვის ოქმების თანახმად, მოწმეები - მ-------–---------–---–ი, ნ--------–------ე და მ-----------–-–---–ი, არიან დაზარალებულ თ-------–---------–---–ის ნათესავები, რომლებიც მუქარის ან სხვა რაიმე ძალადობის ფაქტის თვითმხილველნი არ არიან. მათ მხოლოდ გადმოცემით, დაზარალებულ თ-------–---------–---–ისგან იციან, რომ გ----------------ი დაემუქრა მას და ასევე ცეცხლი წაუკიდა ბინის კარებს. მოწმე ბ-------------------ე, რომელიც არის დაზარალებულის მეზობელი, შესაძლო დანაშაულის ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს.
3.23. საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მეორე წინადადებისა და იმავე კოდექსის 169-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნული კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე, პირის ბრალდებულად ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სარეზოლუციო ნაწილი, პუნქტი 2).
3.24. აღნიშნულ საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შესაძლებელს ხდის ირიბი ჩვენებების საფუძველზე მიღებულ იქნეს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ პასუხობს საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მტკიცებულებათა უტყუარობის მოთხოვნებს და, შესაბამისად, არაკონსტიტუციურია (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 52, 53).
3.25. ამდენად, სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას მოწმეების - მ-----------–--–---–ის, მ-------–---------–---–ის, ნ--------–------ისა და მ-----------–-–---–ის ირიბი ჩვენებების (მათ შორის გამოკითხვის ოქმების) საფუძველზე დაადგინოს თუ რა მოხდა 2018 წლის 20 ივლისს, ქ. თბილისი, წ----------------–--–----------------, ბ-------ში, წაუკიდა თუ არა ცეცხლი ბინის კარს გ----------------მა და განახორციელა თუ არა ბრალდებულმა ყოფილი მეუღლის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა.
3.26. სასამართლო აღნიშნავს, რომ დაცვის მხარის მიერ მხოლოდ დასკვნით სიტყვაში გაკეთებული ზოგადი განმარტება არ არის საკმარისი იმ ფაქტობრივი გარემოების უტყუარად დასადგენად, რომ თ-------–---------–---–ის ბინის კარს ცეცხლი წაუკიდა გ----------------მა.
3.27. ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2018 წლის 21 ივლისს ქ. თბილისის ვ-----------------–----–--------------–----------------–--ის გამომძიებელ გ--------------ის მიერ, გამომძიებელ მ-----–-------–-–---–ის მონაწილეობით გაჩხრეკილ იქნა გ----------------ი, რა დროსაც ბრალდებულის პირად ნივთებთან ერთად ამოღებულ იქნა სიგარეტის კოლოფში მოთავსებული მომწვანო ფერის ქაღალდში გახვეული თეთრი ფერის ფხვიერი მასა, მომცრო ზომის ორ ცალ პოლიეთილენის პაკეტში მოთავსებული თეთრი ფერის ფხვიერი მასა და მუქი ფერის მცენარეული მასა. ამოღებული ნივთები და ნივთიერებები დაილუქა კანონით დადგენილი წესით.
3.28. ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის სისწორე დაადასტურეს გამომძიებლებმა - მ-----–-------–-–---–მა და გ--------------ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას და განმარტეს, რომ 2018 წლის 21 ივლისს, მათმა თანამშრომელმა დ-------------მა მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ ქ. თბილისი, წყნეთის გზატკეცილი, ნომერ მეხუთე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა გ----------------ი, რომელმაც ოჯახური დანაშაული ჩაიდინა. დაუყოვნებლივ გაემართნენ შემთხვევის ადგილზე, სადაც დახვდათ ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც თავი წარუდგინეს, უთხრეს რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები, აჩვენეს მოწმობები და გაესაუბრნენ. დაადგინეს რომ აღნიშნული პიროვნება იყო გ----------------ი, რომელსაც განუმარტეს უფლებები და დააკავეს მეუღლის მიმართ ჩადენილი ოჯახური დანაშაულის გამო. ბრალდებულს დაკავებისას წინააღმდეგობა არ გაუწევია. ადგილზევე შეივსო მისი დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი. გ----------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა სხვადასხვა დასახლების პირადი ნივთები, მათ შორის სიგარეტის კოლოფი მასში მოთავსებული თეთრი ფერის ფხვიერი მასით, ორი ცალი პოლიეთილენის პაკეტი, რომელშიც მოთავსებული იყო ასევე ფხვიერი მასა და მომწვანო ნივთიერება. აღნიშნულის შემდეგ გ----------------ი გადაყვანილ იქნა ქ. თბილისის ვ-----------------–-----------–-----------–--აში. ამოღებული ნივთიერებები დაილუქა და გაკეთდა ხელმოწერები. პოლიციაში ბრალდებულს გადაეცა დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის ასლები. შემთხვევის ადგილზე გასვლამდე ზოგადად იცოდნენ, რომ გ----------------ი დაემუქრა მეუღლეს სიცოცხლის მოსპობით. დაკავებისას ბრალდებულს ხელებზე და ფეხებზე აღენიშნებოდა დაზიანებები. გ----------------ის განმარტებით, აღნიშნული დაზიანებები დაკავებამდე რამდენიმე ხნით ადრე მიიღო.
3.29. საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 22 ივლისის #---------------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი გ----------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული მწვანე ფერის ქაღალდის ნაჭერში გახვეული მოთეთრო ფერის ფხვნილი წონით - 0.05 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება „მდმა-ს“ (3.4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი), საერთო წონით 0.046 გრამს (ობ. #1);
პოლიეთილენის ორ ცალ ჩამკეტიან პაკეტში მოთავსებული თეთრი ფერის ნივთიერება გრანულების სახით, წონით 1.1 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება „ალფა-პვპ-ს“ (A-pvp) (ობ. #2);
მომწვანო - მოყავისფრო მყარი ნივთიერება წონით 0.26 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლს“ - 0.036 გრამს (ობ. #3) (ნ-------------------ე და გ-------–------–----ე).
ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ-------–------–----ემ.
3.30. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 10 სექტემბრის #--------- დასკვნის თანახმად, პაკეტში წარწერით: „...პოლიეთილენის ორი გამჭვირვალე პაკეტიდან, მომწვანო ფერის ქაღალდიდან და სიგარეტის კოლოფიდან აღებული ანაწმენდები...“ მოთავსებულ ანაწმენდებზე პოლიეთილენის გამჭვირვალე პაკეტებიდან (ობ. #1,2) მომწვანო ფერის ქაღალდიდან (ობ. #3) და სიგარეტის კოლოფიდან (ობ. #4) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ. #4-ის პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის გ----------------ს (ობ. #5; პაკეტი წარწერით ნერწყვის ნიმუში გ------ი პ----ას ძე ჩ-------ი, დაბადებული 2---------.წ.) პირის ღრუდან...“). ობ. #1-3-ის შერეული გენეტიკური პროფილები ინდენტიფიკაციისთვის არაინფორმატიულია.
3.31. სასამართლო აღნიშნავს, რომ გ----------------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები, მათ შორის ბრალდებულის დაკავება და პირადი ჩხრეკა, სრულად შეესაბამება საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებს. საგამოძიებო მოქმედების კანონიერება დადასტურებულია როგორც მონაწილე პირთა ხელმოწერებით, ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განჩინებებით. ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის კანონიერების საკითხი მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და, შესაბამისად, სასამართლო აღნიშნულ საკითხზე დამატებით არ იმსჯელებს.
3.32. სასამართლო აღნიშნავს, რომ გ----------------ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით უტყუარად დგინდება, რომ ქ. თბილისის ვ-----------------–----–--------------–ოს თანამშრომლებმა კანონმდებლობით დადგენილი წესით ბრალდებულისგან ამოიღეს რამდენიმე დასახელების ნარკოტიკული საშუალება. ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით უტყუარად დადგენილია, რომ გ----------------ის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალებები წარმოადგენენ - „ალფა პვპ-ს“, „მდმას“ და „ტეტრაჰიდროკანაბინოლს“. ამასთან, ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებებთან გ----------------ის შემხებლობა გარდა გამოკვლეული მტკიცებულებებისა დასტურდება 2018 წლის 10 სექტემბრის #--------- ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, რომლის თანახმადაც, სიგარეტის კოლოფიდან და პოლიეთილენის გამჭვირვალე პაკეტებიდან აღებულ ანაწმენდებზე დაფიქსირდა გ----------------ის გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი.
3.33. გამომძიებელმა დ-------------მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ განყოფილებაში დაწყებული იყო გამოძიება თ----- ლ--------–---–ის კარზე ცეცხლის წაკიდების გამო. პირადმა კონტაქტმა აცნობა რომ აღნიშნული დანაშაული ჩადენილი იყო გ----------------ის მიერ, რომელიც იმყოფებოდა ქ. თბილისში, ბ----–-----------------თან. მიღებული ინფორმაციის შესახებ პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას. სხვა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია.
3.34. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმე - დ-------------ი არის პოლიციის თანამშრომელი, რომელმაც სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ შედგენილი პატაკის სისწორე. აღნიშნული მოწმე არ არის ფაქტის უშუალო შემსწრე, მის მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია ეფუძნება ოპერატიულ ინფორმაციას და, შესაბამისად, საფუძვლად ვერ დაედება ფაქტების უტყუარად დადგენას.
3.35. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 3 ივლისის #--------- განაჩენის თანახმად, გ----------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი. მასვე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათის ოდენობით.
3.36. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ივნისის #--------- დადგენილებით, გ----------------ი ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და ადმინისტრაციული სახდელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.
ამდენად, სასამართლო აღნიშნავს, რომ გ----------------ი არის ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის ნასამართლევი და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირი.
3.37. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
3.38. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 2).
3.39. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 77). უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15). მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ შეასრულა მისი მოვალეობა და სასამართლოსათვის წარმოდგენილი დამაჯერებელი მტკიცებულებებით უტყუარად დაადასტურა გ----------------ის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა/შენახვა და ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონო შეძენა შენახვა, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულ სახდელ შეფარდებული პირის მიერ.
3.40. რაც შეეხება გ----------------ის მიერ მუქარის შესაძლო ჩადენას, მიუხედავად ბრალდების მხარის მტკიცებისა, იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულმა თ-------–---------–---–მა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, სისხლის სამართლის საქმეში არ დარჩა არცერთი უტყუარი, პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება, რომლის შინაარსიდან გამომდინარე შესაძლებელი იქნებოდა გ----------------ის მიერ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტის დადგენა.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია მუქარისთვის, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარას, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამ დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ მუქარა მიმართული იყოს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურებისაკენ. ქმედების მუქარად დაკვალიფიცირებისათვის გადამწყვეტია, რომ მუქარის ადრესატს გაუჩნდეს საფუძვლიანი შიში, რომ მუქარა რეალურად განხორციელდება.
4.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლით განსაზღვრულია პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის, რაც განმარტებულია, როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 125-ე, 126-ე, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−151-ე, 160-ე, 171-ე, 253-ე, 255-ე, 2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით.
4.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა გ----------------ის მიერ ყოფილი მეუღლის - თ-------–---------–---–ის მიმართ განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტი. აღსანიშნავია, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე უტყუარად ვერ დადასტურდა გ----------------ის მიერ დაზარალებულის სახლის კარისთვის ცეცხლის წაკიდების ფაქტი, თუმცა იმ შემთხვევაშიც თუ აღნიშნული გარემოება უტყუარად დადგინდებოდა, არ იქნებოდა საკმარისი გ----------------ის ქმედების სსკ-ის 151-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის. როგორც მოწმე თ---------ე ადასტურებს, მამაკაცი ითხოვდა სახლში შეშვებას, არ გაუგონია მუქარა და აგრესიული საუბარი. იმ პირობებში, როდესაც საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულებებით არ დგინდება კარისთვის ცეცხლის წაკიდების რეალური მიზეზი და მიზანი, ერთმნიშვნელოვნად შეუძლებელია დადგინდეს ცეცხლის წაკიდებით ქმედების ჩამდენი სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა დაზარალებულს, ჯანმრთელობის დაზიანებით, ქონების დაზიანებით, თუ სხვა სახის რაიმეს დაზიანებით. ვინაიდან დაზარალებულმა თ-------–---------–---–მა ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა, დაუდგენელი დარჩა როგორ აღიქვა მან ცეცხლის წაკიდება, ჩათვალა თუ არა აღნიშნული სიცოცხლის მოსპობის მუქარად და გაუჩნდა თუ არა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. დაზარალებულს, რომ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა, არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება და წარმოადგენს მხოლოდ ვარაუდს.
4.4. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
4.5. სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გააჩენს გონივრულ კითხვებს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
4.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ყველა კატეგორიის საქმეზე დადგენილია ერთი სტანდარტი - ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი (უტყუარი) მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლიდანაც გამონაკლისი არ არის დასაშვები. მაგალითად, საკითხის იმგვარად შეფასება და გადაწყვეტა, რომ ოჯახური ძალადობის კატეგორიის საქმეებზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დადგინდეს უფრო დაბალი მტკიცებულებითი სტანდარტი, ვიდრე ამას საქართველოს კონსტიტუცია და საპროცესო კოდექსი მოითხოვს, არსობრივად მცდარია. არასაკმარისი, არადამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების გარეშე პირის მსჯავრდება დაუშვებელია და არსებითად ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილ სტანდარტებს.
4.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქმეზე არ მოიპოვება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა გ----------------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, რის გამოც იგი აღნიშნული მუხლით წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
4.8. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით კრიმინალიზებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა და შენახვა, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა და შენახვა არაერთგზის. საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლი კი განსაზღვრავს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მათ შორის მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისათვის. აღნიშნული დანაშაულების ობიექტია მოსახლეობის ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. დანაშაულების ობიექტური მხარე გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენაში და შენახვაში. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია მისი უკანონოდ მოპოვებისაკენ, კერძოდ, ეს შეიძლება გამოიხატოს როგორც ყიდვაში, ისე რაიმე სხვა ფორმით მის მიღებაში, გაცვლაში, ნაპოვარის მითვისებაში და სხვა ნებისმიერი გზით მის მოპოვებაში. უკანონო შენახვაში იგულისხმება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალებისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა. აღსანიშნავია, რომ ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მითითებული ქმედებების (შეძენა/შენახვა/) უკანონოდ განხორციელება. აღნიშნულ ქმედებათა (შეძენა/შენახვა/) უკანონობა გამოიხატება იმაში, რომ ქმედების ჩადენა ხდება ნარკოტიკული ნივთიერებების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით.
4.9. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ქმედების სამართლებრივი შეფასება - ბრალდებულის ქმედებისათვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭება სწორედ მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად, სასამართლოს ვალდებულებაა. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის ქმედების დაკვალიფიცირება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და 273-ე მუხლით, სამართლებრივად მართებულია.
4.10. საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს ის, რომ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის ნასამართლევმა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით ადმინისტრაციულ სახდელ დადებულმა გ----------------მა, კვლავ უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება ,,ალფა პვპ“, ნარკოტიკული საშუალება „მდმა“ და მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“, რომლებიც 2018 წლის 21 ივლისს ქ. თბილისში, წ----------------–--–---------------------–-------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ამოღებულ იქნა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ქ. თბილისის ვ-----------------–----–--------------–ოს პირველი განყოფილების თანამშრომლების მიერ.
4.11. ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი #2-ით, განსაზღვრულია უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპულ ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები. აღნიშნული დანართის 205-ე გრაფაში არ არის აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ-ს“ მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობა. შესაბამისად, ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“ მინიმუმ ითვლება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საწყის ოდენობად.
4.12. სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი N2-ის (ნუსხის) 93-ე გრაფაში მითითებული ნარკოტიკული საშუალება - ,,მდმა“ 1 გრამამდე ითვლება დიდ ოდენობად. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ გ----------------მა შეიძინა და შეინახა 0.46 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მდმა“, რაც ზემოაღნიშნული ნუსხის თანახმად წარმოადგენს დიდ ოდენობას.
4.13. ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი N2-ის (ნუსხის) 164-ე გრაფაში მითითებული ნარკოტიკული საშუალება - ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ 0.05 გრამამდე ითვლება მცირე ოდენობად. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ გ----------------მა შეიძინა და შეინახა 0.036 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“, რაც ზემოაღნიშნული ნუსხის თანახმად წარმოადგენს მცირე ოდენობას.
ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულებით არ დგინდება, რომ ნარკოტიკული საშუალებები „ალფა პვპ“ და „მდმა“ გ----------------მა შეიძინა დამოუკიდებლად (ცალ-ცალკე) და ამავდროულად ორივე ნარკოტიკულ საშუალებას უკანონოდ ერთად ინახავდა (ამოღებული იქნა 2018 წლის 21 ივლისს, თბილისში, წ----------------–--–---------------------–-------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე გ----------------ის პირადი ჩხრეკისას), შესაბამისად, ბრალდების მხარის მიერ აღნიშნული ქმედების დაკვალიფიცირება ნარკოტიკული საშუალების შეძენისა და შენახვის ორ დამოუკიდებელ ეპიზოდად, სამართლებრივად არამართებულია. გ----------------ს მსჯავრი უნდა დაედოს არაერთგზის ჩადენილი ნარკოტიკული საშუალებისა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების („ალფა პვპ-ს“ და „მდმა-ს“) არაერთგზის უკანონოდ შეძენა-შენახვის ერთი ეპიზოდისთვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით და უნდა დაენიშნოს ერთი სასჯელი.
4.14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ გ----------------მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულები - ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა/შენახვა არაერთგზის, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა/შენახვა არაერთგზის და მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა/შენახვა.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
5.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.
5.3. განაჩენის 5.1. და 5.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
5.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლითაც გ----------------ს მსჯავრი უნდა დაედოს სასჯელად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან რვა წლამდე ვადით, ხოლო სსკ-ის 273-ე მუხლი - ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე. ამდენად, სასამართლო იმსჯელებს და შეაფასებს გ----------------ის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედებების გათვალისწინებით, სასჯელის რომელი სახე და ზომა იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
5.5. დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.
5.6. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს გ----------------ის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას, ხასიათს (ჩადენილია დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, რაც უხეშად არღვევს ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრულ წესს და არის მაღალი საშიშროების მატარებელი), დანაშაულის ჩადენის სახესა და ხერხს (გ----------------მა უკანონოდ შეიძინა და შეინახა 0.046 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მდმა“, 0.036 გრამი „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“, ბრალდებულის პირად და ეკონომიკურ პირობებს (ჰყავს მშობლები, შვილი, იყო დასაქმებული), გ----------------ის კანონის შესაბამის და ეთიკურ ქცევას სასამართლო განხილვის დროს, დანაშაულის ჩადენის მოტივს/მიზანს (პირადი მოხმარება/ნარკოტიკული თრობის მიღება) და მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, გ----------------ს სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, ,,დ’’ ქვეპუნქტებითა და სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით - ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით, რაც ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, მათი საზოგადოებრივი საშიშროებისა და გ----------------ის პიროვნების გათვალისწინებით, ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს (სასჯელის მიზნებს).
5.7. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გ----------------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა”, „დ“ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა 6 წლით თავისუფლების აღკვეთამ უნდა შთანთქოს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელი - ჯარიმა 1500 ლარი და დანაშაულთა ერთობლიობით გ----------------ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
5.8. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.
5.9. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.
5.10. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან გ----------------მა განზრახი დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის პერიოდში, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, უნდა გაუქმდეს მის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 3 ივლისის #--------- განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და გ----------------ს საბოლოო სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობით, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, კერძოდ: ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთამ უნდა შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 3 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის (ძირითადი და დამატებითი) მოუხდელი ნაწილი და გ----------------ს საბოლოო სასჯელად უნდა განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
6.1. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ: დისკები შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით; თამბაქოს კოლოფი მასში არსებული ნარკოტიკული საშუალებები: „ალფა პვპ“, „მდმა“ და „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“, ანაწმენდები დოლბანდის საკონტროლო ნიმუშებთან ერთად, ნერწყვის ნიმუში, ანაწმენდები, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს; ჯინსის ქურთუკი, ნაჭრის ქურთუკი, ზურგჩანთა, ჩანთა, საფულე და ფულადი თანხა, მართვის მოწმობა, ბარათები, ბრელოკი, სათვალე ჩასადებით, ფურცლები ჩანაწერებით, კოლბა, ჩიბუხი, მობილური ტელეფონი, ცეპი ჯვარით, სამაჯური, გ----------------ის ტანსაცმელი, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს; პლასტმასის ავზი, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 270-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ----------------ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
2. გ----------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’, ,,დ’’ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’, ,,დ’’ ქვეპუნქტებით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით - ჯარიმა 1 500 ლარის ოდენობით.
3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და გ----------------ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
4. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 3 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 3 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის (ძირითადი და დამატებითი) მოუხდელი ნაწილი და განაჩენთა ერთობლიობით გ----------------ს საბოლოო სასჯელად განესაზღვროს - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
6. გ----------------ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 10 წლით ჩამოერთვას საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 15 წლით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, რის შესახებაც ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.
7. გ----------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
8. გ----------------ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 21 ივლისიდან .
9. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:
· დისკები შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
· თამბაქოს კოლოფი მასში არსებული ნარკოტიკული საშუალებები ,,ალფა პვპ’’, ,,მდმა’’ და ,,ტეტრაჰიდრაკანაბინოლი’’, ანაწმენდები დოლბანდის საკონტროლო ნიმუშებთან ერთად, ნერწყვის ნიმუში, ანაწმენდები, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;
· ჯინსის ქურთუკი, ნაჭრის ქურთუკი ზურგჩანთა, ჩანთა, საფულე და ფულადი თანხა, მართვის მოწმობა, ბარათები, ბრელოკი, სათვალე ჩასადებით, ფურცლები ჩანაწერებით, კოლბა, ჩიბუხი, მობილური ტელეფონი, ცეპი ჯვარით, სამაჯური, გ----------------ის ტანსაცმელი სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს;
· პლასტმასის ავზი სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
10. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
11. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ალექსანდრე იაშვილი