განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
N 010100118002255137
საქმე N1-29/18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
[შესავალი ნაწილი]
03 ივლისი 2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ლევან გელოვანი
სხდომის მდივანი - თამუნა აბაშიძე
სახელმწიფო ბრალმდებელი - გ-------------–---–ი
ადვოკატი - პ----------–----ე
კანონიერი წარმომადგენელი - დ-----–------ე
ბრალდებული: ლ------–------ე
მამის სახელი: მ--–----ი
პირადი ნომერი: 6----------
დაბადების თარიღი: 09.01.2--- წელი
მოქალაქეობა: ს----------–-----------–--ე
განათლება: ა---------–----–----–ო
ოჯახური მდგომარეობა: დ-------------–ი
რეგისტრირებული მისამართი: ქ---------------------–-------–---------------------------
ნასამართლობა: ნ----------–---------------ე
ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და „ბ“ ქვეპუნქტები და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და „ბ“ ქვეპუნქტები და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი.
[აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი]
1. დანაშაულებრივი ქმედების დადგენა და სამართლებრივი შეფასება
1.1 სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ლ------–------ემ ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სადგომში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 23 დეკემბერს, დაახლოებით 01:00 საათზე, ქ. ბ------–-------------------------------ში მდებარე შ---------------ს“ სასურსათო მაღაზიაში (სადგომში) უკანონო შეღწევით, ლ------–------ე გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად ცდილობდა 15 კოლოფი სხვადასხვა დასახელების სიგარეტისა და 50 ლარი ფულადი თანხის დაუფლებას, რა დროსაც შემჩნეული იქნა პოლიციის მუშაკების მიერ, რის გამოც დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი (პირველი ეპიზოდი).
1.2 სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ლ------–------ემ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 30 ივლისს, დაახლოებით 05:00 საათზე, ქ. ბა-----–---------–---------------–-----------–---------------ს სასურსათო მაღაზიის სასმელების მაცივარში (საცავში) უკანონო შეღწევით, ლ------–------ე და ი-----–---------–---–ი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლნენ 335 ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების სასმელს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (მეორე ეპიზოდი).
1.3 სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ლ------–------ემ ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სადგომში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 06 აგვისტოს, დაახლოებით 06:20 საათზე, ქ. ბ------–--------–------------------------ში არსებულ ო-–---–------------------–ი (სადგომში) უკანონო შეღწევით, ლ------–------ე და ი-----–---------–---–ი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, მართლსაწინაარმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად, ცდილობდნენ ელექტრო ტექნიკის დაუფლებას, რა დროსაც შემჩნეულ იქნენ მესაკუთრის მიერ, რის გამოც დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი (მესამე ეპიზოდი).
1.4 სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ლ------–------ემ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სადგომში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 06 აგვისტოს, ღამის საათებში, ქ---------–-----------------------------ში არსებულ დ--–-----------ის სასურსათო მაღაზიაში (სადგომში) უკანონო შეღწევით, ლ------–------ე და ი-----–---------–---–ი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლნენ 300 ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების სიგარეტს და 30 ლარი ფულად თანხას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (მეოთხე ეპიზოდი).
1.5 სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ლ------–------ემ ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, საცავში უკანონო შეღწევით.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 14 აგვისტოს, დაახლოებით 06:30 საათზე, ქ--------–---–--------–-----–--------------ში არსებულ ლ------------–------–-ს სასურსათო მაღაზიის სასმელების მაცივარში (საცავში) უკანონო შეღწევით, ლ------–------ე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად ცდილობდა სასმელების დაუფლებას, რა დროსაც შემჩნეულ იქნა პოლიციის მუშაკების მიერ, რის გამოც დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი (მეხუთე ეპიზოდი).
სასამართლო პროცესზე, ბრალდებულმა ლ------–------ემ სრულად ცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში.
ლ------–------ის ბრალეულობას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი შემდეგი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა: ნ--------–---ს, ე-------–---ს, ზ-----------–--ის, თ-----------------ის, ზ-------------–--ის, დ--–-----------ის, ზ----------------, ი-----–---------–---–ის, ლ------–------ის, რ------------ს, ნ-----–--------ის, ლ------------ს, ნ-------------ს, ო-–---–------ს, ლ------------–------–-ს, ე----------------ს, პ---------–------–ის, ჯ------------–--–---ს ჩვენებები, შემთხევის ადგილის დათვალიერების ოქმები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები, სამედიციო ექსპერტიზის დასკვნა, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, ოქმი ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ, ლ------–------ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, ვიდეო ჩანაწერის დათვალიერების ოქმები, ამოღებული სასმელები, ნიღაბი, ზურგჩანთა, ამოღებული 9 ცალი სხვადასხვა დასახელების სიგარეტის კოლოფი.
წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.
ვინაიდან მხარეებმა არცერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით, გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ------–------ე დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისინებული დანაშაულების ჩადენაში და მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.
2. სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ვალდებულია გაითვალისწინოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა'' და ,,ბ'' ქვეპუნქტების თანახმად, ქურდობა ჩადენილი სადგომში ან საცავში უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია - ისჯება შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
ამავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ,,ა'' ქვეპუნქტის თანახმად, ქურდობა ჩადენილი წინასწარ შეთანხმებული ჯგუფის მიერ - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, 14-დან 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვანისათვის დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა 1/3 - ით მცირდება. ამასთანვე, საბოლოო სასჯელის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 10 წელს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა ხელს უნდა უწყობდეს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სასჯელის მიზანი, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, გულისხმობს ჩადენილი დანაშაულის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას მსჯავრდებულის, დაზარალებულის და საზოგადოების თვალში და ასევე ხელს შეუწყობს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ვალდებულია იხელმძღვანელოს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპით და გაითვალისწინოს, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი, ასევე შემამსუბუქებელი გარემოებები.
ბავშვის უფლებათა კონვენციის 37-ე მუხლის თანახმად, ბავშვის დაპატიმრება, დაკავება ან ციხეში მოთავსება ხორციელდება კანონის თანახმად და განიხილება, როგორც მხოლოდ უკიდურესი ზომა რაც შეიძლება ნაკლები პერიოდის განმავლობაში, ხოლო ამავე კონვეციის მე-40 მუხლის მიხედვით, მკაცრი სადამსჯელო მიდგომა არ შეესაბამება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ძირითად პრინციპებს და ბავშვის შემთხვევაში უპირატესობა უნდა მიენიჭოს მისი კეთილდღეობის, ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის და რეინტეგრაციის საჭიროებას.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 75-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არასრულწლოვანისათვის სასჯელის დანიშვნისას მოსამართლე პირველ რიგში ითვალისწინებს მის საუკეთესო ინტერესს და ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს.
ამავე კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად, თუ არასრულწლოვანმა, რომელიც განზრახი დანაშაულისათვის მსჯავრდებული არ ყოფილა, ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი პირობითად ჩაითვალოს.
მოცემულ შემთხვევაში, რადგან სახეზეა დანაშაულთა ერთობლიობა ლ------–------ეს სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული წესით, ხოლო არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, დანიშნული საბოლოო სასჯელი პირობითად ჩაითვალოს.
3. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა
ნივთმტკიცების საკითხი გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.
[ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი]
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-ე 260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებიის კოდექსის 73-ე და 74-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ------–------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (2017 წლის 23 დეკემბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი შემცირდეს 1/3 - ით და ლ------–------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლისა 8 (რვა) თვის ვადით.
2. ლ------–------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (2017 წლის 30 ივლისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი შემცირდეს 1/3 - ით და ლ------–------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლისა და 4 (ოთხი) თვის ვადით.
3. ლ------–------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (2017 წლის 06 აგვისტოს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი შემცირდეს 1/3 - ით და ლ------–------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლისა 8 (რვა) თვის ვადით.
4. ლ------–------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (2017 წლის 06 აგვისტოს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი შემცირდეს 1/3 - ით და ლ------–------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლისა 8 (რვა) თვის ვადით.
5. ლ------–------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (2017 წლის 14 აგვისტოს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს შინაპატიმრობა 1 (ერთი) წლის ვადით.
6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, ლ------–------ეს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლისა და 4 (ოთხი) თვის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, 3 (სამი) წლისა და 6 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.
7. ლ------–------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
8. ნივთმტკიცებები - ბრალდებულის დაკავებისას პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული 9 ცალი კოლოფი და გასაღები, დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ლ------–------ის ტანისამოსი და ი-----–---------–---–ის ტანისამოსი - დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად ამოღებული სასმელები და ზურგჩანთა, - დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად ამოღებული ნიღბები, - განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ამოღებული 2 მირინდას ბოთლი, 2 მირინდას ქილა, 3 ცალი პეპსი, 1 ცალი 7 UP ბოთლი, 1 ცალი ,,სადიას’’ ნატურალური წვენი, 2 ცალი ლუდი ,,ქარვა’’ - დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
პირადი ჩხრეკის ფოტოცხრილი - დაერთოს საქმეს და შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
სუნის ნიმუში, სისხლის ნიმუში, ხელის კვალი 2 ცალ დაქტილო ბარათზე, ამოღებული მინის ნატეხები და მოწითალო ფერის ლაქები, ქაღალდის ნაჭერი მოწითალო ფერის ლაქებით, მინის ნატეხები, - განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ი-----–---------–---–ის სუნის ნიმუში, სისხლის ნიმუში, ხელის კვლის ნიმუში, ლ------–------ის ხელის კვლის ნიმუში - განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ამოღებული ქვა, ხელის კვლები, ნინო ხანთიძის ხელის კვლები, ლ------–------ის ხელის კვლების ნიმუშები და შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას აღებული ხელის კვლების ნიმუშები, - განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
9. ლ------–------ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებაში ყოფნის დრო - 2017 წლის 23 დეკემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით.
10. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
11. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ლევან გელოვანი