განაჩენი

სისხლის სამართლის 18.12.2018
საქმის ნომერი
330100118002437346
ინსტანცია
თარიღი
18.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002437346

საქმე №1ბ/1074-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

11 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით

 

სახელმწიფო ბრალმდებელ - ნა---------–ის

ადვოკატ - რო--------------ის

მსჯავრდებულ - ხვ---------–---–ის

მონაწილეობით,თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ მი---------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

ხვ---------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 27 დეკემბერს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №0----------, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის მისამართზე: თ---–--------------------------, ფაქტობრივად მცხოვრების: თ---–-----–-----------–---–--------------ში, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლით.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 ივლისის განაჩენით:

ხვ---------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

 

ხვ---------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

ხვ---------–---–ს ბრალი ედებოდა, მასზედ რომ ჩაიდინა:

1) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ამ უკანასკნელის ტანჯვა, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

2) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

რაც გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 27 მარტს, ღამის საათებში, ხვ---------–---–ი მეუღლესა და არასრულწლოვან შვილებთან ერთად იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ სახლში, მდებარე თ---–-----–-----------–---–--------------ში, მე-11 სართულზე განთავსებულ ბინაში, რა დროსაც ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე უეცრად გახდა აგრესიული და არასრულწლოვანი შვილების - 11 (თერთმეტი) წლის გი------------–---–ის და 5 (ხუთი) წლის მა-----------–---–ის თანდასწრებით, ოჯახური ძალადობა განახორციელა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეზე - ხათ----------–---–ზე, კერძოდ: მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაუწყო ყვირილი და ლანძღვა-გინება, რამაც დაზარალებულის ტანჯვა გამოიწვია. ასევე ხვ---------–---–მა მუშტი დაარტყა ხათ----------–---–ს სახის არეში და ცეცხლწაკიდებული საბანი ესროლა მას, რის შედეგადაც ამ უკანასკნელს მიადგა მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

ასევე, ხვ---------–---–ი უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, არასრულწლოვანი შვილების - 11 (თერთმეტი) წლის გი------------–---–ის და 5 (ხუთი) წლის მა-----------–---–ის თანდასწრებით, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ხათ----------–---–ს სისტემატურად ამცირებდა და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, კერძოდ უყვიროდა, აგინებდა და ლანძღავდა უშვერი სიტყვებით, რა დროსაც დაზარალებული ხათ----------–---–ი განიცდიდა ტანჯვას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ ხვ---------–---–ი გაამართლა მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ამ უკანასკნელის ტანჯვა, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

ხვ---------–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111-120-ე მუხლით.

 

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

 

2018 წლის 27 მარტს, ღამის საათებში, თ---–--–---–-----------–---–--------------ში, მეთერთმეტე სართულზე მდებარე ბინაში ხვ---------–---–მა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ხათ----------–---–ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა - დაუწყო ყვირილი და ლანძღვა-გინება, ასევე მუშტი დაარტყა სახის არეში და ცეცხლწაკიდებული საბანი ესროლა მას, რის შედეგადაც ამ უკანასკნელს მიადგა მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა მი---------------ემ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანა და ხვ---------–---–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი გამამართლებელ ნაწილში დაუსაბუთებელია, რადგან წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია, გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ხვ---------–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, კერძოდ, ხვ---------–---–თან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლე - ხათ----------–---–ი აშკარად ადასტურებს, რომ მის მიმართ სისტემატურ შეურაცხყოფის და დამცირების ფაქტები არსებობდა, მან მიუთითა, რომ ერთი წლის განმავლობაში მეუღლე ხშირად აგინებდა, ამცირებდა და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას; სისტემატური დამცირებისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტს ადასტურებენ ასევე აღნიშნულის შემსწრე არასრულწლოვანი მოწმეები: მა-----------–---–ი და გი------------–---–ი, რომლებიც პირდაპირ მიუთითებენ ჩვენებებში, რომ მამა ხშირად აგინებდა და ამცირებდა დედას.

 

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას აპელანტმა მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას.

დაცვის მხარე არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა არ იზიარებს აპელანტის პოზიციას და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დასტურდება ხვ---------–---–ის მიერ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების ჩადენის ფაქტი, შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის ,,ზ’’ ქვეპუნქტის თანახმად სააპელაციო საჩივარი განიხილება სააპელაციო საჩივრისა და მისი შესაგებელის ფარგლებში.

 

ბრალდების მხარე სადავოდ არ ხდის, რომ ხვ---------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდნენ. საქმის მასალებით კი დასტურდება, რომ საქმის განხილვისას მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ მტკიცებულებები, გარდა მოწმე ლე-----------–---–ის გამოკითხვის ოქმისა, შესაბამისად დაზარალებულ ხათ----------–---–ის, მოწმეების: ვლ-------------–--ის, გი------------–---–ის, მა-----------–---–ის, რო-------------–-ას და გრ-----–--------ას, ბრალდებულ ხვ---------–---–ის, ექსპერტების - ლე--------–---–ის და პა-----------–---–--ის, საპროცესო წარმომადგენელ ს------- ბ---–-----ის გამოკითხვის ოქმების, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 25 ივნისის სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 4 ივნისის სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №0-------- დასკვნის, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა გამოკვლევა არ მომხდარა.

ამასთან, პალატა ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გამოკვლევის გარეშე მიღებული მტკიცებულებების შეფასება მოხდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით.

 

აპელანტს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია, გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ხვ---------–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, ვინაიდან, ხათ----------–---–ი განმარტავს, რომ ერთი წლის განმავლობაში მეუღლე ხშირად აგინებდა, ამცირებდა და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას; სისტემატური დამცირებისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტს ადასტურებენ ასევე აღნიშნულის შემსწრე არასრულწლოვანი მოწმეები: მა-----------–---–ი და გი------------–---–ი, რომლებიც პირდაპირ მიუთითებენ ჩვენებებში, რომ მამა ხშირად აგინებდა და ამცირებდა დედას.

აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოსაზრებას, რომ სისტემატიური შეურაცხყოფის ფაქტები დაადასტურა მხოლოდ დაზარალებულმა ხათ----------–---–მა, რომელმაც გამოძიებაში გამოკითხვისას განმარტა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მეუღლე ხშირად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა და ამცირებდა მას, რის გამოც განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას, თუმცა როდის და რამდენჯერ განხორციელდა მსგავსი ფაქტები მის მიმართ, რამდენად ჰქონდა მსჯავრდებულის ქმედებებს სისტემატიური ხასიათი, აღნიშნულის თაობაზე დაზარალებულს განმარტება არ გაუკეთებია.

სისტემატური დამცირებისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის თაობაზე ასევე ზოგადი განმარტება გააკეთეს არასრულწლოვანმა მოწმეებმა: გი------------–---–მა და მა-----------–---–მა, რომლებმაც გამოკითხვის ოქმებში განმარტეს, რომ მამა ადრეც ბევრჯერ იყო აგრესიული და ხშირად მიუყენებია ხათ----------–---–ისათვის სიტყვიერი შეურაცხყოფა და შეუგინებია. მათი განმარტებით, მამას მხოლოდ დედის მიმართ ჰქონდა აგრესია და ბავშვებს არასდროს არ ეჩხუბებოდა. დაახლოებით რა პერიოდში და ინტენსივობით ხორციელდებოდა ხვ---------–---–ის მხრიდან ხათ----------–---–ის მიმართ მსგავსი ქმედებები მარიამ და გი------------–---–ებს არ დაუკონკრეტებიათ. თავად მსჯავრდებულმა ხვ---------–---–მა გამოძიებაში გამოკითხვისას, ასევე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა 2018 წლის 27 მარტს ხათ----------–---–ის მიმართ მის მიერ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტი. ასევე დაადასტურა, რომ მეუღლესთან წარსულშიც ჰქონდა კონფლიქტი, თუმცა კატეგორიულად უარყო, რომ მისი მხრიდან ხათ----------–---–ის მიმართ ადგილი ჰქონდა სისტემატიური შეურაცხყოფისა და დამცირების ფაქტებს, თუმცა საქმის განხილვისას დაეთანხმა ბრალის დადგენილებაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს, საქმეში არსებული მტკიცებულებები მიიჩნია უდავოდ და დასკვნით და საბოლოო სიტყვაში აღიარა მის მიერ ხათ----------–---–ის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების ფაქტი.

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 74-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად ბრალდებულის აღიარება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, თუ იგი არ დასტურდება მისი ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებით.

 

დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებების შეფასებისას პირველი ინსტანციის სასამართლომ მხედველობაში მიიღო სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 4 ივნისის სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №0-------- დასკვნა, რასაც პალატაც ეთანხმება, ვინაიდან დასკვნის თანახმად დასტურდება, რომ ხათ----------–---–ი ხვ---------–---–ის მხრიდან მასზე განხორციელებული ქმედებების გამო არ განიცდიდა ფსიქოლოგიურ (მორალურ) დამცირებას და ტანჯვას.

ამასთან, ექსპერტიზის დასკვნის გამოკვლევით ნაწილში აღნიშნულია, რომ გამოსაკვლევი პირი (ხათ----------–---–ი, რომელთანაც გასაუბრება ნაწარმოებია 18 აპრილს 2018 წელს რამდენიმე დღეში გამოძიებისას მიცემული ჩვენების შემდეგ) შექმნილ სიტუაციას არ აფასებს პირადად მისი ფსიქოლოგიური ტანჯვის გამომწვევ გარემოებად. მეუღლის არაადეკვატურ ქცევას კონკრეტულ სიტუაციაში განიხილავს, როგორც ნარკოდამოკიდებულებით და ფსიქოტროპული საშუალებების გახშირებული მიღებით გამოწვეულს. მიაჩნია, რომ აღნიშნული სიტუაციის გამოსწორება შესაძლებელია ჩანაცვლების პროგრამაში მეუღლის მკურნალობის გაგრძელებით და სწორი კომუნიკაციით. თვლის, რომ ოჯახში თვითონ აქვს წარმმართველი პოზიცია და საკუთარ თავში ხედავს პიროვნულ რესურსს სიტუაციის გამოსწორების ხელშესაწყობად. ავლენს იმედს, სთენიურობას, მზაობას კონსტრუქციული აქტივობისთვის.

 

ამდენად, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის განაჩენის მოსაზრებას, რომ დაზარალებულის და არასრულწლოვანი მოწმეების ზოგადი განმარტება სისტემატიური შეურაცხყოფისა და დამცირების თაობაზე არასაკმარისია ხვ---------–---–ის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

რაც შეეხება მსჯავრდებულისათვის დანიშნულ სასჯელს პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ. პალატა მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი სამართლიანია და მისი შეცვლის საფუძველი არ არსებობს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ მი---------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

ხვ---------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

ხვ---------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ ხვ---------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

 

ხვ---------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 27 მარტიდან.

 

საქმეზე დართული ნივთები და საგნები:

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები (ჩაწერილი ერთ ლაზერულ დისკზე) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული საბნები (დალუქული სამ პაკეტში) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე