განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1--------
#0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
2- აგვისტო, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე - შორენა გუნცაძე
სხდომის მდივანი - თამარ ფიფია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნ----------------
დაცვის მხარე:
ადვოკატი - რ------------–---
ბრალდებული - ა-–------------–--------------------------) - დაბადებული 1----–-–--------------ს, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული ჭ----------------------------– რ---–-
კვალიფიკაცია და დისპოზიცია: საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - მუქარა, ე.ი. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი :
სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 1--------–-, დაახლოებით 1---- საათზე, თბილისში, ი---–---–---------- მიმდებარე ტერიტორიაზე, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ა-–------------–----, დანის გამოყენებით, განახორციელა სიცოცხლის მოსპობის მუქარა ყოფილი მეუღლის - ნ------------–---–-- მიმართ, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის ერთი წევრის მიერ
ოჯახის სხვა წევრის (ყოფილი მეუღლის) მიმართ
დაზარალებულმა ნ------------–---–-ა ისარგებლა მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და არ მისცა მისი ყოფილი მეუღლის მამხილებელი ჩვენება.
ბრალდებულმა ა-–------------–---- სასამართლო სხდომაზე, ასვეე, ისარგებლა მისთვის მინიჭებული დუმილის უფლებით და არ მისცა ჩვენება, რაც, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და ამავე კოდექსის 74-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება შეფასდეს მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად.
მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულმა და დაზარალებულმა სასამართლოს არ მიაწოდეს ინფორმაცია განსახილველი დანაშაულის შესახებ, რის გამოც სასამართლოს არ მიეცა შესაძლებლობა, გადაწყვეტილების მიღებისას სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში შეეფასებინა მათი ჩვენებები, როგორც პირდაპირი მტკიცებულებები, მოცემულ ფაქტთან მიმართებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ა-–------------–--ის მიერ ნ------------–---–-- მიმართ განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის მუქარა დადასტურებულია საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე უდავოდ მიჩნეული, ურთიერთშეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებებით, რომელთა ერთობლიობაში შეფასებასაც ეფუძნება სასამართლოს დასკვნა.
საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე დაცვის მხარეს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები - მოწმეების: ი-----–------ა და ი-----–-------------–---–ის გამოკითხვის ოქმები, ასევე, წერილობითი მტკიცებულებები - სადავოდ არ გაუხდია და მითითებულ მტკიცებულებებში ასახული ფაქტები სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიჩნეული პრეიუდიციად.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოთ მითითებული მტკიცებულებები წარმოადგენს უტყუარ მტკიცებულებებს ა-–------------–--ის მიერ ნ------------–---–-- მიმართ განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის მუქარის დასადასტურებლად.
სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა დაცვის მხარის მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, ამასთან, ბრალდებულ ა-–------------–--ის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს და ადასტურებს ა-–------------–--ის მიერ ყოფილი მეუღლის - ნ------------–---–-- მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარას, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს.
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს განსახილველი საქმის თავისებურებაზე პირდაპირ მტკიცებულებათა მოპოვების სირთულის თვალსაზრისით, რამდენადაც ა-–------------–--ეს ბრალი ედება ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარაში. კერძოდ, აღნიშნული აიხსნება იმით, რომ, როგორც წესი, ოჯახური დანაშაული ჩადენილია ჩაკეტილ სივრცეში, რომლის მონაწილეებიც მხოლოდ ბრალდებული და დაზარალებული ან ოჯახის სხვა წევრები არიან, რომლებსაც მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით (საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი) მინიჭებული აქვთ უფლება, არ მისცენ ახლო ნათესავის მამხილებელი ჩვენება და, როგორც პრაქტიკა მოწმობს, სხვადასხვა მოტივით ხშირად სარგებლობენ კიდეც ამ უფლებით. შესაბამისად, სრულყოფილი გამოძიების ჩატარების პირობებშიც კი, ბრალდების მხარე ობიექტურად მოკლებულია შესაძლებლობას, მრავლად მოიპოვოს და სასამართლოს წარუდგინოს აღნიშნული კატეგორიის საქმეებზე დანაშაულებრივი ფაქტის დამადასტურებელი პირდაპირი მტკიცებულებები.
პირდაპირი მტკიცებულებების მოპოვება საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემთხვევაში კიდევ უფრო რთულდება, თუ მუქარა ბრალდებულის მიერ განხორციელებულია პირადად, დაზარალებულთან პირისპირ ან სატელეფონო საუბრით (და არა მიმოწერით, ან მესამე პირის მეშვეობით, როდესაც შეუთვლის დაზარალებულს მუქარას) და ასეთი მუქარის შემცველი საუბრის შემსწრე მესამე პირი არ არსებობს, თავად ბრალდებული და დაზარალებული კი, როგორც კონფლიქტის ერთადერთი მონაწილეები, მათთვის კანონით მინიჭებული საპროცესო უფლების საფუძველზე, ინფორმაციას არ აწვდიან სასამართლოს. სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე ა-–------------–--ის მიერ ჩადენილი ქმედების შეფასებისას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ, საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, შეაფასა და მხედველობაში მიიღო მხარეთა მიერ არასადავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, მათ შორის, ირიბი ჩვენებები, რა დროსაც იხელმძღვანელა როგორც შიდა, ასევე, საერთაშორისო სტანდარტებით, კერძოდ:
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილებაში X გერმანიის წინააღმდეგ (საჩივარი #-------- 0-.0--1--- წ.) განმარტა, რომ გამონაკლის შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენება არ არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პარაგრაფით გათვალისწინებულ სამართლიანი განხილვის უფლებას. კერძოდ, აღნიშნული დებულება არ გამორიცხავს, რომ, საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, სასამართლოს შეუძლია ირიბ ჩვენებაზე დაყრდნობა, თუ, საქმეში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, მსგავსი მტკიცებულება არ იქნება გამოყენებული კანონის დარღვევით. მსგავსი განმარტება გააკეთა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე S გერმანიის წინააღმდეგ (საჩივარი #8945/80, 13.1--1983 წ.)
სასამართლო, ასევე, აღნიშნავს, რომ საქმეზე Al-Khawaja and Tahery v. United Kingdom (საჩივრები: #26766/05 და #22228/06) ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ირიბი ჩვენების დასაშვებად ცნობა და, მეტიც, მასზე გამამტყუნებელი განაჩენის დამყარება ავტომატურად არ არღვევს კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პარაგრაფის მოთხოვნებს. გადაწყვეტილებაში სასამართლომ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ მნიშვნელოვანია ეროვნული კანონმდებლობის სისტემური შეფასება და არა კონკრეტულად იმის გარკვევა, უშვებს თუ არა ის შესაძლებლობას, გამამტყუნებელი განაჩენი დაემყაროს ირიბ ჩვენებას. პირველ რიგში, აუცილებელია, დადგინდეს მოწმის გამოუცხადებლობა რამდენად იყო განპირობებული ობიექტური მიზეზებით. როგორც წესი, ირიბი ჩვენება გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც მოწმე (ინფორმაციის პირველწყარო) გარკვეული მიზეზით თავად ვერ ან არ ცხადდება სასამართლოში და ეს მიზეზი სასამართლოსთვის ცნობილია. იმისათვის, რომ ირიბი ჩვენების გამოყენებამ არ გამოიწვიოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა, შემდეგი ორი პირობა უნდა იქნეს დაცული: უნდა არსებობდეს მოწმის სასამართლოში არგამოცხადების მნიშვნელოვანი მიზეზი ან/და ირიბი ჩვენება არ უნდა წარმოადგენდეს განაჩენის არსებით ან ერთადერთ საფუძველს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 2015 წლის 22 იანვრის #1/1/548 გადაწყვეტილებით არ გამორიცხავს, გამონაკლის შემთხვევებში, ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერებას. ასეთი გამონაკლისის დაშვება შესაძლოა გამართლებული იყოს, თუ არსებობს ობიექტური მიზეზი, რის გამოც შეუძლებელია იმ პირის დაკითხვა, რომლის სიტყვებსაც ემყარება ირიბი ჩვენება და როდესაც ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე. მაგალითად, სასამართლო განიხილავს ირიბი ჩვენების დაშვების შესაძლებლობას, როდესაც მოწმე ან დაზარალებული დაშინებულია ან არსებობს მისი, როგორც მოწმის, უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობა. საკონსტიტუციო სასამართლომ, ასევე, განმარტა, რომ სასამართლო უფლებამოსილი უნდა იყოს, გამონაკლის შემთხვევებში, შეაფასოს ირიბი ჩვენების დასაშვებობისა და მისი გამოყენების აუცილებლობა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას არა მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილ, არამედ - სხვა ისეთ შემთხვევაშიც, როდესაც ინფორმაციის ავტორი თავად ვერ ახერხებს ან არ სურს ჩვენების მიცემა და ამისთვის მნიშვნელოვანი მიზეზი არსებობს. თითოეული საგამონაკლისო შემთხვევის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხის შეფასება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ლეგიტიმური მიზნების და ამ მიზნების მისაღწევად გამოყენებული საშუალებების კონტექსტში უნდა მოხდეს.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, ასევე, „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის 55-ე მუხლს, რომლის 1-ლი პუნქტით დადგენილია, რომ ფიზიკური ძალადობის დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე და რომ სასამართლო პროცესი გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს. აღნიშნული მიუთითებს სასამართლოს ვალდებულებაზე, მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, ფაქტის ირგვლივ იმსჯელოს არა მხოლოდ დაზარალებულის ჩვენების საფუძველზე, არამედ, ასეთის არარსებობის შემთხვევაში, შეაფასოს საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, მათ შორის, ირიბი ჩვენებები და სამართლიანი სასამართლოს პირობებში, ბრალდებულის უფლებების სათანადო დაცვით, მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება.
სასამართლო განმარტავს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულმა ნ------------–---–-ა, რომელიც წარმოადგენს განსახილველი დანაშაულებრივი ფაქტის შესახებ ინფორმაციის პირველად წყაროს, ისარგებლა საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ყოფილი მეუღლის - ა-–------------–--ის მამხილებელი ჩვენება, რაც მიჩნეულ უნდა იქნეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დასახელებულ იმ საგამონაკლისო შემთხვევად, როდესაც უშუალოდ ინფორმაციის ავტორისგან ჩვენების მიღება სასამართლოს ობიექტურად არ შეუძლია და დასაშვებია ირიბი ჩვენების (მოწმე ი-----–------ ჩვენება) გამოყენება, რომელიც ა-–------------–--ის მიერ განხორციელებული ქმედების შეფასებისას არ წარმოადგენს ერთადერთ მტკიცებულებას და სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში სასამართლოს უქმნის დასაბუთებული დასკვნის გაკეთების საფუძველს ა-–------------–--ის ბრალეულობასთან დაკავშირებით, კერძოდ:
ბრალდებულ ა-–------------–--ესა და დაზარალებულ ნ------------–---–ს შორის 2018 წლის 1--------–- კონფლიქტის არსებობა დადასტურებულია მოწმე ი-----–------ გამოკითხვის ოქმით, რომლის თანახმადაც, მან 2018 წლის 1--------–-, უშუალოდ ნ------------–---–--გან, ტელეფონით შეიტყო, რომ ამ უკანასკნელის მეუღლე - ა-–------------–--ე შვილის წამოსაყვანად იყო საბავშვო ბაღში მისული, რის შემდეგაც ნ------------–---–ს, დანის მეშვეობით, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. მისივე განმარტებით, 2018 წლის 1--------–-, მას შემდეგ, რაც დაზარალებულისგან შეიტყო აღნიშნული მუქარის განხორციელების და იმის შესახებ, რომ ნ------------–---–ს საპატრულო პოლიცია ჰყავდა გამოძახებული, მივიდა ამ უკანასკნელის სახლში და დაიტოვა ბავშვები, ხოლო ნ----- წაიყვანეს პოლიციელებმა.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ი-----–-----, მისივე განმარტებით, არის ა-–------------–--ის ძმის მეუღლე და, ბრალდებულთან ახლო ნათესაური კავშირიდან გამომდინარე, იგი ვერ იქნება დაინტერესებული, მისცეს ა-–------------–--ის მამხილებელი ჩვენება. ამდენად, არ არსებობს მის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაციის სანდოობასა და სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველი. შესაბამისად, სასამართლოს ამ თვალსაზრისითაც სწორად მიაჩნია მის მიერ მიცემული ირიბი ჩვენების გამოყენება, რაც არ არღვევს ბრალდებულის კანონიერ ინტერესს.
ა-–------------–--ის ნასვამ მდგომარეობაში ბაგა-ბაღში მისვლის ფაქტი, ასევე, დადასტურებულია მოწმე ი-----–-------------–---–ის გამოკითხვის ოქმით, რომლის თანახმადაც, 2018 წლის მაისის თვემდე მუშაობდა თბილისში, ი---–---–-ს ქ.#--–--------------- ბაგა-ბაღში, აღმზრდელის თანაშემწის თანამდებობაზე. ამ პერიოდში 4-5 წლამდე აღსაზრდელთა ჯგუფში იყო ბ----------------–იძე, რომლის მშობლებს - ა-–------------–--ესა და ნ------------–---–ს იცნობდა პირადად. 2018 წლის 1--------–-, დაახლოებით 1---- საათზე, ა-–------------–--ე მივიდა ბაგა-ბაღში და უნდოდა ბავშვის წაყვანა, რა დროსაც იყო ნასვამი. აღნიშნულის შესახებ ტელეფონის მეშვეობით აცნობა ნ------------–---–ს, რომელიც დარეკვიდან რამდენიმე წუთში მივიდა და სამივემ (ა-–------------–----, ნ------------–---–-ა და მათმა შვილმა - ბ----------------–იძემ) ერთად დატოვეს ბაგა-ბაღის ტერიტორია.
ამდენად, დადასტურებულია, რომ 2018 წლის 1--------–-, დაახლოებით 1---- საათზე, ნ------------–---–ი და ა-–------------–--ე იმყოფებოდნენ ერთად, თბილისში, ი---–---–---------- მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც ა-–------------–--ე იყო ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ, რაც, ასევე, დგინდება საქმეში არსებული ალკოტესტით, რომლის თანახმადაც, 2018 წლის 1--------–-------- საათზე, ა-–------------–--ე იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში (ალკოჰოლის შემცველობა - 4,117 %).
ზემოაღნიშნულ დროს ა-–------------–--ის მიერ დანის ქონის ფაქტი არ უარუყვია დაცვის მხარესაც და, ასევე, დადასტურებულია მოწმე ი-----–------ გამოკითხვის ოქმით, რომლის თანახმადაც, 2018 წლის 1--------–-, მას შემდეგ, რაც ნ------------–---–ი წაიყვანეს პოლიციელებმა, რამდენიმე წუთში, მან უშუალოდ დაინახა, როგორ გადაადგილდებოდა ა-–------------–--ე ნ------------–---–-- საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, დიდი ზომის თეთრტარიანი დანით ხელში, რის შესახებაც ტელეფონის მეშვეობით აცნობა ნ-----ს, რომელიც ამ დროს უკვე იმყოფებოდა პოლიციის განყოფილებაში. მოწმე ი-----–------ მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაცია თანხვედრაშია საქმეში არსებულ შემდეგ წერილობით მტკიცებულებებთან: უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ი-----–----------ის პატაკის თანახმად, 2018 წლის 1--------–-, ზემოაღნიშნულ საქმეზე გამოძიების ფარგლებში, მოწმის სახით გამოკითხვისას ნ------------–---–-ა განმარტა, რომ მუქარის განმახორციელებელი პირი - ა-–------------–--ე იმყოფებოდა თბილისში, ს-------–---------–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო ნ------------–---–ი მოწმის სახით გამოკითხულია საქართველოს შ--------–---------–-–--------------------------–-------–-----------------–-------–- განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ი-----–----------ის მიერ 2018 წლის 1--------–-, 20:35 საათიდან 21:15 საათამდე დროის შუალედში. ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ა-–------------–--ე დაკავებულია 2018 წლის 1--------–-------- საათზე, თბილისში, ს-------–---------–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე.
სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნულ დღეს ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის სიტყვიერ შეკამათებასაც კი არ ჰქონია ადგილი და ბრალდებული დაზარალებულს არ დამუქრებია დანის გამოყენებით, ვინაიდან მათ შორის კონფლიქტი, გარდა მოწმე ი-----–------ გამოკითხვის ოქმისა, დადასტურებულია შემდეგი მტკიცებულებებით:
გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით, რომლითაც დგინდება, რომ 2018 წლის 1--------–- ძ---–-------–-----------------–--------– განყოფილებაში დაიწყო გამოძიება ნ------------–---–ზე განხორციელებული მუქარის ფაქტზე, ხოლო #------ შეტყობინებით (რეზოლუციის თარიღი: 1--0-.2018, 18:46 საათი) დასტურდება, რომ თავად დაზარალებულმა შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს, რომ მეტრო ავლაბრის მიმდებარე ტერიტორიაზე, მისი მეუღლე ა-–------------–--ე, დანის მეშვეობით, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, იმ შემთხვევაში, თუ არ შეურიგდებოდა.
2018 წლის 12 აპრილის ოჯახში ძალადობის მსხვერპლისათვის/სავარაუდო მსხვერპლისათვის უფლებების განმარტების ოქმის თანახმად, გამომძიებლის მიერ ნ------------–---–ს განემარტა „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები. 2018 წლის 14 აპრილის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებით, ნ------------–---–ი (დაბადებული: 1--0--1--- წელს, პირადი #2----------) ცნობილ იქნა დაზარალებულად, ვინაიდან მან მიიღო მორალური სახის ზიანი იმ საფუძვლით, რომ 2018 წლის 1--------–-, თბილისში, ი---–---–---------- მიმდებარე ტერიტორიაზე, მისი მეუღლე ა-–------------–--ე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ მუცლის არეში დანის დარტყმით მოკლავდა, თუ არ შეურიგდებოდა, რა დროსაც ნ------------–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. იმავე დღეს ნ------------–---–ს, როგორც დაზარალებულს, განემარტა უფლებები, რის შესახებაც შედგენილია შესაბამისი ოქმი. ზემოაღნიშნული სამივე დოკუმენტი, რომლებიც რაიმე სახის შენიშვნების აღნიშვნის გარეშე დადასტურებულია შესაბამისი ხელმოწერებით, მათ შორის, ნ------------–---–-- ხელმოწერით, სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის მიერ მიჩნეულ იქნა უდავო მტკიცებულებებად.
სასამართლო, ასევე, ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ ა-–------------–--ეს ჰქონდა დიდი ზომის სამზარეულოს დანა, რომელიც მან შეიძინა საყოფაცხოვრებო დანიშნულებით მოხმარების მიზნით, და მას რომ წინასწარ განზრახული ჰქონოდა ნ------------–---–-- მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელება, შეიძენდა მცირე ზომის დანას, რომლის ტარებაც მესამე პირთათვის შეუმჩნევლად უფრო მარტივი იქნებოდა. ასეთი ვერსიის გაზიარების შემთხვევაშიც, აღნიშნულს ქმედების კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არ აქვს, დამნაშავემ მუქარა განახორციელა წინასწარი განზრახვით, თუ უეცრად, კონფლიქტის ნიადაგზე წარმოშობილი განზრახვით. მთავარია, რომ კონფლიქტის დროს ნამდვილად ჰქონდა დანა და მუქარა განხორცილებული იყო ისეთი ფორმით, რომელმაც დაზარალებულს გაუჩინა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ბრალდებულის მიერ დასკვნით სიტყვაში გაჟღერებული პოზიცია იმის თაობაზე, რომ 2018 წლის 1--------–- ნ------------–---–თან კონფლიქტი არ მოსვლია და არ დამუქრებია ბაგა-ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ დაზარალებულთან ჰქონდა ნორმალური ურთიერთობა, შეეძლო დაუბრკოლებლად მისულიყო სახლში და იქ დალაპარაკებოდა, თუკი ამის სურვილი ექნებოდა, მოკლებულია დამაჯერებლობას და მიმართულია აღნიშნული დანაშაულის ჩადენის მოტივის გამორიცხვისა და, შესაბამისად, მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხიმგებლობის თავიდან არიდებისაკენ. სასამართლოს აღნიშნული დასკვნის გაკეთების საფუძველს აძლევს როგორც მოწმე ი-----–-------------–---–ის, ასევე, მოწმე ი-----–------ გამოკითხვის ოქმები. მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ ა-–------------–--ე ბოლო სამი წლის განმავლობაში სისტემატურად იღებდა ალკოჰოლურ სასმელს, რის გამოც მეუღლეებს ხშირად ჰქონდათ კონფლიქტი, ხოლო აღნიშნულ შემთხვევამდე დაახლოებით ორი თვით ადრე დაშორდნენ ერთმანეთს.
ბრალდებულ ა-–------------–--ესა და დაზარალებულ ნ------------–---–ს შორის განსახილველ შემთხვევამდე უახლოეს წარსულში (ჯერ კიდევ რამდენიმე დღით ადრე) უკიდურესად გამწვავებული კონფლიქტური ურთიერთობა, გარდა მოწმეთა გამოკითხვის ოქმებისა, დადასტურებულია, ასევე, საქმეში არსებული 2018 წლის 4 მარტის #------ შემაკავებელი ორდერით, რომელიც გაცემულია 30 დღით, 2018 წლის 2 აპრილის ჩათვლით, იმ საფუძვლით, რომ მოძალადე - ა-–------------–--ე მსხვერპლ - ნ------------–---–ს უმეტესად ნასვამ მდგომარეობაში მყოფი აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ხოლო, ამავე შემაკავებელი ორდერის ოქმის თანახმად, ნ------------–---–-ა განმარტა, რომ მოძალადემ (ა-–------------–----) 2018 წლის 2 მარტს, ასევე, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფაც. 2018 წლის 4 მარტს ნ------------–---–-- მიერ შედგენილი და ხელმოწერილი ახსნა-განმარტებიდან, ასევე, დგინდება, რომ მას ა-–------------–--ესთან ჰქონდა დაძაბული ურთიერთობა, რის გამოც ერთად აღარ ცხოვრობდნენ, თუმცა ეს უკანასკნელი ნასვამ მდგომარეობაში მყოფი აკითხავდა სახლში და სამსახურში და სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. შემაკავებელი ორდერით ა-–------------–--ეს დაევალა იმ სახლისგან მოშორება, სადაც დაზარალებული ცხოვრობს, და აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება. მიუხედავად ამისა, ა-–------------–---- დაარღვია შემაკავებელი ორდერის პირობები, რის გამოც იგი 2018 წლის 2--------- დაკავებულ იქნა ადმინისტრაციული წესით, საქართველოს ასკ-ის 1752-ე მუხლის 1-ლი ნაწილის (შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა) საფუძველზე, რაც დადასტურებულია შ--------------–-------–-–-----------------------------------–----------------–-------------–--------------------–--------------------------–----–- საქმისწარმოების განყოფილების ინსპექტორ თ----------–--–--ის მიერ, დამკავებელი პატრულ-ინსპექტორების - ნ-----–---------–----------------------------–---–-- თანდასწრებით, 2----–-–----- აპრილს შედგენილი ოქმით ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ, რომელზეც შესრულებულია შესაბამისი ხელმოწერები. აღნიშნული ინფორმაცია, ასევე, დასტურდება ა-–------------–--ის ადმინისტრაციული შემოწმების შესახებ ცნობით.
ზემოაღნიშნულ გარემოებებზე დაყრდნობით, სასამართლოსთვის დამაჯერებლობას მოკლებულია დაცვის მხარის პოზიცია, თითქოსდა, ნ------------–---–-ა ა-–------------–--ის მიერ განხორციელებული მუქარის შესახებ ცრუ ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას იმ ფაქტით გაღიზიანების გამო, რომ ბრალდებული 2018 წლის 1--------–- კვლავ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, ხოლო დანის დანახვაზე მას შესაძლოა შეეშინდა კიდეც, თუმცა - უსაფუძვლოდ.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია მუქარა, რა დროსაც მუქარის განმახორციელებელი პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობის ჩადენით - სიცოცხლის მოსპობით, ჯანმრთელობის დაზიანებით ან ქონების განადგურებით, მუქარის ადრესატს კი ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება, რის გამოც ეს უკანასკნელი კარგავს სიმშვიდეს და ყოველ წუთს ელოდება მუქარის რეალურად განხორციელებას. დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ელემენტია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ - ისიც, რომ იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რომელიც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დადგინდეს როგორც სუბიექტური, ასევე, ობიექტური გარემოებების ერთობლივი ანალიზით. მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა ნ------------–---–-ა ჩვენება არ მისცა და აღნიშნულის შესახებ უშუალოდ მისი პოზიცია უცნობია, სასამართლოს, ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე, დადასტურებულად მიაჩნია, რომ არსებობდა საკმარისი წინაპირობები იმისათვის, რომ მას გასჩენოდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც დასტურდება მის მიერ კონფლიქტის შემდეგ საპატრულო პოლიციაში დარეკვით.
მოცემულ შემთხვევაში, ა-–------------–--ის მხრიდან მუქარა განხორციელებულია პირადად, დაზარალებულთან პირისპირ საუბრის დროს დამუქრებით. საგულისხმოა, რომ მუქარის დროს არ აქვს მნიშვნელობა, რამდენადაა გამიზნული პირის მხრიდან ამ მუქარის რეალიზაცია. კონკრეტულ შემთხვევაში, ნ------------–---–ს რომ მაღალი ალბათობით შეიძლებოდა გასჩენოდა მუქარის განხორცილების საფუძვლიანი შიში, ადასტურებს შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა-–------------–--ეს ჰქონდა დანა, რაც არ უარუყვია დაცვის მხარესაც. მოწმე ი-----–------ გამოკითხვის ოქმით, რომელიც დაცვის მხარის მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, დასტურდება, რომ კონფლიქტის შემდეგ ა-–------------–--ე ნ------------–---–-- საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა დიდი ზომის თეთრტარიანი დანით ხელში, რის შესახებაც ტელეფონის მეშვეობით აცნობა კიდეც ნ-----ს; ბრალდებული იყო არაფხიზელ მდგომარეობაში, რაც, როგორც უკვე აღინიშნა, დადასტურებულია საქმეში არსებული ალკოტესტით; ნ------------–---–თან კონფლიქტის გამო მის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რის გამოც იძულებული გახდა, დაეტოვებინა საცხოვრებელი სახლი, ხოლო მოგვიანებით, შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევის გამო, მის მიმართ ადმინისტრაციული პატიმრობა იქნა გამოყენებული; ბრალდებულს სურდა დაზარალებულთან შერიგება, რაც ამ უკანასკნელის ნებას არ შეესაბამებოდა. ყოველივე ზემოაღნიშნული ნ------------–---–ს აძლევდა გონივრული ვარაუდის საფუძველს, რომ ა-–------------–--ე შესაძლოა ყოფილიყო მასზე განაწყენებული და გაბრაზებული, რაც მისი მხრიდან მუქარის რეალიზების ალბათობას ზრდიდა.
ის ფაქტი, რომ ნ------------–---–ს ნამდვილად გაუჩნდა მუქარის (თუ არ შეურიგდებოდა, მუცლის არეში დანის დარტყმით მოკლავდა) განხორციელების შიში, დადასტურებულია იმ გარემოებით, რომ ნ------------–---–-ა კონფლიქტიდან მალევე თავად დარეკა საპატრულო პოლიციაში და შეატყობინა მომხდარის შესახებ, ასევე, დარეკა ყოფილი მეუღლის ძმის ცოლთან - ი-----–-----სთან. მოწმე ი-----–------ მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ნ------------–---–ი სახლიდან წაიყვანეს პოლიციელებმა. ის ფაქტი, რომ ნ------------–---–ი დამოუკიდებლად კი არ წავიდა პოლიციის განყოფილებაში, არამედ - სახლში ელოდებოდა მათ და მხოლოდ პოლიციის თანამშრომლების თანხლებით წავიდა აღნიშნული ფაქტის ირგვლივ მოწმის სახით დასაკითხად, სასამართლოს კიდევ ერთხელ აძლევს დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ მას ნამდვილად გაუჩნდა შიში ა-–------------–--ის მიერ განხორციელებული მუქარის გამო. აღნიშნულ დასკვნას ამყარებს ნ------------–---–-- დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებაც, რომელშიც ასახულია, რომ მას გაუჩნდა საფუძვლიანი შიში, რომ ა-–------------–--ე განახორციელებდა მუქარას, რის გამოც განიცადა მორალური ზიანი. აღნიშნულ ოქმზე შესრულებულია ნ------------–---–-- ხელმოწერა და მასზე რაიმე შენიშვნა არ გამოუთქვამს. დაცვის მხარის მიერ ზემოაღნიშნული მტკიცებულებაც უდავოდაა მიჩნეული.
ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენცია, რომელიც რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 22 სექტემბრის #561 დადგენილებით, მონაწილე სახელმწიფოებს ავალდებულებს, მიიღონ ყველა საჭირო ზომა ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის ყველა საკითხში, მათ შორის, იმ საკითხებში, რომლებიც ეხება ქორწინებასა და ოჯახურ ურთიერთობას, და მამაკაცთა და ქალთა თანასწორობის საფუძველზე უზრუნველყონ თანაბარი უფლებები და მოვალეობები როგორც ქორწინების პერიოდში, ასევე, განქორწინების დროს.
ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში უმნიშვნელოვანესია ევროპის საბჭოს კონვენცია ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ (სტამბულის 2011 წლის 11 მაისის კონვენცია), რომელიც გვთავაზობს ღონისძიებათა თანმიმდევრულ კომპლექსს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღმოფხვრისათვის. კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობას აღიარებს როგორც ადამიანის უფლების დარღვევად, აგრეთვე, დისკრიმინაციის ფორმად.
ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრასა და ზოგადად ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსახურება სახელმწიფოს მხრიდან ისეთი კანონების მიღება, როგორიცაა ,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი, ,,გენდერული თანასწორობის შესახებ‘‘ საქართველოს 2010 წლის 26 მარტის კანონი და ,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ‘‘ საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი.
,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფითა ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთისათვის გამოიყენება სისხლისსამართლებრივი, სამოქალაქო-სამართლებრივი და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი მექანიზმები. სისხლისსამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება ოჯახში ძალადობის იმ ფაქტის შემთხვევაში, რომელიც შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დასჯადია სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, თუ პირს, რომელსაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ხოლო იგივე დანაშაულის ოჯახის წევრის მიმართ ჩადენისას ქმედების კვალიფიკაციისთვის აუცილებელია ამ მუხლთან ერთად მე-111 მუხლზე მითითება, რაც ცხადყოფს, რომ სისხლის სამართლის შესაბამისი მუხლით განხორციელებული ქმედება ჩადენილია ოჯახის წევრის მიმართ. სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლებიან: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე, პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ამდენად, სისხლის სამართლის საქმეზე უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით იქმნება ფაქტობრივ გარემოებათა განვითარების ლოგიკური ჯაჭვი, რითაც უტყუარად დასტურდება, რომ ა-–------------–--ის მხრიდან ადგილი ჰქონდა ყოფილი მეუღლის - ნ------------–---–-- მიმართ სიცოცხლის მოსპობით მუქარის განხორციელების ფაქტს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული და სასამართლოში წარმოდგენილი იქნა ყველა შესაძლო მტკიცებულება, რომელთა ერთობლიობამ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურა, რომ ა-–------------–---- ჩაიდინა დანაშაული, რაც გამოიხატება ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარაში, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ა-–------------–--ის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქცია).
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:
ა-–------------–--ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ოჯახის წევრის მიმართ დანაშაულის ჩადენა.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და, აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. მსჯავრდებული პირის მიმართ დანიშნული სასჯელი უნდა გახდეს მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი და შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი. ამასთან, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, გამასწორებელი სამუშაო, შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ა-–------------–---- ნ------------–---–-- მიმართ განახორციელა დანაშაული, რომელმაც დაურღვია მას ფსიქიკური ხელშეუხებლობა და მშვიდი ცხოვრების უფლება და გამოიწვია შიში. ამრიგად, საქმე გვაქვს მოძალადესთან, რომელიც ახორციელებს ფსიქიკურ ძალადობას ოჯახის წევრის - ქალის მიმართ, რაც ადამიანის უფლების დარღვევაა და წარმოადგენს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას.
ამასთან, ყურადსაღებია ის გარემოებაც, რომ სასამართლოსთვის უცნობია, ყოფილ მეუღლეებს შორის ამჟამად კონფლიქტი ამოწურულია თუ არა და რამდენად არსებობს რეციდივის რისკი, რადგან დაზარალებულმა, მართალია, არ მისცა ჩვენება, მაგრამ სასამართლოს განუმარტა მხოლოდ ის, რომ მისი თვითმიზანი არ არის ა-–------------–--ის თავისუფლების აღკვეთის პირობებში ყოფნა, არამედ სურს, რომ გამოსწორდეს და იცხოვროს ნორმალურად, ხოლო ბრალდებულის დასკვნით სიტყვაში გაჟღერებულ პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ დაზარალებულთან აქვს კარგი ურთიერთობა, ვერ გაიზიარებს, რამდენადაც აღნიშნულის დამადასტურებლად არც წერილობითი მტკიცებულება წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე დაუდასტურებია აღნიშნული დაზარალებულს. ამასთან, ბრალდებული არ აღიარებს და არ ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს, რაც სასამართლოს მხრიდან ცალსახად ვერ იქნება შეფასებული მისი პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად, თუმცა ყურადღებას მიაქცევს იმ მოცემულობას, რომ ა-–------------–--ე ამ ეტაპზეც ვერ აცნობიერებს მის მიერ განხორციელებული ქმედების ხასიათსა და დანაშაულებრიობას.
გარდა ზემოაღნიშნულისა, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ ნ------------–---–-- მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო ა-–------------–--ის მიმართ უკვე იქნა გამოყენებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი მექანიზმები, პირველად, შემაკავებელი ორდერის სახით, რომლის პირობაც დაარღვია, რის გამოც 2018 წლის 2--------- დაკავებულ იქნა ადმინისტრაციული წესით და შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა. შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადა ამოიწურა 2018 წლის 2 აპრილს, ხოლო აღნიშნულიდან რამდენიმე დღეში, 2018 წლის 1--------–-, ა-–------------–---- კვლავ ჩაიდინა დანაშაულებრივი ქმედება თავისი ყოფილი მეუღლის მიმართ, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის მიმართ უკვე მიღებული სამართლებრივი ზომები არ აღმოჩნდა შემაკავებელი ხასიათის. შესაბამისად, სასამართლო მიზანშეწონილად და ეფექტურად მიიჩნევს ა-–------------–--ის მიმართ საპატიმრო სასჯელის განსაზღვრას, ხოლო, იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ იგი არ არის ნასამართლევი და სასჯელი მის მიმართ პირველად უნდა იქნეს გამოყენებული, საკმარისად მიაჩნია თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა მინიმალური ვადით, რომელიც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას და, ამასთან, არ გამოიწვევს მასში უსამართლობის განცდას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ა-–------------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.
ა-–------------–--ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდა დაეწყოს 2018 წლის 12 აპრილიდან.
ა-–------------–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე შორენა გუნცაძე