შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 160100119003277874
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №07აპ.-22 11 აპრილი, 2022 წელი
ხ-ი კ. №07აპ.-22 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზაზა ცქვიტარიას, მსჯავრდებულების - მ. ჰ–სა და კ. ხ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ა. კ–ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 3 დეკემბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. მ. ჰ–ი, - დაბადებული 19.. წლის 23 ივნისს, - ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით - 2019 წლის 28 სექტემბრის ეპიზოდი); საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით -2019 წლის 15 ოქტომბრის ეპიზოდი); საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით - 2019 წლის 3 ნოემბრის ეპიზოდი); საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით - 2019 წლის 6 ნოემბრის ეპიზოდი); საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა და შენახვა) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 28 სექტემბერს კ. ხ–ი წინასწარ შეუთანხმდა მ. ჰ–ს, რომ გაექურდათ ქ. მ–ში მდებარე საცხოვრებელი სახლი. იმავე დღეს, დილით, კ. ხ–ი და მ. ჰ–ი ამ უკანასკნელის კუთვნილი ავტომანქანით - „ოპელ-ასტრა“, ს–ს სახელმწიფო ნომრით - ...., მივიდნენ ქ. მ–ში, მ–ს ქუჩა №..-ში მდებარე ე. მ–ს საცხოვრებელ სახლთან. მ. ჰ–ი ტერიტორიის თვალთვალის მიზნით გაჩერდა საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, ხოლო კ. ხ–მ უკანონოდ შეაღწია საცხოვრებელ სახლში, სადაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა: 4500 ლარს, მამაკაცის ორ ყელსაბამს, ღირებულს - 1500 ლარად, ქალის ერთ ყელსაბამს, ღირებულს - 450 ლარად, ოქროს სამ ბეჭედს, ღირებულს - 1500 ლარად, ოქროს ორ საყურეს, ღირებულს - 1500 ლარად, „ქრიუზის“ ფირმის ერთ საათს, ღირებულს - 1000 ლარად და ძველ ტელეფონს, ღირებულს - 50 ლარად. ე. მ–ს მიადგა დიდი ოდენობით - 10500 ლარის ზიანი.
2019 წლის 15 ოქტომბერს კ. ხ–ი წინასწარ შეუთანხმდა მ. ჰ–ს, რომ გაექურდათ ქ. მ–ში მდებარე საცხოვრებელი სახლი. იმავე დღეს (ზუსტი დრო დაუდგენელია), კ. ხ–ი და მ. ჰ–ი ამ უკანასკნელის კუთვნილი ავტომანქანით - „ოპელ-ასტრა“, ს–ს სახელმწიფო ნომრით - ...., მივიდნენ ქ. მ–ში, ..... ქუჩა №..-ში მდებარე კ. ჰ. ი–ს საცხოვრებელ სახლთან. მ. ჰ–ი ტერიტორიის თვალთვალის მიზნით გაჩერდა საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, ხოლო კ. ხ–მ უკანონოდ შეაღწია საცხოვრებელ სახლში, სადაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა: 840 აშშ დოლარს, 1000 ლარსა და ოქროს ორ ძეწკვს კულონით, ღირებულს - 1000 ლარად, რითაც დაზარალებულს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზუსტებული ბრალდების მიხედვით, კ. ხ–ი დაეუფლა 840 აშშ დოლარსა და 1000 ლარს.
2019 წლის 3 ნოემბერს კ. ხ–ი წინასწარ შეუთანხმდა მ. ჰ–ს, რომ გაექურდათ ქ. მ–ში მდებარე საცხოვრებელი სახლი. იმავე დღეს, დაახლოებით 15:00 საათზე, კ. ხ–ი და მ. ჰ–ი ამ უკანასკნელის კუთვნილი ავტომანქანით - „ოპელ-ასტრა“, ს–ს სახელმწიფო ნომრით - ......, მივიდნენ მ–ს რაიონის სოფელ წ–ში მდებარე ტ. ა–ს საცხოვრებელ სახლთან. მ. ჰ–ი ტერიტორიის თვალთვალის მიზნით გაჩერდა საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, ხოლო კ. ხ–მ უკანონოდ შეაღწია საცხოვრებელ სახლში, სადაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა: ბრილიანტის საყურეებს, ღირებულს - 1000 ლარად, ვერცხლის ძეწკვს, ღირებულს - 30 ლარად, თეთრი ფერის საათს, ღირებულს - 50 ლარად, ოქროსფერ საათს, ღირებულს - 100 ლარად, ვერცხლისფერ საათს, ღირებულს - 70 ლარად, მოოქროვილ საათს, ღირებულს - 90 ლარად, კრემისფერ საათს, ღირებულს - 40 ლარად და ვერცხლის ორ ბეჭედს, ღირებულს - 60 ლარად, რითაც ტ. ა–ს მიადგა 1440 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
2019 წლის 6 ნოემბერს კ. ხ–ი წინასწარ შეუთანხმდა მ. ჰ–ს, რომ გაექურდათ ქ. მ–ში მდებარე საცხოვრებელი სახლი. იმავე დღეს (ზუსტი დრო დაუდგენელია), კ. ხ–ი და მ. ჰ–ი ამ უკანასკნელის კუთვნილი ავტომანქანით - „ოპელ-ასტრა“, ს–ს სახელმწიფო ნომრით - ....., მივიდნენ ქ. მ–ში, ნ–ს მე-3 ჩიხში, №..-ში მდებარე ო. ა–ს საცხოვრებელ სახლთან. მ. ჰ–ი ტერიტორიის თვალთვალის მიზნით გაჩერდა საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, ხოლო კ. ხ–მ უკანონოდ შეაღწია საცხოვრებელ სახლში, სადაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისკუთრების მიზნით, დაეუფლა: ორ სამაჯურს, ღირებულს - 1700 ლარად, ოქროს საათს, ღირებულს - 2000 ლარად, ოქროს სამეულს, ღირებულს - 2400 ლარად, ოქროს სამეულს, ღირებულს - 4000 ლარად, კულონს ოქროს ჯაჭვით, ღირებულს - 800 ლარად, თვალის ფორმის ოქროს კულონს, ღირებულს - 100 ლარად, ტიტის ფორმის კულონს, ღირებულს - 800 ლარად, ტიტის ფორმის ბეჭედს, ღირებულს - 1500 ლარად, ოქროს სამ ძეწკვს, ღირებულს - 6000 ლარად, ბაჯაღლოს სამ ბეჭედს, ღირებულს - 5000 ლარად, საქორწინო სამ ბეჭედს, ღირებულს - 1500 ლარად, თურქული წარმოების ოქროს ბეჭედს, ღირებულს - 600 ლარად, ოქროს ბეჭედს წითელი თვლით, ღირებულს - 1000 ლარად, საყურეებს წითელი თვლით, ღირებულს - 250 ლარად, მზის ფორმის ოქროს საყურეებს, ღირებულს - 400 ლარად, წითელი ფერის ოქროს საყურეს, ღირებულს - 200 ლარად, ოქროს ბეჭედს, ღირებულს - 200 ლარად და ფულად თანხას - 100 ლარს, რითაც ო. ა–ს მიადგა დიდი ოდენობით - 28550 ლარის ზიანი.
მ. ო–მ უკანონოდ შეიძინა და საკუთარ ავტომანქანაში - „ოპელ-ასტრა“, ს–ს სახელმწიფო ნომრით - ....., უკანონოდ შეინახა კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასის ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება - 5-fluoro ADB, რაც 2019 წლის 7 ნოემბერს, 11:55 საათზე, ქ. მ–ში, გ–ს ქუჩაზე, მ. ჰ–ის ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს მ–ს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა.
1.2. კ. ხ–ი, - დაბადებული 19.. წლის 10 მარტს, - ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით - 2016 წლის 31 მაისის ეპიზოდი); საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით - 2016 წლის 23 ივნისის, დაზარალებულ მ. ნ–ს ეპიზოდი); საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით - 2016 წლის 23 ივნისის, დაზარალებულ ე. ა–ს ეპიზოდი); საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით - 2019 წლის 28 სექტემბრის ეპიზოდი); საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით - 2019 წლის 15 ოქტომბრის ეპიზოდი); საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით - 2019 წლის 3 ნოემბრის ეპიზოდი); საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით - 2019 წლის 6 ნოემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის 31 მაისს კ. ხ–მ უკანონოდ შეაღწია ქ. მ–ში, გ–ს ქუჩა №..-ში მდებარე ს. ო–ს საცხოვრებელ სახლში, სადაც ფარულად დაეუფლა: ოქროს ერთ საათს, ღირებულს - 850 ლარად, ოქროს ბეჭედს, ღირებულს - 1000 ლარად, ოქროს ბეჭედს, ღირებულს -1500 ლარად, ოქროს საყურეს, ღირებულს - 350 ლარად, ოქროს ძეწკვს კულონით, ღირებულს - 500 ლარად და ფულად თანხას - 210 ლარს. ს. ო–ს მიადგა 4410 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
2016 წლის 23 ივნისს, დღისით, კ. ხ–მ უკანონოდ შეაღწია ქ. მ–ში, ჯ–ს დასახლებაში მდებარე მ. ნ–ს საცხოვრებელ სახლში, სადაც ფარულად დაეუფლა ფულად თანხას - 1000 აშშ დოლარსა და ოქროს სამაჯურს, ღირებულს - 300 ლარად, რითაც მ. ნ–ს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.
2016 წლის 23 ივნისს, ღამით, კ. ხ–მ უკანონოდ შეაღწია ქ. მ–ში, ჯ–ს დასახლებაში მდებარე ე. ა–ს საცხოვრებელ სახლში, სადაც ფარულად დაეუფლა ფულად თანხას - 50 ლარს.
კ. ხ–ი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1 მარტის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით. 2019 წლის 28 სექტემბერს ქურდობის მცდელობისთვის ნასამართლევი კ. ხ–ი წინასწარ შეუთანხმდა მ. ჰ–ს, რომ გაექურდათ ქ. მ–ში მდებარე საცხოვრებელი სახლი. იმავე დღეს, დილით, კ. ხ–ი და მ. ჰ–ი ამ უკანასკნელის კუთვნილი ავტომანქანით - „ოპელ-ასტრა“, ს–ს სახელმწიფო ნომრით - ......, მივიდნენ ქ. მ–ში, მ–ს ქუჩა №..-ში მდებარე ე. მ–ს საცხოვრებელ სახლთან. მ. ჰ–ი ტერიტორიის თვალთვალის მიზნით გაჩერდა საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, ხოლო კ. ხ–მ უკანონოდ შეაღწია აღნიშნულ სახლში, სადაც ფარულად დაეუფლა: 4500 ლარს, მამაკაცის ორ ყელსაბამს, ღირებულს - 1500 ლარად, ქალის ერთ ყელსაბამს, ღირებულს - 450 ლარად, ოქროს სამ ბეჭედს, ღირებულს - 1500 ლარად, ოქროს ორ საყურეს, ღირებულს - 1500 ლარად, „ქრიუზის“ ფირმის საათს, ღირებულს - 1000 ლარად და ძველ ტელეფონს, ღირებულს - 50 ლარად. ე. მ–ს მიადგა დიდი ოდენობით - 10500 ლარის ზიანი.
კ. ხ–ი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1 მარტის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით. 2019 წლის 15 ოქტომბერს ქურდობის მცდელობისთვის ნასამართლევი კ. ხ–ი წინასწარ შეუთანხმდა მ. ჰ–ს, რომ გაექურდათ ქ. მ–ში მდებარე საცხოვრებელი სახლი. იმავე დღეს (ზუსტი დრო დაუდგენელია), კ. ხ–ი და მ. ჰ–ი ამ უკანასკნელის კუთვნილი ავტომანქანით - „ოპელ-ასტრა“, ს–ს სახელმწიფო ნომრით - ...., მივიდნენ ქ.მ–ში, ...... ქუჩა №..-ში მდებარე კ. ჰ. ი–ს საცხოვრებელ სახლთან. მ. ჰ–ი ტერიტორიის თვალთვალის მიზნით გაჩერდა საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, ხოლო კ. ხ–მ უკანონოდ შეაღწია აღნიშნულ სახლში, სადაც ფარულად დაეუფლა: 840 აშშ დოლარს, 1000 ლარსა და ოქროს ორ ძეწკვს კულონით, ღირებულს - 1000 ლარად, რითაც დაზარალებულს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზუსტებული ბრალდების თანახმად, კ. ხ–ი დაეუფლა 840 აშშ დოლარსა და 1000 ლარს.
კ. ხ–ი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1 მარტის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით. 2019 წლის 3 ნოემბერს ქურდობის მცდელობისთვის ნასამართლევი კ. ხ–ი წინასწარ შეუთანხმდა მ. ჰ–ს, რომ გაექურდათ ქ. მ–ში მდებარე საცხოვრებელი სახლი. იმავე დღეს, დაახლოებით 15:00 საათზე, კ. ხ–ი და მ. ჰ–ი ამ უკანასკნელის კუთვნილი ავტომანქანით - „ოპელ-ასტრა“, ს–ს სახელმწიფო ნომრით - ......, მივიდნენ მარნეულის რაიონის სოფელ წ–ში მდებარე ტ. ა–ს საცხოვრებელ სახლთან. მ. ჰ–ი ტერიტორიის თვალთვალის მიზნით გაჩერდა საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, ხოლო კ. ხ–მ უკანონოდ შეაღწია აღნიშნულ სახლში, სადაც ფარულად დაეუფლა: ბრილიანტის საყურეებს, ღირებულს - 1000 ლარად, ვერცხლის ძეწკვს, ღირებულს - 30 ლარად, თეთრი ფერის საათს, ღირებულს - 50 ლარად, ოქროსფერ საათს, ღირებულს - 100 ლარად, ვერცხლისფერ საათს, ღირებულს - 70 ლარად, მოოქროვილ საათს, ღირებულს - 90 ლარად, კრემისფერ საათს, ღირებულს -40 ლარად და ვერცხლის ორ ბეჭედს, ღირებულს - 60 ლარად. ტ. ა–ს მიადგა 1440 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
კ. ხ–ი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1 მარტის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით. 2019 წლის 6 ნოემბერს ქურდობის მცდელობისთვის ნასამართლევი კ. ხ–ი წინასწარ შეუთანხმდა მ. ჰ–ს, რომ გაექურდათ ქ. მ–ში მდებარე საცხოვრებელი სახლი. იმავე დღეს (ზუსტი დრო დაუდგენელია), კ. ხ–ი და მ. ჰ–ი ამ უკანასკნელის კუთვნილი ავტომანქანით - „ოპელ-ასტრა“, ს–ს სახელმწიფო ნომრით - ......, მივიდნენ ქ. მ–ში, ნ–ს მე-3 ჩიხი, ბინა №..-ში მდებარე ო. ა–ს საცხოვრებელ სახლთან. მ. ჰ–ი ტერიტორიის თვალთვალის მიზნით გაჩერდა საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, ხოლო კ. ხ–მ უკანონოდ შეაღწია აღნიშნულ სახლში, სადაც ფარულად დაეუფლა: ორ სამაჯურს, ღირებულს - 1700 ლარად, ოქროს საათს, ღირებულს - 2000 ლარად, ოქროს სამეულს, ღირებულს - 2400 ლარად, ოქროს სამეულს, ღირებულს - 4000 ლარად, კულონს ოქროს ჯაჭვით, ღირებულს - 800 ლარად, თვალის ფორმის ოქროს კულონს, ღირებულს - 100 ლარად, ტიტის ფორმის კულონს, ღირებულს - 800 ლარად, ტიტის ფორმის ბეჭედს, ღირებულს - 1500 ლარად, ოქროს სამ ძეწკვს, ღირებულს - 6000 ლარად, ბაჯაღლოს სამ ბეჭედს, ღირებულს - 5000 ლარად, საქორწინო სამ ბეჭედს, ღირებულს - 1500 ლარად, თურქული წარმოების ოქროს ბეჭედს, ღირებულს - 600 ლარად, ოქროს ბეჭედს წითელი თვლით, ღირებულს - 1000 ლარად, საყურეებს წითელი თვლით, ღირებულს - 250 ლარად, ოქროს საყურეებს, ღირებულს - 400 ლარად, წითელი ფერის ოქროს საყურეს, ღირებულს - 200 ლარად, ოქროს ბეჭედს, ღირებულს - 200 ლარად და ფულად თანხას - 100 ლარს. ო. ა–ს მიადგა დიდი ოდენობით - 28550 ლარის ზიანი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 31 ივლისის განაჩენით:
მ. ჰ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (2019 წლის 28 სექტემბრის ეპიზოდი);
მ. ჰ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში (2019 წლის 15 ოქტომბრის ეპიზოდი);
მ. ჰ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (2019 წლის 3 ნოემბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლითა და 6 თვით;
მ. ჰ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (2019 წლის 6 ნოემბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით;
მ. ჰ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ მ. ჰ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით;
მ. ჰ–ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობ პირს, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
მ. ჰ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 8 ნოემბრიდან.
კ. ხ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (2016 წლის 31 მაისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლითა და 6 თვით;
კ. ხ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (2016 წლის 23 ივნისის, დაზარალებულ მ. ნ–ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;
კ. ხ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (2016 წლის 23 ივნისის, დაზარალებულ ე. ა–ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლითა და 6 თვით;
კ. ხ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (2019 წლის 28 სექტემბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლით;
კ. ხ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (2019 წლის 15 ოქტომბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;
კ. ხ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, ,,ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (2019 წლის 3 ნოემბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;
კ. ხ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (2019 წლის 6 ნოემბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე კ. ხ–სთვის განსაზღვრული სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ და მას დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 წლით;
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 7 აგვისტოს №02/19/ზ-039 გადაწყვეტილებით დადგენილი პირობითი მსჯავრი;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1 მარტის განაჩენით დანიშნული და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 7 აგვისტოს №..... გადაწყვეტილებით დადგენილი სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 1 წლით, 4 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთიდან - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, კ. ხ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 წლითა და 6 თვით;
კ. ხ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 8 ნოემბრიდან.
2.2. ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ 2020 წლის 31 ივლისის განაჩენით დადგენილად მიიჩნია, რომ:
2016 წლის 31 მაისს კ. ხ–მ უკანონოდ შეაღწია ქ. მ–ში, გ–ს ქუჩა №..-ში მდებარე ს. ო–ს საცხოვრებელ სახლში, საიდანაც ფარულად დაეუფლა: ოქროს ერთ საათს, ღირებულს - 850 ლარად, ოქროს ბეჭედს, ღირებულს - 1000 ლარად, ოქროს ბეჭედს, ღირებულს -1500 ლარად, ოქროს საყურეს, ღირებულს - 350 ლარად, ოქროს ძეწკვს კულონით, ღირებულს - 500 ლარად და ფულად თანხას - 210 ლარს. ს. ო–ს მიადგა 4410 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
2016 წლის 23 ივნისს, დღისით, კ. ხ–მ უკანონოდ შეაღწია მ–ში, ჯ–ს დასახლებაში მდებარე მ. ნ–ს საცხოვრებელ სახლში, საიდანაც ფარულად დაეუფლა: ფულად თანხას - 1000 აშშ დოლარსა და ოქროს სამაჯურს, ღირებულს - 300 ლარად, რითაც მ. ნ–ს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.
2016 წლის 23 ივნისს, ღამით, კ. ხ–მ უკანონოდ შეაღწია ქ. მ–ში, ჯ–ს დასახლებაში მდებარე ე. ა–ს საცხოვრებელ სახლში, სადაც დაეუფლა ფულად თანხას - 50 ლარს.
კ. ხ–ი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1 მარტის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით. 2019 წლის 28 სექტემბერს ქურდობის მცდელობისათვის ნასამართლევი კ. ხ–ი მივიდა ქ. მ–ში, მ–ს ქუჩა №..-ში მდებარე ე. მ–ს საცხოვრებელ სახლთან, უკანონოდ შეაღწია აღნიშნულ სახლში და ფარულად დაეუფლა: 4500 ლარს, მამაკაცის ორ ყელსაბამს, ღირებულს -1500 ლარად, ქალის ერთ ყელსაბამს, ღირებულს - 450 ლარად, ოქროს სამ ბეჭედს, ღირებულს - 1500 ლარად, ოქროს ორ საყურეს, ღირებულს - 1500 ლარად, „ქრიუზის“ ფირმის ერთ საათს, ღირებულს - 1000 ლარად და ძველ ტელეფონს, ღირებულს - 50 ლარად. ე. მ–ს მიადგა დიდი ოდენობით - 10500 ლარის ზიანი.
კ. ხ–ი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1 მარტის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით. 2019 წლის 15 ოქტომბერს ქურდობის მცდელობისათვის ნასამართლევი კ. ხ–ი მივიდა ქ. მ–ში, ......ის ქუჩა №..-ში მდებარე კ. ჰ. ი–ს საცხოვრებელ სახლთან, უკანონოდ შეაღწია აღნიშნულ სახლში, სადაც ფარულად დაეუფლა 840 აშშ დოლარსა და 1000 ლარს, რითაც დაზარალებულს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.
კ. ხ–ი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1 მარტის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით. 2019 წლის 3 ნოემბერს ქურდობის მცდელობისათვის ნასამართლევი კ. ხ–ი წინასწარ შეუთანხმდა მ. ჰ–ს, რომ გაექურდათ ქ. მ–ში მდებარე საცხოვრებელი სახლი. იმავე დღეს, დაახლოებით 15:00 საათზე, კ. ხ–ი და მ. ჰ–ი ამ უკანასკნელის კუთვნილი ავტომანქანით - „ოპელ-ასტრა“, ს–ს სახელმწიფო ნომრით - ......, მივიდნენ მ–ს რაიონის სოფელ წ–ში მდებარე ტ. ა–ს საცხოვრებელ სახლთან. მ. ჰ–ი ტერიტორიის თვალთვალის მიზნით გაჩერდა საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, ხოლო კ. ხ–მ უკანონოდ შეაღწია აღნიშნულ სახლში, სადაც ფარულად დაეუფლა: ბრილიანტის საყურეებს, ღირებულს - 1000 ლარად, ვერცხლის ძეწკვს, ღირებულს - 30 ლარად, თეთრი ფერის საათს, ღირებულს - 50 ლარად, ოქროსფერ საათს, ღირებულს - 100 ლარად, ვერცხლისფერ საათს, ღირებულს - 70 ლარად, მოოქროვილ საათს, ღირებულს - 90 ლარად, კრემისფერ საათს, ღირებულს - 40 ლარად და ვერცხლის ორ ბეჭედს, ღირებულს - 60 ლარად. ტ. ა–ს მიადგა 1440 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
კ. ხ–ი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1 მარტის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით. 2019 წლის 6 ნოემბერს ქურდობის მცდელობისათვის ნასამართლევი კ. ხ–ი წინასწარ შეუთანხმდა მ. ჰ–ს, რომ გაექურდათ ქ. მ–ში მდებარე საცხოვრებელი სახლი. იმავე დღეს (ზუსტი საათი დაუდგენელია), კ. ხ–ი და მ. ჰ–ი ამ უკანასკნელის კუთვნილი ავტომანქანით - „ოპელ-ასტრა“, ს–ს სახელმწიფო ნომრით - ......, მივიდნენ ქ. მ–ში, ნ–ს მე-.. ჩიხში, ბინა №..-ში მდებარე ო. ა–ს საცხოვრებელ სახლთან. მ. ჰ–ი ტერიტორიის თვალთვალის მიზნით გაჩერდა საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, ხოლო კ. ხ–მ უკანონოდ შეაღწია აღნიშნულ სახლში, სადაც ფარულად დაეუფლა: ორ სამაჯურს, ღირებულს - 1700 ლარად, ოქროს საათს, ღირებულს - 2000 ლარად, ოქროს სამეულს, ღირებულს - 2400 ლარად, ოქროს სამეულს, ღირებულს - 4000 ლარად, კულონს ოქროს ჯაჭვით, ღირებულს - 800 ლარად, თვალის ფორმის ოქროს კულონს, ღირებულს - 100 ლარად, ტიტის ფორმის კულონს, ღირებულს - 800 ლარად, ტიტის ფორმის ბეჭედს, ღირებულს - 1500 ლარად, ოქროს სამ ძეწკვს, ღირებულს - 6000 ლარად, ბაჯაღლოს სამ ბეჭედს, ღირებულს - 5000 ლარად, საქორწინო სამ ბეჭედს, ღირებულს - 1500 ლარად, თურქული წარმოების ოქროს ბეჭედს, ღირებულს - 600 ლარად, ოქროს ბეჭედს წითელი თვლით, ღირებულს - 1000 ლარად, საყურეებს წითელი თვლით, ღირებულს - 250 ლარად, მზის ფორმის ოქროს საყურეებს, ღირებულს - 400 ლარად, წითელი ფერის ოქროს საყურეს, ღირებულს - 200 ლარად, ოქროს ბეჭედს, ღირებულს - 200 ლარად და ფულად თანხას -100 ლარს. ო. ა–ს მიადგა დიდი ოდენობით - 28550 ლარის ზიანი.
მ. ო–მ უკანონოდ შეიძინა და საკუთარ ავტომანქანაში - „ოპელ- ასტრა“, ს–ს სახელმწიფო ნომრით - ......, უკანონოდ შეინახა კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასის ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება - 5-fluoro ADB, რაც 2019 წლის 7 ნოემბერს, 11:55 საათზე, ქ. მ–ში, გ–ს ქუჩაზე, მ. ჰ–ის ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს მ–ს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 31 ივლისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრეს როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეებმა. ბრალდების მხარემ მოითხოვა მსჯავრდებულების დამნაშავედ ცნობა მათთვის წარდგენილ ყველა ბრალდებაში, ხოლო დაცვის მხარემ მოითხოვა მ. ჰ–ის უდანაშაულოდ ცნობა და კ. ხ–სათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქება. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე ბრალდების მხარემ წარადგინა შესაგებელი.
3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 3 დეკემბრის განაჩენით ბრალდებისა და დაცვის მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 31 ივლისის განაჩენი.
4. კასატორების არგუმენტები:
4.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 3 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ზაზა ცქვიტარიამ და მსჯავრდებულების - მ. ჰ–სა და კ. ხ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა - ა. კ–მ. ბრალდების მხარემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, მ. ჰ–ის დამნაშავედ ცნობა მისთვის წარდგენილ ყველა ბრალდებაში, ხოლო კ. ხ–სათვის 2019 წლის 28 სექტემბრისა და 15 ოქტომბრის ეპიზოდებში, მათ შორის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის მსჯავრად შერაცხვა. დაცვის მხარემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, მ. ჰ–ის უდანაშაულოდ ცნობა მისთვის ბრალად წარდგენილ ყველა ქმედებაში, ხოლო კ. ხ–ს მიმართ - დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.
4.2. ბრალდების მხარის განმარტებით, გასაჩივრებული განაჩენი მ. ჰ–ის ქურდობის ორ ეპიზოდში უდანაშაულოდ ცნობისა და ამავე ეპიზოდებში კ. ხ–სათვის დამამძიმებელი გარემოების (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის) ამორიცხვის ნაწილში არის არაობიექტური, რადგან სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა მ. ჰ–ის გამოკითხვისა და მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები.
4.3. დაცვის მხარის განმარტებით, გასაჩივრებული განაჩენი არ ემყარება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ: მოწმეთა ჩვენებები წინააღმდეგობრივია, არ არსებობს მ. ჰ–ის მიერ დანაშაულის ჩადენის თვითმხილველი მოწმე, ჩხრეკის შედეგად ამოღებულ ნივთებზე მ. ჰ–ის თითის ანაბეჭდები არ აღმოჩნდა, მ. ჰ–ი არ ფლობდა ინფორმაციას კ. ხ–ს დანაშაულებრივი განზრახვის შესახებ, ამოცნობა ჩატარდა კანონის დარღვევით, მსჯავრდებული დაექვემდებარა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას. კასატორის განმარტებით, 2019 წლის 3 და 6 ნოემბრის ეპიზოდებში კ. ხ–ს უნდა ამოერიცხოს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქურდობის ჩადენა და შეუმსუბუქდეს შეფარდებული სასჯელი.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა სისხლის სამართლის საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრების მოთხოვნის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
5.2. საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განაჩენის კანონიერებას შეამოწმებს თითოეულ მსჯავრდებულთან მიმართებით ცალ-ცალკე, საკასაციო საჩივრებისა და შესაგებლის ფარგლებში. შესაბამისად, იმსჯელებს თითოეულ ეპიზოდთან მიმართებით რამდენად საკმარისია საქმეში არსებული მტკიცებულებები მ. ჰ–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, ასევე, შეაფასებს კ. ხ–სათვის დანიშნული სასჯელის სამართლიანობას.
5.3. საკასაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, აღნიშნავს, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში მ. ჰ–სათვის ბრალად წარდგენილ ეპიზოდებთან მიმართებით არსებული მტკიცებულებებიდან მოწმეების: ბ. გ–ს, რ. ბ–ს, ე. ბ–ს, ი. ქ–ს, დ. გ–ს, გ. ი–ს, ვ. ქ–ს, დ. ბ–ის, გ. ნ–ს, ე. ბ–ს, ფ. დ–ს, ნ. ჯ–სა და კ. კ–ს ჩვენებები, სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადასტურების/უარყოფის თვალსაზრისით, არარელევანტურია, რადგან აღნიშნული მოწმეები ადასტურებენ მათ მიერ ან მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორეს. შესაბამისად, ამ მოწმეთა ჩვენებები ვერ გამოდგება პირის ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებებად.
5.4. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მ. ჰ–ის საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (2019 წლის 28 სექტემბრის ეპიზოდი, დაზარალებული - ე. მ–ი) და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით (2019 წლის 15 ოქტომბრის ეპიზოდი, დაზარალებული - კ. ჰ. ი–ი) წარდგენილ ბრალდებებში გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ მითითებულ ეპიზოდებთან მიმართებით საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მ. ჰ–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, კერძოდ:
5.5. დაზარალებულ ე. მ–ს განმარტებით, ცხოვრობს ქ. მ–ში, მ–ს ქ. №..-ში, ოჯახთან ერთად. მისი მეუღლეა ზ. ს–ა. 2019 წლის 28 სექტემბერს, დაახლოებით 11-ის 4-5 წუთზე, მეუღლე წაიყვანა მაღაზიაში. უკან დაბრუნდა 30-40 წუთში. სახლში დაბრუნებისას ნახა, რომ ფანჯარა ღია იყო და ტალახიანი ფეხის ნაკვალევი ემჩნეოდა. სახლში მეტალოპლასტმასის ფანჯრები აქვს და გადაწეული იყო. სახლს ქვის ღობე აქვს. მათი გასვლის შემდეგ სახლში არავინ იყო. სახლიდან ოქროს ნაკეთობები (მამაკაცის ორი ყელსაბამი, ქალის ერთი ყელსაბამი, სამი ,,კალიცო“, ორი წყვილი საყურე, ერთი საათი, ერთი ვერცხლის ყელსაბამი, ორი მობილური ტელეფონი) და ფულადი თანხა - 4500 ლარი მოიპარეს. სულ მიადგა 10500 ლარის ზიანი.
5.6. მოწმე ზ. ს–ას განმარტებით, 2019 წლის 28 სექტემბერს მეუღლემ დაახლოებით ათის ნახევარზე წაიყვანა მაღაზიაში. ერთ საათში მეუღლემ დაურეკა და უთხრა, რომ გაქურდეს. მისი სახლიდან წაიღეს ფულადი თანხა და ძვირფასეულობა.
5.7. 2019 წლის 28 სექტემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შსს-ის მ–ს რაიონული სამმართველოს უბნის გამომძიებელმა დ. ბ–მ, ექსპერტების - გ. ო–სა და ზ. ბ–ს, კინოლოგ ნ. ბ–ს, ბინის მესაკუთრე ე. მ–ს მონაწილეობით, დაათვალიერა ქ. მ–ში, მ–ს ქუჩა №..-ში მდებარე ე. მ–ს საცხოვრებელი სახლი, რა დროსაც ექსპერტებმა ამოიღეს სუნის ოთხი ნიმუში და თითის ხუთი კვალი, რომლებიც კანონის შესაბამისად დაილუქა.
5.8. დაზარალებულ კ. ჰ. ი–ს განმარტებით, ცხოვრობს ქ. მ–ში, კ–ას ქ. №..-ში, ოჯახთან ერთად. ქურდობა მოხდა ოქტომბერში მის ძველ საცხოვრებელ მისამართზე - ქ. მ–ში, ...ს ქუჩაზე. დილიდან სამსახურში იყვნენ და სახლში არ იმყოფებოდნენ. სახლში დაახლოებით საღამოს ცხრა საათზე დაბრუნდა. გასაღების გადატრიალებისას ხარვეზი შეამჩნია. შესვლისას სახლი არეული დახვდა. მიხვდა, რომ სახლში ქურდი იყო ნამყოფი. სახლიდან მოიპარეს 840 აშშ დოლარი და 1000 ლარი, ხოლო ოქროს ორი ჯაჭვი, რომელთა შესახებ საწყის ეტაპზე, გამოკითხვისას განაცხადა, სახლში აღმოჩნდა.
5.9. 2019 წლის 16 ოქტომბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შსს-ის მარნეულის რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელმა რ. ბ–მ ექსპერტ კრიმინალისტების - კ. კ–ს, ნ. ჯ–ს, კინოლოგ ნ. ბ–ს, თარჯიმან ნ. გ–ს მონაწილეობით, დაათვალიერა ქ. მ–ში, ....ის ქუჩა №..-ში მდებარე კ. ჰ. ი–ს საცხოვრებელი სახლი, რა დროსაც ექსპერტებმა ამოიღეს ანაწმენდები, სუნის ნიმუში და ნაჭრის საფულე, რომლებიც კანონის შესაბამისად დაილუქა.
5.10. ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გაანალიზების საფუძველზე საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ 2019 წლის 28 სექტემბრისა და 2019 წლის 15 ოქტომბრის ეპიზოდებთან მიმართებით ბრალდების მხარის მიერ მ. ჰ–ის ბრალეულობის დასადასტურებლად წარმოდგენილია დაზარალებულების/მოწმეთა (ე. მ–ს, ზ. ს–ას, კ. ჰ. ი–ს) ჩვენებები და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმები, რომლებიც აღწერს დანაშაულის ჩადენის ფაქტს და არც პირდაპირ და არც არაპირდაპირ მიუთითებს აღნიშნული დანაშაულების მ. ჰ–ის მიერ ჩადენაზე.
5.11. ბრალდების მხარის განმარტებით, აღნიშნულ ეპიზოდებთან მიმართებით სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა მ. ჰ–ის გამოკითხვისა და მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბრალდებულის ჩვენება არის მის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. სასამართლოში დაკითხვისას მ. ო–მ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და გამორიცხა მისი კავშირი ჩადენილ დანაშაულებთან. შესაბამისად, მტკიცებულებას წარმოადგენს მის მიერ სწორედ სასამართლოში მიცემული ჩვენება. რაც შეეხება გამოკითხვის ოქმს, მოცემულ ვითარებაში მას არ აქვს სამართლებრივი ძალა, ვერ მიენიჭება მტკიცებულების სტატუსი და შესაბამისად, სასამართლო განაჩენის გამოტანისას ვერ გამოიყენებს.
5.12. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის გამამტყუნებელი განაჩენის დასაბუთებისათვის გამოყენებასთან დაკავშირებით სასამართლო ითვალისწინებს, რომ მ. ო–მ უარყო გამოძიების სტადიაზე მიცემული აღიარებითი ჩვენება, რის გამოც დაუშვებელია იმ ინფორმაციის გამოყენება, რომელიც პირმა (ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა) მიაწოდა გამომძიებლებს საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობის დროს, ჩვენების ადგილზე შემოწმებისას. ეს წესი არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც ბრალდებული საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას აღადგენს ქმედების ჩადენის ვითარებას. როგორც საქმეში არსებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმიდან ირკვევა, საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარებული იყო მ. ჰ–ის მიერ გამოკითხვისას მიცემული ჩვენების შემოწმების მიზნით და არა - გამოძიების პროცესში წარმოშობილი ვერსიისა და გამოსაკვლევი გარემოების აღდგენის მიზნით. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც მსჯავრდებულმა უარყო გამოკითხვისას მიცემული ინფორმაცია, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმზე დაყრდნობით (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 აპრილის განაჩენი, საქმე №561აპ-15, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 30 დეკემბრის განაჩენი, საქმე №424აპ-16).
5.13. ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება მ. ჰ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (2019 წლის 28 სექტემბრის ეპიზოდი, დაზარალებული - ე. მ–ი) და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით (2019 წლის 15 ოქტომბრის ეპიზოდი, დაზარალებული - კ. ჰ. ი–ი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რის გამოც მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ. რისი გათვალისწინებითაც მსჯავრდებულ კ. ხ–ს მითითებულ ეპიზოდებში სწორად ამოერიცხა დამამძიმებელი გარემოება - წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობა.
5.14. საკასაციო სასამართლო ასევე სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მ. ჰ–ის საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით (2019 წლის 3 ნოემბრის ეპიზოდი, დაზარალებული - ტ. ა–ა) წარდგენილ ბრალდებაში მსჯავრდების შესახებ.
5.15. მოწმე ა. ა–ს გამოკითხვის ოქმის თანახმად, 2019 წლის 3 ნოემბერს იმყოფებოდნენ ნათლობაში. სახლიდან გასვლისას დაკეტეს შესასვლელი მთავარი კარი და ჭიშკარს დაადეს ბოქლომი. დაახლოებთ 19:00 საათზე დედამ უთხრა, რომ სახლში წასულიყო და აივანზე შუქი აენთო. სახლში მისვლისას დაინახა, რომ მისი ძმის საძინებელი ოთახის ფანჯარა იყო ღია და ოთახში შუქი ჩანდა. სახლში შესასვლელი კარი ჩაკეტილი იყო და დაზიანება არ აღენიშნებოდა. სახლში შესვლისას ნახა, რომ მისი და დედის საძინებელ ოთახში მიმოფანტული და გადმოყრილი იყო ნივთები, ხოლო ფანჯარა - ღია. მისი ძმისა და რძლის ოთახშიც მიმოფანტული დახვდა ნივთები, ხოლო საწოლის უკან ფანჯარა ღია იყო. დაურეკა დედას და აცნობა მომხდარის შესახებ. დედამ დაათვალიერა ნივთები და აღმოაჩინა, რომ მოპარული იყო მისი რძლის ერთი წყვილი ბრილიანტის საყურე. სახლში სხვა ოქროს ნაკეთობები და ფულადი თანხა არ ჰქონდათ. სხვა ნივთები არ მოუპარავთ.
5.16. მოწმე ტ. ა–ს გამოკითხვის ოქმის თანახმად, 2019 წლის 3 ნოემბერს იმყოფებოდნენ ნათლობაში. სახლიდან გასვლისას დაკეტეს შესასვლელი მთავარი კარი და ბოქლომი დაადეს ჭიშკარს. დაახლოებთ 19:00 საათზე შვილს - ა. ა–ს უთხრა, რომ სახლში წასულიყო და აივანზე შუქი აენთო. მისმა შვილმა რამდენიმე წუთში დაურეკა და უთხრა, რომ სახლში ნივთები იყო გადმოყრილი. ამის შემდეგ, თავად მივიდა სახლში და ნახა, რომ მისი და მისი შვილის - ა. ა–ს საძინებელ ოთახში მიმოფანტული და გადმოყრილი იყო ნივთები, ხოლო ფანჯარა - ღია. შემდეგ შევიდა რძლის ოთახში, სადაც ასევე მიმოფანტული დახვდა ნივთები, ხოლო საწოლის უკან ფანჯარა იყო გაღებული. მან დაათვალიერა და ნახა, რომ მოპარული იყო მისი რძლის ერთი წყვილი ბრილიანტის საყურე. სახლში ოქროს სხვა ნაკეთობები და ფული არ ჰქონდათ. ბრილიანტის საყურის ღირებულება შეადგენს 1000 ლარს, რაც მისთვის მნიშვნელოვანი ზიანია.
5.17. ტ. ა–ს დამატებითი გამოკითხვის ოქმის თანახმად, მოწმემ განმარტა, რომ სახლის დალაგების შემდეგ აღმოაჩინა, რომ ბრილიანტის საყურის გარდა, მოპარულია რამდენიმე თურქული მონეტა, 5 საათი: ერთი - თეთრი, ზემოდან თვლებით და შავი ტყავის სამკლაურით; მეორე - ოქროსფერი, ლითონის ოქროსფერი სამკლაურით; მესამე - ვერცხლისფერი, მონიკელებული სამაჯურით; მეოთხე - მოოქროვილი ფერის, ლითონის ოქროსფერი და შავი ფერის სამაჯურით; მეხუთე - პლასტმასის კრემისფერი, ამავე ფერის სამაჯურით. ამ საათებს ყოველდღიურად მოიხმარდა და მათი აღწერილობა კარგად ახსოვს. მათი ამოცნობა შეუძლია. პირველ საათში გადახდილი აქვს 50 ლარი, მეორეში - 100 ლარი, მესამეში - 70 ლარი, მეოთხეში - 90 ლარი, ხოლო მეხუთეში - 40 ლარი. სულ - 350 ლარი. მოწმის განმარტებით, სახლიდან ასევე მოპარულია: ვერცხლის ერთი ძეწკვი, რომელზეც კიდია ვერცხლისფერი გასაღები და ამავე ფერის ლათინური ასო ,,A“. ვერცხლის ძეწკვში გადახდილი აქვს 30 ლარი; ვერცხლის ორი ბეჭედი, რომელთაგან ერთს აქვს წითელი ფერის თვალი, ხოლო მეორე არის ვერცხლისფერი. ბეჭდების ამოცნობა შეუძლია. ბეჭდებში გადახდილი აქვს 60 ლარი. ქურდობის შედეგად სულ მიადგა 1440 ლარის ზიანი.
5.18. 2019 წლის 3 ნოემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შსს-ის მ–ს რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელმა ე. ბ–მ ექსპერტების - ფ. დ–ისა და ზ. ბ–ს, კინოლოგ რ. წ–ს, თარჯიმან ვ. პ–ს მონაწილეობით, დაათვალიერა მარნეულის რაიონის სოფელ წ–ში მდებარე ტ. ა–ს საცხოვრებელი სახლი, რა დროსაც ექსპერტებმა ამოიღეს სუნის ნიმუშები და ხელის კვლები, რომლებიც დაილუქა კანონის შესაბამისად.
5.19. მოწმე ა. ა–ს განმარტებით, ცხოვრობს მ–ს რაიონის სოფელ წ–ში. ამავე სოფელში აქვს მაღაზია. მან დაინახა, რომ ბრალდებულებმა აიარეს და ჩაიარეს მ–ს რაიონის სოფელ წ–ში მდებარე სახლთან, რომელიც გაქურდეს. იმ დღეს სახლში არავინ იმყოფებოდა - სახლის პატრონები ქორწილში იყვნენ. უფრო მაღალ ბრალდებულს კრემისფერი ქუდი ეხურა, დაბალს ტყავის ქურთუკი ეცვა. მაღალი ქუჩის მხარეს მიდიოდა და მოდიოდა. შემდეგ ორივენი უკანა მხარეს წავიდნენ. მოგვიანებით დაინახა ერთ-ერთი რკინის ჭიშკართან ღობეზე. იგი გამხდარი იყო. ბრალდებულები მან ამოიცნო და დაადასტურა, რომ ესენი იყვნენ ის პირები, რომლებიც ქუჩაში დაინახა. რამდენიმე ხანში ორივენი მ–ს მიმართულებით წავიდნენ.
5.20. 2019 წლის 8 ნოემბრის პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, ა. ა–მ წარდგენილი სამი პირიდან ამოიცნო შუაში მდგარი პირი - მ. ჰ–ი და განმარტა, რომ 2019 წლის 3 ნოემბერს, დაახლოებით 14:00 საათიდან 15:00 საათამდე, აღნიშნული პირი იმყოფებოდა რკინიგზის მეორე მხარეს, სოფელ წ–კენ და იქცეოდა საეჭვოდ თანმხლებ, შედარებით დაბალ პირთან ერთად. იგი გადავიდა რკინიგზაზე, სოფელ წ–სკენ და მივიდა დასახლებასთან, სადაც დგას სოფელ წ–ს მცხოვრებთა სახლები, მათ შორის, ტ. ა–ს სახლი. ამოცნობილი პირი იდგა ა–ბის სახლის მიმდებარედ.
5.21. 2019 წლის 8 ნოემბრის პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, ა. ა–მ წარდგენილი სამი პირიდან ამოიცნო რიგით №... პირი - კ. ხ–ი და განმარტა, რომ 2019 წლის 3 ნოემბერს, დაახლოებით 14:00 საათიდან 15:00 საათამდე, აღნიშნული პირი იმყოფებოდა რკინიგზის მეორე მხარეს, სოფელ წ–სკენ და იქცეოდა საეჭვოდ თანმხლებ, შედარებით მაღალ პირთან - მ. ჰ–თან ერთად. ამოცნობილი პირი გადავიდა რკინიგზაზე, სოფელ წ–სკენ და მივიდა დასახლებასთან, სადაც დგას სოფელ წ–ის მცხოვრებთა სახლები, მათ შორის, ტ. ა–ს სახლი.
5.22. 2019 წლის 7 ნოემბრის ავტომანქანის ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ შსს-ის მ–ს რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელმა ე. ბ–მ, ექსპერტების - ფ. დ–სა და კ. კ–ს, მ–ს რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე დ. გ–ს, თარჯიმან ნ. გ–ს მონაწილეობით ჩაატარა მ. ჰ–ის კუთვნილი ავტომანქანა - „ოპელ-ასტრა“, ს–ს სახელმწიფო ნომრით ...... - ჩხრეკა. ჩხრეკის შედეგად ამოიღეს სხვადასხვა ნივთები, მათ შორის ძვირფასეულობა.
5.23. 2019 წლის 8 ნოემბრის ნივთის ამოცნობის ოქმებით დასტურდება, რომ ტ. ა–მ ამოიცნო მ. ჰ–ის ავტომანქანიდან ჩხრეკის შედეგად ამოღებული კუთვნილი ნივთები.
5.24. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2020 წლის 15 იანვრის N..... ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სს N....... საქმეზე, ტ. ა–ს, ჰ. ი. კ–ს, ო. ა–ს და ე. მ–ს საცხოვრებელი სახლების გაქურდვის ფაქტებთან დაკავშირებით, ოდოროლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი შემთხვევის ადგილებიდან ამოღებული სუნის კვლის ნიმუშები იდენტურია კ. ხ–სგან აღებული სუნის ნიმუშის. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ბ. ი–მ.
5.25. ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებებით: ა. ა–ს გამოკითხვის ოქმით, ტ. ა–ს გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, მოწმე ა. ა–ს ჩვენებით, პირის ამოცნობის ოქმით, ავტომანქანის ჩხრეკის ოქმითა და ამოღებული ნივთმტკიცებებით, ნივთის ამოცნობის ოქმებით უტყუარად დასტურდება მ. ჰ–ის მიერ, კ. ხ–თან ერთად, ბინაში უკანონო შეღწევით, ტ. ა–ს კუთვნილი ნივთების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლების ფაქტი, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თანაამსრულებლობის შემთხვევაში აუცილებელი არ არის თითოეულმა ამსრულებელმა ცალ-ცალკე და დამოუკიდებლად, სრულად განახორციელოს ქმედების ობიექტური შემადგენლობის ყველა ნიშანი, მათ შორის - ბინაში უკანონო შეღწევა, არამედ მნიშვნელოვანია, რომ მათ ერთობლივად, ერთიანი განზრახვით, თავიანთი ქმედებებით შეასრულონ ქმედების შემადგენლობა.
5.26. ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი მ. ჰ–ის საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით (2019 წლის 3 ნოემბრის ეპიზოდი, დაზარალებული - ტ. ა–ა) მსჯავრდების ნაწილში ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულის დანაშაულის ჩადენას.
5.27. ზემოაღნიშნულ მტკიცებულებათა ცალ-ცალკე და ერთობლივად შეფასების შედეგად, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ ეპიზოდთან მიმართებით დაცვის მხარის არგუმენტი მტკიცებულებათა არასაკმარისობის, თვითმხილველი მოწმის არარსებოებისა და მოწმეთა ჩვენებების ურთიერთწინააღმდეგობის შესახებ მოკლებულია საფუძველს. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორის არგუმენტს მ. ჰ–ის უდანაშაულობის შესახებ იმ მოტივით, რომ ჩხრეკის შედეგად ამოღებულ ნივთებზე მსჯავრდებულის თითის ანაბეჭდების არსებობა ვერ დასტურდება. სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ მოცემულ შემთხვევაში ამოღებულ ნივთებზე შესაბამისი ექსპერტიზა არ ჩატარებულა, თუმცა, ექსპერტიზის დასკვნა, თუნდაც იგი ადასტურებდეს ნივთზე ბრალდებულის გენეტიკური პროფილის არარსებობას, არ წარმოადგენს უპირობოდ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 13 ოქტომბრის განაჩენი, საქმე №262აპ-17). საკასაციო სასამართლოს შეფასებით, საქმის მასალებით ასევე არ დასტურდება ამოცნობის კანონის დარღვევით ჩატარების ფაქტი, ხოლო ადვოკატის არგუმენტი ამის შესახებ დაუსაბუთებელი და საფუძველს მოკლებულია.
5.28. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მ. ჰ–ის საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 6 ნოემბრის ეპიზოდი, დაზარალებული - ო. ა–ა) წარდგენილ ბრალდებაში მსჯავრდების შესახებ და მიაჩნია, რომ ამ ნაწილში დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
5.29. დაზარალებულ ო. ა–ს განმარტებით, 2019 წლის 5 ნოემბერს, საღამოს, დაახლოებით ექვს საათზე ან შვიდის ნახევარზე, იყო მისი შვილის ქორწილი. სახლში არავინ იმყოფებოდა. სანამ მის სახლს გაქურდავდნენ, მეუღლემ დაინახა, რომ „ოპელის“ მარკის ვერცხლისფერი ავტომანქანა საეჭვოდ დადიოდა მათ ქუჩაზე. ქორწილიდან დაბრუნებულებს სახლი გაქურდული დახვდათ. სახლიდან ოქრო იყო მოპარული. ოქრო კარადაში ჰქონდათ შენახული. ოქროს ნაკეთობები დაახლოებით 25000-30000 ლარის ღირებულების იქნებოდა. ქურდი სახლში ფანჯრიდან იყო გადასული. ოთახი დაკეტილი იყო და გააღეს.
5.30. მოწმე ნ. ი–ს განმარტებით, 2019 წლის 5 ნოემბერს, საღამოს, ექვსის ნახევარზე, მთელი ოჯახი წავიდა მისი შვილის ქორწილში. სახლი ჩაკეტეს, მაგრამ ფანჯარა აივნის მხრიდან გაღებული დარჩა. ქორწილიდან თორმეტი საათისთვის დაბრუნდნენ. სახლში შესვლის შემდეგ ნახა, რომ ოთახები არეული იყო. იგრძნო, რომ ახალი გასული იყო ქურდი სახლიდან. ქურდი პატარძლის ოთახშიც იყო ნამყოფი. იქაც ყველაფერი არეული დახვდა. სახლიდან მოიპარეს ოქროს ნაკეთობები, ფულადი თანხა - 100 ლარი, ორი კომპლექტი ბრილიანტი, ორი ბაჯაღლოს ბეჭედი - ერთ-ერთს ვარდისფერი ძაფი ჰქონდა შემოხვეული, ყელსაბამი, ბრილიანტის კულონი ოქროს ძეწკვით, ძეწკვი, ორი კულონი - ერთი დაშლილი იყო, ორი სამაჯური, ოქროს საათი ოქროს სამაჯურით, ოქროს სამი ძეწკვი, ბეჭდები, რამდენიმე წყვილი საყურე. ოქროს ნაკეთობები მთლიანად - 10000 აშშ დოლარის, 28550 ლარის ღირებულების იყო. ბრალდებულებს არ იცნობს. მან უცხო ავტომანქანა მათ ქუჩაზე დაინახა ქურდობამდე ორი დღით ადრე. ნომერი შვიდასით იწყებოდა. მოგვიანებით გაიგო, რომ იმ მანქანის მეპატრონე დაუკავებიათ.
5.31. 2019 წლის 6 ნოემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შსს-ის მ–ს რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელმა გ. ნ–მ, ექსპერტების - დ. კ–ისა და მ. მ–ს, მოწმე ო. ა–ს, კინოლოგ რ. წ–ს, თარჯიმან ნ. გ–ს მონაწილეობით, დაათვალიერა ქ. მ–ში, ნ–ს მე-.. ჩიხში, №..-ში მდებარე ო. ა–ს საცხოვრებელი სახლი, რა დროსაც ექსპერტებმა ამოიღეს სუნის ნიმუშები და ხელის კვლები, რომლებიც დაილუქა კანონის შესაბამისად.
5.32. 2019 წლის 7 ნოემბრის ავტომანქანის ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ შსს-ის მ–ს რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელმა ე. ბ–მ, ექსპერტების - ფ. დ–სა და კ. კ–ს, მ–ს რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე დ. გ–ს, თარჯიმან ნ. გ–ს მონაწილეობით ჩაატარა მ. ჰ–ის კუთვნილი ავტომანქანა - „ოპელ-ასტრა“, ს..ს სახელმწიფო ნომრით ...... - ჩხრეკა, რა დროსაც ამოიღეს სხვადასხვა ნივთები, მათ შორის ძვირფასეულობა.
5.33. 2019 წლის 8 ნოემბრის ნივთის ამოცნობის ოქმების თანახმად, ნ. ი–მ ამოიცნო მ. ჰ–ის ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებული კუთვნილი ნივთები.
5.34. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ მტკიცებულებები, რომლებიც საფუძვლად ედება გამამტყუნებელ განაჩენს, პირველ რიგში, უნდა შეფასდეს მათი უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
5.35. ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გაანალიზების საფუძველზე საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ 2019 წლის 6 ნოემბრის ეპიზოდთან მიმართებით საქმეში არსებული მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მ. ჰ–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ბრალდების მხარის მიერ მ. ჰ–ის ბრალეულობის დასადასტურებლად წარმოდგენილია დაზარალებულების/მოწმეთა (ო. ა–ს, ნ. ი–ს) ჩვენებები და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, რომლებიც აღწერს დანაშაულის ჩადენის ფაქტს და არც პირდაპირ და არც არაპირდაპირ მიუთითებს აღნიშნული დანაშაულების მ. ჰ–ის მიერ ჩადენაზე. რაც შეეხება ავტომანქანის ჩხრეკის ოქმს, ამოღებულ ნივთმტკიცებებსა და ნ. ი–ს მიერ კუთვნილი ნივთების ამოცნობას, საკასაციო სასამართლო კვლავაც განმარტავს: „მხოლოდ ის ფაქტი, რომ პირთან აღმოჩნდა დაზარალებულის მფლობელობიდან ფარულად გატაცებული ნივთი (ქონება) ან თანხა, ვერ განიხილება უტყუარ და საკმარის საფუძვლად ქურდობაში ამ პირის ბრალეულად ცნობისათვის, თუკი ასეთი ფაქტის დანაშაულებრიობა დადასტურებული არ არის კიდევ სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც მას უშუალოდ ამხელს დანაშაულის ჩადენაში“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ივლისის განაჩენი, საქმე №51აპ.-17).
5.36. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმეში არ მოიპოვება სხვა მამხილებელი მტკიცებულება და მ. ჰ–ის მიერ დაზარალებულ ო. ა–ს სახლიდან ნივთების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთების მიზნით, ფარულად დაუფლება არ დასტურდება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობით. მხოლოდ ის ფაქტი, რომ ნივთები ამოიღეს მ. ჰ–ის ავტომანქანიდან, არ ადასტურებს მის მიერ ნივთის ფარულად დაუფლების ფაქტს, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უყუარად არ დგინდება, რა გზით მოხვდა აღნიშნული ნივთები ავტომანქანაში - ნამდვილად მ. ჰ–ი დაეუფლა მათ ფარულად, თუ კანონიერად ან უკანონოდ (წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა) შეიძინა მოპარული ნივთები. წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი მ. ჰ–ის მიერ ო. ა–ს სახლიდან ნივთების ფარულად დაუფლების ფაქტის დასადგენად და, შესაბამისად, მისი დამნაშავედ ცნობისათვის (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 18 დეკემბრის განაჩენი, საქმე №218აპ.-14).
5.37. ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მ. ჰ–ი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 6 ნოემბრის ეპიზოდი, დაზარალებული - ო. ა–ა) წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს, ხოლო კ. ხ–ს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 6 ნოემბრის ეპიზოდი, დაზარალებული - ო. ა–ა) წარდგენილი ბრალდებიდან უნდა ამოერიცხოს მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (ქურდობა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ).
5.38. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დაცვის მხარე ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულ მ. ჰ–ის გამართლებას, თუმცა, საჩივარში არაფერია ნათქვამი საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით მსჯავრდებაზე. მიუხედავად ამისა, საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს განაჩენის კანონიერებას მსჯავრდების ამ ეპიზოდშიც შეაფასებს.
5.39. 2019 წლის 7 ნოემბრის ავტომანქანის ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ შსს-ის მ–ს რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელმა ე. ბ–მ, ექსპერტების - ფ. დ–სა და კ. კ–ს, მ–ს რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე დ. გ–ს, თარჯიმან ნ. გ–ს მონაწილეობით ჩაატარა მ. ჰ–ის კუთვნილი ავტომანქანის - „ოპელ-ასტრა“, ს–ს სახელმწიფო ნომრით ...... - ჩხრეკა, რა დროსაც, მათ შორის, ამოიღეს პოლიეთილენის პარკში მოთავსებული მუქი ყავისფერი მცენარეული მასა.
5.40. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 8 ნოემბრის №....... ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი, თეთრი ფერის ქაღალდის პაკეტში მოთავსებული, უფერო, გამჭვირვალე, პოლიეთილენის ჩამკეტიან პაკეტში 2 ცალად დაფასოებული, მოყავისფრო მცენარეული მასა, სპეციფიკური სუნით, საერთო წონით - 2,54 გრამი, შეიცავს ნივთიერებებს: 5-fluoro ADB-სა და ნიკოტინს. 5-fluoro ADB მიეკუთვნება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს. ნიკოტინი არ მიეკუთვნება ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების კატეგორიას. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნ. წ–მა.
5.41. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 18 მაისის №...... დასკვნის თანახმად, გენეტიკური კვლევითა და სტატისტიკური ანალიზით დადგინდა, პაკეტში, წარწერით: ,,ანაწმენდი 2 (ორი) ცალი პოლიეთილენის პაკეტიდან“, მოთავსებულ ანაწმენდზე არსებული ბიომასალის (ობ.№1) გენეტიკური პროფილი შერეულია. მაჟორული წილი ეკუთვნის მ. ჰ–ს (ობ.№2; პაკეტი წარწერით „ნერწყვის ნიმუში აღებული ბრალდებულ მ. ს–ს ძე ჰ–ის პირის ღრუდან“), მინორული წილი იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნ. კ–მ.
5.42. ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასების შედეგად უტყუარად დასტურდება მ. ჰ–ის მიერ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების შეძენა, შენახვის ფაქტი. ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი მ. ჰ–ის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით მსჯავრდების ეპიზოდში ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენას.
6. სასჯელის დასაბუთება
6.1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის მიზანს არ წარმოადგენს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა. თავისუფლების აღკვეთა, როგორც ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრესი ფორმა, გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.
6.2. „დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ, უნდა იყოს შესაძლებლობა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38).
6.3. „მხოლოდ ზოგადი პრევენცია ვერ იქნება საკმარისი და თვითკმარი პირის მიმართ ნებისმიერი სასჯელის გამოყენებისთვის, რადგან ასეთი მიდგომით ადამიანი გადაიქცევა სახელმწიფოს ხელში საზოგადოების „დაშინების იარაღად“, იძულების ღონისძიების გამოყენების მუქარის შიშველ ობიექტად, რაც გამორიცხულია და დაუშვებელი სამართლებრივ სახელმწიფოში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-52).
6.4. სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური.
6.5. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ვინაიდან თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით პატიმრობის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, როდესაც თუ არა საზოგადოებისაგან პირის იზოლირება, შეუძლებელი იქნება მისგან პოტენციურად მომდინარე სხვა საფრთხეების განეიტრალება და სასჯელის მიზნების მიღწევა და თუ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის მიზნის მისაღწევად ობიექტურად საკმარისი არ არის პასუხისმგებლობის სხვა, არასაპატიმრო ალტერნატივები.
6.6. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ მ. ჰ–ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებშია, არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს. თუმცა, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის დანაწესს, რომლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდება პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული. შესაბამისად, მსჯავრდებულ მ. ჰ–ზე უნდა გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი და უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელისაგან. მასვე, ამავე კანონის მე-11 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, უნდა აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები, გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებისა.
6.7. მ. ჰ–სათვის საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით (2019 წლის 3 ნოემბრის ეპიზოდი, დაზარალებული - ტ. ა–ა) დანიშნულ სასჯელთან მიმართებით საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ჩადენილი ქმედების ხასიათს, ამ ქმედებაში მ. ჰ–ის მონაწილეობის ხასიათსა და ხარისხს, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და დამდგარ შედეგს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, მსჯავრდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას და მიზანშეწონილად მიაჩნია, მ. ჰ–სათვის დანიშნული სასჯელის - 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის - შემცირება 4 წლამდე და 6 თვემდე.
6.8. რაც შეეხება კ. ხ–სათვის დანიშნულ სასჯელს, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ სრულად გაითვალისწინა შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების სიმძიმე, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, წარსული ცხოვრება და თითოეულ ეპიზოდთან მიმართებით მსჯავრდებულს დაუნიშნა შესაბამისი მუხლების სანქციით გათვალისწინებული სამართლიანი და კანონიერი სასჯელი, თუმცა, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას კ. ხ–სათვის დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობისას საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების წესის გამოყენების შესახებ. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კ. ხ–ს 2016 წლის 23 ივნისისა (ორი ეპიზოდი) და 2016 წლის 31 მაისის ეპიზოდები ჩადენილი აქვს მის მიმართ 2017 წლის 1 მარტის განაჩენის გამოტანამდე (ამ ეპიზოდების ჩადენისას იგი იყო ნასამართლობის არმქონე), რაც გამორიცხავს ამ ეპიზოდებთან მიმართებით საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენებას - დანაშაულთა ერთობლიობისას სასჯელის ნაწილობრივ შეკრებას. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით კ. ხ–სათვის სასჯელის განსაზღვრისას სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენება.
7. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ კასატორი საკასაციო საჩივარში უთითებს სამართალწარმოების მიმდინარეობისას პოლიციის თანამშრომლების მიერ მსჯავრდებულის უფლებების დარღვევაზე, რაც საქართველოს სსსკ-ის 1911-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წარმოადგენს შესაბამისი გამოძიების ორგანოსათვის მიმართვის საფუძველს.
8. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები: მ. ჰ–ის ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული ძვირფასეულობა, მ. ჰ–ის მობილური ტელეფონები, კ. ხ–ს მობილური ტელეფონი უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, 1911-ე მუხლის პირველი ნაწილით, 81-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზაზა ცქვიტარიას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს, მსჯავრდებულების - მ. ჰ–სა და კ. ხ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ა. კ–ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 3 დეკემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. მ. ჰ–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (2019 წლის 28 სექტემბრის ეპიზოდი);
4. მ. ჰ–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში (2019 წლის 15 ოქტომბრის ეპიზოდი);
5. მ. ჰ–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (2019 წლის 6 ნოემბრის ეპიზოდი);
6. მ. ჰ–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (2019 წლის 3 ნოემბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვით;
7. მ. ჰ–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლით. მ. ჰ–ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობ პირს, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
8. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მ. ჰ–ი გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელის - 1 წლით თავისუფლების აღკვეთისაგან; მასვე, ამავე კანონის მე-11 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები, გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებისა;
9. მ. ჰ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 8 ნოემბრიდან;
10. კ. ხ–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (2016 წლის 31 მაისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 წლითა და 6 თვით;
11. კ. ხ–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (2016 წლის 23 ივნისის, დაზარალებულ მ. ნ–ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;
12. კ. ხ–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (2016 წლის 23 ივნისის, დაზარალებულ ე. ა–ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 წლითა და 6 თვით;
13. კ. ხ–ს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებიდან (2019 წლის 28 სექტემბრის ეპიზოდი) ამოერიცხოს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი;
14. კ. ხ–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (2019 წლის 28 სექტემბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 წლით;
15. კ. ხ–ს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდებიდან (2019 წლის 15 ოქტომბრის ეპიზოდი) ამოერიცხოს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი;
16. კ. ხ–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (2019 წლის 15 ოქტომბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;
17. კ. ხ–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, ,,ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (2019 წლის 3 ნოემბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;
18. კ. ხ–ს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებიდან (2019 წლის 6 ნოემბრის ეპიზოდი) ამოერიცხოს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი;
19. კ. ხ–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (2019 წლის 6 ნოემბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 წლით;
20. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 6 ნოემბრის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი/თანაბარი სიმძიმის სასჯელები და კ. ხ–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 წლით;
21. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 7 აგვისტოს №..... გადაწყვეტილებით დადგენილი პირობითი მსჯავრი;
22. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წლით, 4 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, კ. ხ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 წლით;
23. კ. ხ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 8 ნოემბრიდან;
24. მსჯავრდებულების მ. ჰ–სა და კ. ხ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ა. კ–ს საკასაციო საჩივარი შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს საქართველოს გენერალურ პროკურატურას;
25. ნივთიერი მტკიცებულებები: მ. ჰ–ის ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული ძვირფასეულობა, მ. ჰ–ის მობილური ტელეფონები, კ. ხ–ს მობილური ტელეფონი დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს;
26. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოტანისთანავე;
27. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე