განაჩენი

სისხლის სამართლის 29.01.2018
საქმის ნომერი
200100117002176669
დავის ტიპი
303 1
თარიღი
29.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N200100117002176669

№1/305-17

განაჩენი

საქართველოს სახელით

თელავის რაიონული სასამართლო

29 იანვარი, 2018 წელი თელავი

მოსამართლე: მამუკა წიკლაური

სხდომის მდივანი: შორენა მარგალიტაშვილი

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

ბრალდების მხარე:

სახელმწიფო ბრალმდებელი, თ--–---------------–-------------------ის პროკურორი - ქ------- ვ-–----ე

დაცვის მხარე:

ადვოკატი - უ–---- გ--–--–---–ი

ბრალდებული: ჯ--–--- დ------–---–ი

მამის სახელი: რ------–-

დაბადებული: 0----------- წელი

პირადი ნომერი: 0----------

მოქალაქეობა: საქართველო

ოჯახური მდგომარეობა: ქორწინებაში მყოფი

განათლება: ა---------–----–----–--

ნასამართლეობა: ნასამართლობის არმქონე

რეგისტრირებული: ქ.ახმეტა, რ---------–ის ქუჩა N92

მცხოვრები: ქ.ახმეტა, რ---------–ის ქუჩა N92

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილი - ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, (ორი ეპიზოდი).

აღწერილობით_სამოტივაციო ნაწილი

წარდგენილი ბრალდების არსი:

1. 2017 წლის 14 აგვისტოს, ჯ--–--- დ------–---–მა ახმეტის რაიონში ო-----–ის ხეობაში, ნასოფლარ ჭ------–-----ის ტერიტორიაზე უკანონოდ მოჭრა სამი ძირი წიფლის ჯიშის ხე. ჯ--–--- დ------–---–ის ქმედების შედეგად გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონულ სამმართველოს მიადგა ზიანი 1771 ლარისა და 90 თეთრის ოდენობით.

2. 2017 წლის 04 სექტემბერს, ჯ--–--- დ------–---–მა, ახმეტის რაიონში ო-----–ის ხეობაში, ნასოფლარ ჭ------–-----ის ტერიტორიაზე უკანონოდ მოჭრა ორი ძირი წიფლის ჯიშის ხე. ჯ--–--- დ------–---–ის ქმედების შედეგად გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის რეგიონულ სამმართველოს მიადგა ზიანი 1729 ლარისა და 60 თეთრის ოდენობით.

 

სასამარლომ დაადგინა.

 

3. ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარუდგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა პირის ბრალეულობას. ბრალდებულს - ჯ--–--- დ------–---–ს არ დაუდასტურდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება (ორი ნაწილი). იგი წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა: (პრეიუდიციად მიჩნეული მტკიცებულებები):

 

4. მოწმეების პ---------------ის, ნ-----–---- გ-----–-–---–ის, ზ----------–--–---–ის, ბ------------–---–ის, ნ----------------ის, ნ------------------ის, ჯ-----------–---–ის, ი-----–--–----–-----ის, ბ---------–--ის გამოკითხვის ოქმები, დაზარალებულის წარმოადგენლის გ----------------ის გამოკითხვის ოქმი, ამოღების ოქმები, დათვალიერების ოქმები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები, ნივთიერი მტკიცებულება და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაცია, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან მხარეები დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

5. მიუხედავად იმისა, რომ მტკიცებულებები პრეიუდიციას წარმოადგენენ, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ჯ--–--- დ------–---–ის ბრალეულობას. საქმეში არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სტანდარტს დააკმაყოფილებს.

6. საქართველოს სსსკ-ის 74-ე მუხლის მე-4 ნაწილით: „ბრალდებულის აღიარება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, თუ იგი არ დასტურდება მისი ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებით.“ მოცემულ შემთხვევაში კი, არასადავო მტკიცებულებების პირობებში, წარდგენილი ბრალდება, ხე ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვა, არის მხოლოდ ვარაუდი და არ დასტურდება ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობით, რომელიც გამორიცხავს პირის ბრალეულობაში გონივრული ეჭვის შეტანის ყოველგვარ შესაძლებლობას. სახელდობრ, ხე ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვის ნაწილში ბრალდება ემყარება ჯ--–--- დ------–---–ის აღიარებასა და ორი მოწმის ზ----------–--–---–ისა და ბ------------–---–ის ჩვენებებს. ზ----------–--–---–ი და ბ------------–---–ი დაწვრილებით აღწერენ თუ, როგორ მოჭრა ჯ--–--- დ------–---–მა 2017 წლის 14 აგვისტოს და 4 სექტემბერს ხუთი ძირი ხე, პირველ დღეს დაამზადა 2,20 მეტრის სიდიდის 12, ხოლო მეორე დღეს კი იმავე ზომის 14 ცალი მორი.

7. სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა ჯ--–--- დ------–---–ი, რომელსაც არ აქვს ერთი ხელი. მანვე სასამართლოს განუმარტა, რომ დაბადებიდან ტკივა ფეხები, რის გამოც ბავშობიდან ღებულობს პენსიას და წარმოადგინა ცნობა.

8. საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ ახმეტის რაიონული განყოფილების მიერ 2017 წლის 20 ნოემბრის N04-10-02/2256 ცნობით, დგინდება, რომ ჯ--–--- დ------–---–ს (პ/ნ 0----------) სოციალური მომსახურების სააგენტოს ახმეტის რაიონულ განყოფილებაში დანიშნული აქვს და ღებულობს ბავშვობიდან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სოციალურ პაკეტს თვეში 100 ლარის ოდენობით, 25.03.1980 წლიდან, ცვლილებამდე ვადით.

9. სისხლის სამართლის საქმეში, არსად თუნდაც ჯ.დ------–---–ის დაკითხვაში, ან სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზით, დაფიქსირებული არ არის, რომ მას არ აქვს ცალი კიდური. გამოძიებით არ გადამოწმებულა მისი ჩვენება, რომ ორი დღის მანძილზე, მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი, ცალი ხელით, ბენზოხერხის გამოყენებით, შეძლებდა თუ, არა საერთო ჯამში ხუთი ძირი ხის მოჭრას და 2,20 მეტრის სიდიდის 26 მორის დამზადებას. მხედველობაში მისაღებია, რომ ბენზოხერხს აქვს გარკვეული წონა. ბრალდებულის მხოლოდ აღიარება, რომ მან მოჭრა 5 ხე და შემდგომ მორები დაამზადა, თუნდაც დაკითხვის დონეზე, არ შეფასებულა კრიტიკულად.

10. ყურადღებამისაქცევია, თვითონ ჯ.დ------–---–ის მოწმის სახით 2017 წლის 5 სექტემბრის პრეუდიციად მიღებული ჩვენება, (ს.ფ.22) რომელშიც ის აღწერს, თუ როგორ მოჭრა ხე და მიუთითებს, რომ „დავჭერით, 2,20 სიგრძის მორებად გამოგვივიდა 12 ცალი მორი“ იგივეს ადასტურებს ჯ.დ------–---–ი ბრალდებულის გამოკითხვის ოქმში, (ს.ფ.175) იმ განსხვავებით რომ 12 მორის ნაცვლად გამოუვიდათ 13 მორი. ანუ ჯ--–--- დ------–---–ი საუბრობს მრავლობით რიცხვში და მიუთითებს არა მარტო თავის თავზე.

11. აღნიშნულ გარემოებას თავიანთ ჩვენებებში ადასტურებენ მოწმეები, ზ----------–--–---–ი და ბ------------–---–ი. პრეუდიციად მიჩნეულ ჩვენებაში მოწმე ზ----------–--–---–ი ადასტურებს შემდეგს „ჯ--–---იმ თავისი კუთვნილი ბენზოხერხით მოჭრა სამი ძირი ზეზემდგომი წიფლის ჯიშის ხე, რომელიც დაჭრა 2,20 სიგრძის მორებად, საიდანაც გამოვიდა გამოგვივიდა 12 მორი და ჩვენი ძალის გამოყენებით დავუდეთ მანქანაზე და წამოვედით მდინარე ო-----–ის ხეობიდან ქ.ახმეტის მიმართულებით.“ ბ------------–---–ის ჩვენებაშიც იგივე გარემოებაა დადასტურებული და ეს მონაკვეთი, სიტყვასიტყვითაა გადატანილი. ანუ ორივე მოწმე ადასტურებს, რომ მათ გამოუვიდათ 12 მორი, ისინიც საუბრობენ მრავლობით რიცხვში.

12. ცალკე შესაფასებელია მოწმეების ზ----------–--–---–ისა და ბ------------–---–ის ჩვენებები. ორივე მოწმე ადასტურებს, რომ 2017 წლის 14 აგვისტოს, როდესაც ისინი ტყეში გაყვნენ ჯ--–--- დ------–---–ს, თვითონ ჯ.დ------–---–ისგან იცოდნენ, რომ მას, როგორც სოციალურად დაუცველს, მისცეს ხე ტყის დამზადებისა და ტრანსპორტირებისათვის საჭირო დოკუმენტაცია. ჯ--–--- დ------–---–მა მოჭრა სამი ხე, მისგან დაამზადა 12 მორი და როდესაც მორები მოქონდათ, მათ დაინახეს გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მანქანა. პრობლემები რომ არ შექმნოდათ, ჯ--–--- დ------–---–მა გადაჭრა მორის სამაგრი ქამრები და მორები გადმოცვივდა მანქანიდან. ამის შემდეგ, 2017 წლის 4 სექტემბერს ზ----------–--–---–ი და ბ------------–---–ი კვლავ ჯ--–--- დ------–---–ს გაჰყვნენ ხე-ტყის დასამზადებლად. როდესაც უკან ბრუნდებოდნენ და მოჰქონდათ მორები, ისინი გააჩერეს პოლიციის თანამშრომლებმა, ჯ.დ------–---–ის მითითებით ზ----------–--–---–მა და ბ------------–---–მა მიატოვეს ავტომანქანა და წავიდნენ სახლში.

13. თუ სარწმუნოდ მივიჩნევთ იმ გარემოებას, რომ ზ----------–--–---–ი და ბ------------–---–ი პირველ შემთხვევაში, ანუ 2017 წლის 14 აგვისტოს შეცდომაში შეიყვანა ჯ.დ------–---–მა და დაარწმუნა, რომ მას ხეტყის მოჭრის ნებართვა ჰქონდა, ისინი მოწმე გახდნენ საეჭვო გარემოების, რომ გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მანქანის დანახვისას ჯ.დ------–---–მა გადაჭრა მორის სამაგრი ქამრები და ამ გზით დაცალა ავტომანქანა. მეორე შემთხვევაში, ანუ 2017 წლის 4 სექტემბერს, როდესაც ზ----------–--–---–ი და ბ------------–---–ი ისევ გაჰყვნენ ხის მოსაჭრელად ჯ.დ------–---–ს. გამოძიება აღარ დაინტერესებულა გაერკვია, იცოდნენ თუ არა ხეტყის მოპოვების ნებართვის არსებობის თაობაზე. მხოლოდ ჯ.დ------–---–ი ამბობს თავის ჩვენებაში, რომ მეორედაც მოატყუა ზ----------–--–---–ი და ბ------------–---–ი ხე-ტყის მოპოვების ნებართვის არსებობის შესახებ, რაც თავის მხრივ არასარწმუნოა. ვინაიდან, ზ----------–--–---–მა და ბ------------–---–მა ერთხელ ნახეს, თუ როგორ დაცალა ჯ.დ------–---–მა მიმავალი მანქანა მორებისგან. კრიტიკული დაკითხვის შემთხვევაში მოწმეებს ზ----------–--–---–სა და ბ------------–---–ს გაუჭირდებოდათ იმ ფაქტის დადასტურება, რომ მეორედაც დაიჯერეს ან არ იცოდნენ ნებართვის არსებობის შესახებ. სწორედ ამიტომ, მათ დაკითხვაში ეს გარემოება აღარ გარკვეულა.

14. სასამართლოს ექმნება შთაბეჭდილება, რომ აღნიშნული გარემოების გარკვევის შემთხვევაში შეიცვლებოდა საქმის ვითარება და ვეღარ დადგებოდა მხოლოდ ჯ.დ------–---–ის პასუხისმგებლობის საკითხი. ვინაიდან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის კვალიფიკაციისათვის სავალდებულოა მნიშვნელოვანი ზიანის არსებობა. ამასთან აღნიშნული მუხლი არ ითვალისწინებს დანაშაულის ჯგუფურად ჩადენას. თუ დადგინდებოდა ის გარემოება, რასაც ბრალდებული და მოწმეები მიუთითებენ, კერძოდ, საუბრობენ მრავლობითში, მაშინ უნდა გამოკვეთილიყო კონკრეტულად თითეულმა რა ზიანი მიაყენა სახელმწიფოს და წარმოადგენდა თუ არა, მნიშვნელოვან ზიანს. მნიშვნელოვანი ზიანის არ არსებობის შემთხვევაში, ხე ტყის უკანონოდ მოპოვება არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 66-ე მუხლით.

15. სასამართლოს მიაჩნია, რომ ჯ.დ------–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა არასრულყოფილი გამოძიება, საქმეში არ ფიქსირდება ბრალდებულ ჯ.დ------–---–ის ფიზიკური მდგომარეობა, რომ მას არ აქვს ზედა ცალი კიდური და ბავშვობიდან არის მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი. ეს ჩანს მხოლოდ საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებისას გადაღებულ სურათზე. მიუხედავად იმისა, რომ მტკიცებულებები არასადავოა, სასამართლოში წარმოდგენილი არ არის უტყუარი მტკიცებულება, რომ ასეთი ფიზიკური მდგომარეობის მქონე პირი ბენზოხერხის გამოყენებით, შესძლებდა 5 ხის მოჭრას და შემდგომ მორების დამზადებას. ამ კუთხით, არ ჩატარებულა ექსპერიმენტი, თუნდაც იმ დონეზე მაინც, რომ ჯ.დ------–---–ს ეჩვენებინა, თუ როგორ ახერხებს ცალი ხელით ბენზოხერხის გამოყენებას და რამდენი ხანი შეუძლია იმუშავოს. ვინაიდან, ის ქმედება, რაც მას ბრალად ერაცხება, საკმაოდ შრომატევად მოქმედებას მოიცავს, მითუმეტეს, რომ სისხლის სამართლის საქმეში (ს.ფ.32) არის ბენზოხერხის დათვალიერების ოქმი. ოქმში არ ფიქსირდება, რომ ბენზოხერხს აქვს დამატებითი რაიმე მოწყობილობა, რაც ზედა კიდურის არმქონე ადამიანს გაუადვილება მის გამოყენებას.

16. ბენზოხერხის დათვალიერებიდან გამომდინარე ყურადღებამისაქცევია შემდეგი გარემოება. გამოძიებით არ დადგენილა და სასამართლოსთვისაც გაურკვეველია, ავტომანქანის გაჩერების დროს, ანუ უკანონოდ ხის ტრანსპორტირების გამოვლენისას, სად ინახავდა ჯ.დ------–---–ი ბენზოხერხს. ჯ.დ------–---–ის მოწმის სახით გამოკითხვა დასრულდა 2017 წლის 5 სექტემბრის 1510 საათზე. ამის შემდეგ საქმეში დევს მისი ხელწერილი, რომ პირველივე გამოძახებისთანავე გამოცხადდება პროცესის მწარმოებელ ორგანოში. ბენზოხერხის დათვალიერება კი, იწყება იმავე დღის 1710 საათზე. 2017 წლის 5 სექტემბერს 0255 საათზე დასრულდა იმ ავტომანქანისა და ხე-ტყის ამოღება, რაც გადაჰქონდა ჯ.დ------–---–სა და მასთან ერთად მყოფ პირებს. ამოღების ოქმში მითითებული არ არის, რომ მანქანაში ან ძარაზე ნაპოვნი იყო ბენზოხერხი. ანუ უდავოდ დადგენილი გარემოებაა, რომ ჯ.დ------–---–ს თან ბენზოხერხი არ ჰქონდა და ბენზოხერხი 2017 წლის 5 სექტემბერს ნებაყოფლობით წარადგინა გამოძიებაში. ამასთან თუ მხედველობაში მივიღებთ იმ გარემოებას, რომ ბენზოხერხს აქვს დამატებითი რაიმე მოწყობილობა, რაც ზედა კიდურის არმქონე ადამიანს გაუადვილება მის გამოყენებას, ასაბუთებს ეჭვს, რომ ჯ.დ------–---–მა წარმოადგინა ის ბენზოხერხი, რომლის გამოყენებასაც ის ვერ მოახერხებდა, ყოველ შემთხვევაში, გამოძიების ორგანოებს საშუალება ჰქონდათ ექსპერიმენტით შეემოწმებინათ, ჯ.დ------–---–ი რამდენად შეძლებდა მის მიერ წარმოდგენილი ბენზოხერხის გამოყენებას და ამ გზით გამოერიცხათ ეჭვი, რომ ჯ.დ------–---–ს ხეების მოჭრას ვერ შესძლებდა. გასათვალისწინებელია, რომ ზიანის დადგენის თაობაზე წერილის თანახმად (ს.ფ. 44), 2017 წლის 5 სექტემბერს ამოღებული მორების დიამეტრი მერყეობს 46 დან 54 სანტიმეტრამდე, ხოლო სიგრძე კი 2.20 მეტრიდან 2,30 მეტრამდე. იგივე ზომის არის 13 წიფლის მორი (ს.ფ 113)

17. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილი და საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

18. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. აღნიშნული ნორმა პირდაპირ ავალდებულებს ბრალმდებელს ბრალდების მტკიცების ტვირთს. მოქმედი საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულია მტკიცების რამდენიმე სტანდარტი, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაც და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 258-260-ე, 269-ე 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

19. ჯ--–--- დ------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (2017 წლის 14 აგვისტოს ეპიზოდი) გამართლდეს.

20. ჯ--–--- დ------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (2017 წლის 04 სექტემბრის ეპიზოდი) გამართლდეს.

21. ჯ--–--- დ------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

22. ნივთიერი მტკიცებულებები - „ზილ 131“ სახელმწიფო ნომრით RAC-700 ავტომანქანა და ბენზოხერხი, რომლებიც ინახება შ----------------------–-------------–--ში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

23. 14 ცალი მორი, რაც ინახება შ----------------------–-------------–--ში და 13 ცალი წიფლის ჯიშის ხის მორი, რა ინახება მდინარე ო-----–ის ხეობაში ნ------------------ესთან და ი-----–--–----–-----თან, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

24. ჯ--–--- დ------–---–ს უფლება აქვთ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

25. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.

26. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მამუკა წიკლაური