1. მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვა (მათ შორის, ხეტყის უკანონო დამზადება) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 641 მუხლის პირველი ნაწილით, 642 მუხლის მე-3 ნაწილით, 66-ე მუხლის პირველი ნაწილით, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილით ან 1511 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ, ან მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვა (მათ შორის, ხეტყის უკანონო დამზადება), რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, –
ისჯება ჯარიმით ან/და გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, –
ისჯება ჯარიმით ან/და გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
3. საქართველოს ტყეში ან დაცულ ტერიტორიაზე საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვა (მათ შორის, ხეტყის უკანონო დამზადება) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 641 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ –
ისჯება ჯარიმით ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, –
ისჯება ჯარიმით ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
5. სახელმწიფო ტყეში ან დაცულ ტერიტორიაზე მერქნიანი მცენარის დიდი ოდენობით უკანონო გაჩეხვა (მათ შორის, ხეტყის დიდი ოდენობით უკანონო დამზადება) –
ისჯება ჯარიმით ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.
შენიშვნა:
1. ამ მუხლის მე-5 ნაწილში მერქნიანი მცენარის (ხეტყის) დიდ ოდენობად ითვლება ის ოდენობა, რომლის უკანონო გაჩეხვის (მათ შორის, დამზადების) შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხამ შეადგინა 3 000 ლარი ან 3 000 ლარზე მეტი.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ხუთ წლამდე.
3. ამ თავის მიზნებისთვის მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვის (მათ შორის, ხეტყის უკანონო დამზადების) შედეგად გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.
საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის კანონი №458 – სსმ I, №27, 17.07.2000 წ., მუხ.83
საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის კანონი №2197 – ვებგვერდი, 10.05.2018წ.
საქართველოს 2020 წლის 22 მაისის კანონი №5963 – ვებგვერდი, 28.05.2020წ.
საქართველოს 2021 წლის 2 ნოემბრის კანონი №971 – ვებგვერდი, 05.11.2021წ.
საქართველოს 2025 წლის 13 მაისის კანონი №565 – ვებგვერდი, 15.05.2025
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(740)
- საქმე №2კ-801აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.02.2026
…სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 8 აგვისტოს განაჩენის ძალაში დატოვება. 6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები: საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს…
- საქმე №2კ-989აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.02.2026
…არ დგინდება, რომ გასაჩივრებული განაჩენით განსაზღვრული სასჯელის სახე ან/და ზომა „აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და პიროვნებას“. შესაბამისად, საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის და 303-ე მუხლის გათვალისწინებით, არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც…
- საქმე №2კ-815აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.02.2026
…სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 1 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით. 5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები: საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს…
- საქმე №2კ-986აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.02.2026
…26 იანვრის განჩინება N 987აპ-25, 2025 წლის 2 ოქტომბრის N 401აპ-25; 2025წლის 8 ოქტომბრის N631აპ-25, 2025წლის 26 სექტემბრის N 411 აპ-25). 22.1. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის და 303-ე მუხლის გათვალისწინებით, არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც…
- საქმე №2კ-26აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.02.2026
…სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 9 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის შემსუბუქების კუთხით. 5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები: საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს…
- საქმე №2კ-857აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.02.2026
- საქმე №2კ-72აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.02.2026
- საქმე №2კ-800აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.02.2026
- საქმე №2კ-913აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.02.2026
- საქმე №2კ-1015აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.02.2026
- საქმე №2კ-797აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.02.2026
- საქმე №2კ-993აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.02.2026
- საქმე №2კ-799აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.02.2026
- საქმე №2კ-839აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.02.2026
- საქმე №2კ-811აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.02.2026
- საქმე №2კ-798აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.02.2026
- საქმე №2კ-840აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.02.2026
- საქმე №2კ-784აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.02.2026
- საქმე №2კ-724აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.12.2025
- საქმე №2კ-710აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.12.2025
- საქმე №2კ-748აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.12.2025
- საქმე №2კ-676აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.12.2025
- საქმე №2კ-658აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.12.2025
- საქმე №2კ-732აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.11.2025
- საქმე №2კ-548აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.11.2025
- საქმე №2კ-589აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 06.11.2025
- საქმე №2კ-480აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.11.2025
- საქმე №2კ-471აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.11.2025
- საქმე №2კ-406აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 31.10.2025
- საქმე №2კ-558აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.10.2025
- საქმე №2კ-567აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.10.2025
- საქმე №2კ-519აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.10.2025
- საქმე №2კ-596აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.10.2025
- საქმე №2კ-525აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.10.2025
- საქმე №2კ-543აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.10.2025
- საქმე №2კ-713აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 21.10.2025
- საქმე №2კ-631აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 08.10.2025
- საქმე №2კ-431აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 07.10.2025
- საქმე №2კ-553აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 07.10.2025
- საქმე №2კ-448აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 06.10.2025
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 740-დან.