1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 86-ე მუხლის მე-9–მე-11 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ 100 ტონის ან 100 ტონაზე ნაკლები საერთო ტევადობისა და 8 მეტრი ან 8 მეტრზე მეტი სიგრძის წყლის სატრანსპორტო საშუალებიდან ან 100 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის წყლის სატრანსპორტო საშუალებიდან თევზსარეწი იარაღით თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის უკანონოდ მოპოვება ან აღნიშნული პირის მიერ იმ თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის უკანონოდ მოპოვება, რომელიც შეტანილია საქართველოს „წითელ ნუსხაში“, –
ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ორას საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
2. საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის უკანონოდ მოპოვება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, –
ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას სამოციდან ორას ორმოცდაათ საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
3. 100 ტონის ან 100 ტონაზე ნაკლები საერთო ტევადობისა და 8 მეტრი ან 8 მეტრზე მეტი სიგრძის წყლის სატრანსპორტო საშუალებიდან ან 100 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის წყლის სატრანსპორტო საშუალებიდან თევზსარეწი იარაღით უკანონო თევზჭერა, ჩადენილი აკრძალულ დროს ან აკრძალულ ადგილას, ან საგანგებო ეკოლოგიური მდგომარეობის დროს ან ეკოლოგიური უბედურების ზონაში, ან სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის ან მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის ტერიტორიაზე, –
ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორას ორმოციდან სამას ოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
4. ელექტროდენით, თევზჭერის ელექტროიარაღით, სხვა აკრძალული იარაღით, ასაფეთქებელი ან მომწამლავი ნივთიერებით ან თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მასობრივი განადგურების სხვა საშუალებით უკანონო თევზჭერა –
ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით სამას ოციდან ოთხას საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის კანონი №458 – სსმ I, №27, 17.07.2000 წ., მუხ.83
საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1627 – სსმ I, №23, 24.07.2002 წ., მუხ.113
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90
საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2477 - სსმ I, №50, 31.12.2009 წ., მუხ.395
საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5170 - ვებგვერდი, 11.11.2011წ.
საქართველოს 2013 წლის 12
ივნისის
კანონი №
7
24
– ვებგვერდი, 03.07.2013წ.
საქართველოს 2023 წლის 15 ნოემბრის კანონი №3669 – ვებგვერდი, 30.11.2023წ.
საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4305 – ვებგვერდი, 09.07.2024
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(43)
- საქმე №3აგ.-2025 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.07.2025
…გასაჩივრების ორ კვირიანი ვადის გასვლის შემდეგ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილ დოკუმენტაციაზე (წერილი/განცხადება). III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე- 300-ე და 313-ე მუხლებით და დ ა ა დ გ ი ნ ა: 1. მსჯავრდებულ გ. გ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; 2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 24 დეკემბრის…
- საქმე №2კ-695აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.09.2024
…საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გარემოებების დადგომისას - მ. ქ–ს დაპატიმრებიდან ან სათანადო ორგანოებში გამოცხადებიდან 1 თვის ვადაში. 23. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-300, 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და დ ა ა დ გ ი ნ ა: 1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვახტანგ სამადაშვილის…
- საქმე №2კ-1370აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.02.2024
…ყველა ფაქტობრივი გარემოების შეფასებით დგინდება სასჯელის სამართლიანობა – ესე იგი, მისი სახისა და ზომის შესაბამისობა მსჯავრდებულის ქმედების ხასიათთან და მსჯავრდებულის პიროვნებასთან ( საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილი და ამავე კოდექსის მე-300 მუხლის 1-ელი ნაწილის,,გ“ ქვეპუნქტი). 5. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა და არ შეაფასა გარკვეული სახის გარემოებები,…
- საქმე №2კ-1326აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.06.2023
…ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). 9. საკასაციო სასამართლო პირველ რიგში ყურადღებას ამახვილებს, რომ საქართველოს სსკ-ის მე-300 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის უფლება აქვს ბრალმდებელს, ზემდგომ პროკურორს, მსჯავრდებულს ან/და მის ადვოკატს. 9.1.…
- საქმე №2კ-651აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 30.11.2021
…11 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი სახიაშვილმა. სახელმწიფო ბრალმდებელი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: კ. ხ-ს ქმედების საქართველოს სსკ-ის მე-300 მუხლის როგორც მე-3, ისე მე-2 ნაწილით დაკვალიფიცირებასაც, ვინაიდან პროკურორს მიაჩნია, რომ კ. ხ-ს ქმედებამ - აკრძალულ დროს ელექტროშოკის აპარატით…
- საქმე №2კ-472აპ.-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 07.09.2021
- საქმე №2კ-665აპ.-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.02.2021
- საქმე №2კ-445აპ.-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.11.2020
- საქმე №2კ-715აპ.-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.03.2020
- საქმე №2კ-254აპ.-16 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.09.2016
- საქმე №2კ-1676-I-13 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.06.2013
- საქმე №2კ-478აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
- საქმე №160100118002288125 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 25.12.2019
- საქმე №180100119003138949 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 18.12.2019
- საქმე №060100117002355916 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 28.06.2019
- საქმე №110100117002166878 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 28.06.2019
- საქმე №160100118002580096 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 06.05.2019
- საქმე №330100116001513016 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 15.10.2018
- საქმე №150100118002502198 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 09.10.2018
- საქმე №130100119003172987 · ხაშურის რაიონული სასამართლო · 29.04.2020
- საქმე №210100120003460807 · სიღნაღის რაიონული სასამართლო · 19.02.2020
- საქმე №180100120003444679 · მცხეთის რაიონული სასამართლო · 12.02.2020
- საქმე №170100119003266726 · თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო · 12.12.2019
- საქმე №150100118002553241 · ახალქალაქის რაიონული სასამართლო · 11.11.2019
- საქმე №340100119003189730 · გურჯაანის რაიონული სასამართლო · 02.10.2019
- საქმე №060100119003163178 · სამტრედიის რაიონული სასამართლო · 19.09.2019
- საქმე №130100119003147888 · ხაშურის რაიონული სასამართლო · 15.08.2019
- საქმე №130100119003068995 · ხაშურის რაიონული სასამართლო · 27.06.2019
- საქმე №130100119003068925 · ხაშურის რაიონული სასამართლო · 27.06.2019
- საქმე №050100119002854344 · ოზურგეთის რაიონული სასამართლო · 03.05.2019
- საქმე №160100118002580096 · ბოლნისის რაიონული სასამართლო · 21.12.2018
- საქმე №120100118002576632 · ახალციხის რაიონული სასამართლო · 13.12.2018
- საქმე №010100118002695629 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 21.11.2018
- საქმე №130100118002638268 · ხაშურის რაიონული სასამართლო · 08.11.2018
- საქმე №130100118002630314 · ხაშურის რაიონული სასამართლო · 02.11.2018
- საქმე №150100118002502198 · ახალქალაქის რაიონული სასამართლო · 23.08.2018
- საქმე №120100118002485970 · ახალციხის რაიონული სასამართლო · 18.08.2018
- საქმე №100100118002572290 · საჩხერის რაიონული სასამართლო · 17.08.2018
- საქმე №150100118002531415 · ახალქალაქის რაიონული სასამართლო · 20.07.2018
- საქმე №280100118002498364 · ჩხოროწყუს მაგისტრატი სასამართლო · 19.06.2018
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 43-დან.